2018 წლის დაკავება ნარკოტიკისთვის თუ 2021 წლის იძულებითი ვაქცინაცია?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

49
VIEWS

2021  წლის 5 აგვისტოს ფეისბუქ ანგარიშმა Catrine Maraneli  გამოაქვეყნა ვიდეო, შემდეგი აღწერით: „ავსტრალიაში, მათ ვინც აცრას უარყოფს, აკითხავენ სახლებთან. ხვდებიან ქუჩებში და ძალადობრივი მეთოდებით ერეკებიან საცერში… მოწინავე ცხვრებმა ფარა უფსკრულში ჩაიყოლეს.“ ვიდეოში ჩანს კადრები, სადაც პოლიციის ოფიცრები მამაკაცის დაკავებას ცდილობენ. 9 აგვისტოს მდგომარეობით ვიდეოს 222 გაზიარება და 3 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

 

Catrine Maraneli-ის პოსტი დეზინფორმაციულია და 2018 წლის ვიდეოს მანიპულაციას წარმოადგენს, რომელიც სრულიად სხვა მოვლენას ასახავს. რეალურად, ვიდეოზე პოლიციის მიერ ნარკოტიკების ფლობისთვის ადამიანის დაკავების  კადრებია ასახული და მას 2021 წელს ვაქცინაციასთან კავშირი არ აქვს. ამავე დროს ავსტრალიაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

პოსტი მანიპულაციურია და ცდილობს შემქნას არასწორი შთაბეჭდილება, თითქოს ავსტრალიაში იძულებითი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. Invid-ის საძიებო ინსტრუმენტით ვიდეოს გადამოწმებით ირკვევა, რომ ის სრულიად სხვა მოვლენას ასახავს, კერძოდ, 2018 წლის მაისში სიფორდში, ქალაქ მელბურნის გარეუბანში თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებს, როცა 3 პოლიციელი მძღოლის დაკავებას ძალის გადამეტებით ცდილობს.

მელბურნის პოლიციის მიხედვით, ვიდეოში ნაჩვენები 22 წლის მამაკაცი ბრალდებული იყო არაერთ დანაშაულში, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში ქცევის განმეორებით ჩადენის და ჯანმრთელობის დაზიანებისათვის, სიჩქარის გადაჭარბებისთვის, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის და ნარკოტიკული საშუალების, მეტამფეტამინის ფლობისათვის. დაკავებმადე ერთი საათით ადრე იგი გზის არასწორ მხარეს დაახლოებით 130 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. 23 მაისს ის ფრანქსტონის სასამართლოში წარსდგა. მასთან ერთად კი 26 წლის კაცი, ასევე მეტამფეტამინის ფლობისათვის დააკავეს.

დაკავების თვითმხილველებს შორის იყო 22 წლის კაცის და, რომელიც პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობდა. ვიდეოში ჩანს, რომ დაკავებისას ერთ-ერთი პოლიციელი მიწაზე დაწვენილ კაცს ფეხს ურტყამს. პოლიციელთა ქცევა პროფესიული სტანდარტების საბჭომ განიხილა და გამოსაძიებლად დამოუკიდებელ, ანტიკორუფციულ კომისიას გადასცა.

ავსტრალიაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სამედიცინო პუნქტებში მიმდინარეობს

ავსტრალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, გარდა ადამიანთა გარკვეული კატეგორიი

ვრცლად ამ თემაზე, ასევე იდენტურ დეზინფორმაციაზე, რომ ავსტრალიაში მობილური ჯგუფები მოქალაქეებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ ქუჩაში ცრიან, იხილეთ:
ცრიან თუ არა ავსტრალიაში მოქალაქეებს იძულებით ქუჩაში?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist