173 345-დან 4 თუ დღეში 3 – რამდენ ადამიანს დაემართა ვაქცინაციის შემდეგ რეალურად ანაფილაქსიური შოკი საქართველოში? 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

35
VIEWS

4 ივნისს ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორმა ხათუნა საგინაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ მედიკოსისგან მიიღო გზავნილი, თითქოს საქართველოში კორონავირუსზე აცრის შედეგად დღეში მინიმუმ სამი ადამიანი “შოკში ვარდება”. პოსტს თან დართული აქვს მიმოწერის სქრინები, სადაც უცნობი პირი ხათუნა საგინაშვილს წერს, რომ მის გარშემო ექიმები არიან, რომელთა ნაწილი აცრის კაბინეტებში მუშაობენ და ამბობენ, რომ ერთ კაბინეტში დღეში ანაფილაქსიური შოკის 3 შემთხვევა მაინც ფიქსირდება.

;
“ქვაკუთხედის” რედაქტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. “მითების დეტექტორმა” კორონავირუსის აცრასთან დაკავშირებული ანაფილაქსიური შოკის შემთხვევების სტატისტიკა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისაგან გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც ვაქცინაციის დაწყებიდან 6 ივნისის ჩათვლით 173 345 აცრა ჩატარდა, ხოლო ანაფილაქსიური შოკი მხოლოდ 4 შემთხვევაში გამოვლინდა.

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა და კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებული ანაფილაქსიური შოკის შემთხვევების სტატისტიკა გამოითხოვა. NCDC-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან 6 ივნისის ჩათვლით Covid-19-ის საწინააღმდეგო 173 345 აცრა ჩატარდა და აქედან მხოლოდ 0.002%-ში, ანუ სულ 4 შემთხვევაში გამოვლინდა ანაფილაქსიური შოკი.

NCDC-ს ინფორმაციით, ოთხივე შემთხვევა წარმატებულად მართა სამედიცინო პერსონალმა და ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. აღსანიშნავია, რომ ანაფილაქსიური შოკის სტატისტიკაში არ შედის ახალციხეში მომხდარი შემთხვევა, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოკვლევა.

დაავადებათა კონტოროლის ეროვნული ცენტრის პასუხში ასევე განმარტებულია ანაფილაქსიური შოკის მნიშვნელობა:

“ანაფილაქსიური შოკი არის იშვიათი, მაგრამ მძიმე ალერგიული რექცია, რომელიც არასწორი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა შესაძლოა სიცოცხლისთვის  საშიშიც კი იყოს.  ანაფილაქსიური შოკის მიზეზი ყველაზე ხშირად შეიძლება იქცეს ალერგია საკვებზე, მწერის ნაკბენზე ან ზოგიერთ სამკურნალწამლო ნივთიერებაზე. ისევე როგოც სხვა მედიკამენტების მოხმარებისას, ანაფილაქსიური შოკის განვითარება შესაძლოა ვაქცინაციის დროსაც, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება და არ ნიშნავს პრეპარატის უხარისხობას.”

NCDC-ს მიხედვით, ანაფილაქსიური შოკის პირველი სიმპტომებია მკვეთრი  ადგილობრივი რეაქცია, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გამოხატული სიფერმკრთალე, არტერიული წნევის ვარდნა. ასევე განმარტებულია, რომ ყველა ალერგიული რეაქცია ანაფილაქსიური შოკი არაა და მისი დიაგნოსტირება გაიდლაინით განსაზღვრული სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად ხდება.

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად,  ექიმი დეტალურად აფასებს პაციენტის ანამნეზს იმის დასადგენად, აქვს თუ არა პაციენტს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მძიმე ალერგიული რეაქციის რისკი. იმუნიზაციის პროვაიდერი კლინიკის სამედიცინო პერსონალი სათანადოდაა მომზადებული, რომ დროულად ამოიცნონ მძიმე ალერგიული რეაქციები და მიიღონ გადაუდებელი ზომები ასეთი რეაქციების სამკურნალოდ. ამიტომ, მნიშვნელოვანია ასაცრელმა პირმა ექიმს სრულყოფილად მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, ქონდა თუ არა სიცოცხლის განმავლობაში,  მწვავე ალერგიული რეაქცია, განსაკუთრებით, თუ მდგომარეობამ ადრენალინის/ეპინეფრინის გამოყენება ან ჰოსპიტალიზაციას მოითხოვა.” – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში. (xanax)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist