2016 წლის ვიდეოს კორონავირუსის ვაქცინას მანიპულაციურად უკავშირებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

13
VIEWS

16 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ნინო ნინომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მამაკაცი ტრიბუნასთან დგომისას ცუდად ხდება და გული მისდის. თანდართული აღწერაში ნინო ნინო წერის “გაირჭეთ კიდევ ერთი 5-6 დოზა,” აღწერის მიხედვით, ვიდეო პენტაგონშია გადაღებული და ეს მოვლენა ვაქცინაციას უკავშირდება.

"
ვიდეოს აღწერა შეცდომაში შემყვანია და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ვიდეოს მანიპულაციურად უკავშირებს. რეალურად, პენტაგონის წარმომადგენელის ამსახველი ეს ვიდეო 2016 წელსაა გადაღებული, კოვიდ-19-ის გავრცელებამდე და მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნამდე რამდენიმე წლით ადრე, ხოლო მამაკაცის გულის წასვლა რომელიმე დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან არც ერთ ოფიციალურ წყაროს არ დაუკავშირებია. 

ვიდეო კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის შექმნამდე რამდენიმე წლით ადრე, 2016 წლის 9 თებერვალს პენტაგონის გენერალ-მაიორის ჯეიმს მარტინ უმცროსის ბრიფინგზეა გადაღებული.

"
გენერალ-მაიორი 2017 წლის ბიუჯეტსა და F-35-ის ტიპის  საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამის დაფინანსებაზე საუბრობდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. იქვე მყოფი სხვა მაღალჩინოსნების დახმარებით  ის ოთახიდან მალევე თავისი ფეხით გავიდა.

"
Air Force Times-ის ინფორმაციით, გენერალ-მაიორი მარტინი სიფრთხილის მიზნით კლინიკაში იმ დღესვე გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე კარგად იყო და მეორე დღეს სამსახურში დაბრუნდა. გამოცემას ეს ინფორმაცია საჰაერო ძალების სპიკერმა მელისა მილნერმა მიაწოდა. NBC-ის მიხედვით, გენერალ-მაიორ მარტინს სეზონური გრიპი ჰქონდა, თუმცა ოფიციალურ წარმომადგენლებს გენერალ-მაიორის გულის წასვლის ზუსტი მიზეზი არ დაუსახელებიათ.

ფეისბუქ მომხმარებელ ნინო ნინოს დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია, მათ შორის კორონავირუსის და ვაქცინების შესახებ. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist