3 დეზინფორმაცია სპორტმენებში ვაქცინაციის გვერდითი ეფექტების შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

47
VIEWS

სოციალურ ქსელში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად სხვადასხვა პროფესიის ადამიანების გარდაცვალებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია და ვიდეო ვრცელდება.

5 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა ზვიად გოგიაშვილმა 29 წლის ფეხბურთელის გულის შეტევით გარდაცვალების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერაში მითითებულია, რომ კიდევ ერთი ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა, რასაც მოსდევს ტექსტი, რომ ვისაც ფეხბურთის თამაში სურს, უნდა აიცრას. ამავე მომხმარებელმა 10 იანვარს გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის  აღწერის მიხედვით,  ვიდეო ყატარიდანა, ხოლო ოსმან კულიბალის მატჩის დროს გულის შეტევა განუვითარდა. მინაწერში ავტორი მინიშნებას აკთებს გულის შეტევის მიზეზებზე, როცა ირონიულად აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს ფეხბურთელმა პახმელიაზე ცივი წყალი დალია.

"
31 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ლილუ ლილუ-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩის დროს მსაჯი შეუძლოდ ხდება და ექიმებს ის სტადიონიდან გაჰყავთ. აღწერაში ლილუ ლილუ მოვლენას “ბილ გეითსის შემოტანილ ახალ ნორმებს” უკავშირებს.

"

მტკიცებები იმის შესახებ, რომ დასახელებული ადამიანების გარდაცვალება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებმა გამოიწვია, ყალბია.

  1. 29 წლის ფეხბურთელი კოვიდინფიცირებული იყო და მისი გარდაცვალების მიზეზების შესახებ დამატებითი გამოძიება არ დაწყებულა

29 წლის იტალიელი ფეხბურთელი მიქელე ლო კონტე 29 დეკემბერს გულის შეტევით ძილში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა მას კორონავირუსის ტესტი ჩაუტარეს. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი Covid-19-ით ინფიცირებული იყო. მიქელე ლო კონტემ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა ივლისში გაიკეთა. სპეციალისტები მის გარდაცვალებას ვაქცინაციას არ უკავშირებდნენ. ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ დამატებითი გამოძიება არ დაწყებულა.

  1. ოსმან კულიბალის გულის შეტევას ვაქცინაციას არ უკავშირდება

Zviad Gogiashvili-ის გავრცელებულ ვიდეოში ფეხბურთელის, ოსმან კულიბალის გულის შეტევაა ასახული. შემთხვევა ორი კატარული საფეხბურთო კლუბის ალ-ვაკრაჰისა და ალ-რაიანის მატჩის დროს 8 იანვარს მოხდა. ოსმან კულიბალის სამედიცინო დახმარება მალევე გაუწიეს და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

"

კულიბალის ფოტო კლინიკიდან ალ ვაკრაჰის ოფიციალურ ანგარიშის “სთორიში” 9 იანვარს გამოქვეყნდა.

კულიბალის მდგომარეობის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირება სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მალევე დაიწყეს, თუმცა ალ-ვაკრაჰის საფეხბურთო კლუბის მედიის ოფიცერმა  მუჰამედ ალ სულაითიმ Doha News-თან კომენტარში აღნიშნა, რომ მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. კულიბალიმ ვაქცინის მეორე დოზა 9 თვის წინ გაიკეთა და ამ დროის განამავლობაში არაერთ მატჩში ყოველგვარი პრობლემისა და გართულების გარეშე მონაწილეობდა.

  1. მსაჯის ასისტენტს გულთან დაკავშირებული პრობლემები ადრეც აწუხებდა

ლილუ ლილუს მიერ გავრცელებულ ვიდეოში მსაჯის დამხმარე ჰელენ ედვარდს ბირნია ასახული. ბირნი 2021 წლის 21 სექტემბერს გერმანია-სერბეთის ქალთა საფეხბურთო გუნდების შეხვედრის დროს შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაუწიეს და კლინიკაში გადაიყვანეს, მალე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბირნი თავს უკეთ გრძნობდა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ბირნის მდგომარეობა სპეციალისტებმა არა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციას, არამედ გულის პრობლემებს დაუკავშირეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ბირნისთვის მატჩის დროს შეუძლოდ გახდომის პირველი შემთხვევა არ იყო. ჯერ კიდევ 2017 წელს ბირნიმ ბოლტონის ვანდერერსისა და ვალსოლის საფეხბურთო დაპირისპირების დროს თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც საავადმყოფოში მოათვსეს და მალევე გაწერეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბირნის გულ-მკერდის პრობლემები აწუხებდა.

აღსანიშნავია, რომ 21 სექტემბრის შემთხვევის შემდეგ ბირნი სხვადასხვა თამაშში მსაჯის ასისტენტობას აგრძელებდა, მათ შორის ბოლო 2022 წლის პირველი იანვრის ჰარპულიი ოლდჰემის მატჩი იყო.
"

ყალბი მტკციებები ვაქცინაციის შემდეგ სპორტსმენების ჯანმრთელობის გაუარესებისა და გარდაცვალებების შესახებ “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist