Mystar.ge დეზინფორმაციისთვის არარსებულ ამერიკულ წყაროს ეყრდნობა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

screencapture-mystar-ge-4219-html-2018-10-09-09_35_23
165
VIEWS

4 ოქტომბერს პორტალმა mystar.ge-მ ირაკლი მილაძის ავტორობით გამოქვეყნა მასალა, რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს 2020 წლის ბოლომდე საქართველოში 500 000 მიგრანტის შემოყვანა იგეგმება. გამოქვეყნების შემდეგ, ინფორმაცია, პოსტის სახით, პერიოდულად  ულტრანაციონალისტურ გვერდებზე, მათ შორის ,,ქართული იდეასა” და ,,ეროვნული ძალაზე” ზიარდებოდა. მანიპულაციური ფოტოების თანხლებით გაზიარებული პოსტი სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა.

"

"

Mystar.ge-ს მიერ გამოქვეყნებული მასალას ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს, რადგან სათაურში მითითებული ამერიკული წყაროები მასალაში დაკონკრეტებული არ არის. შესაბამისად, დეზინფორმაციის ლეგიტიმაციას პუბლიკაციის ავტორი ამერიკული წყაროებით ცდილობს. მსგავსი ინფორმაცია ამერიკულ მედიაში კი არ იძებნება.
1.ინფორმაცია წყაროს გარეშე

მედიის განვითარების ფონდი დაინტერესდა, თუ რომელ წყაროზე დაყრდნობით საუბრობს ირაკლი მილაძე საქართველოში მიგრანტების შემოყვანის ვალდებულებაზე. თუმცა წყაროს დაკონკრეტებაზე  მან უარი განაცხადა. რადგან ამერიკულ მედიაში მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის არასანდოობას.

2. რეალური ფაქტი

საქართველოს მიგრანტების მასობრივი მიღების  ვალდებულება არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში  ნაკისრი არ აქვს. არც ვიზა-ლიბერალიზაცია, არც ასოცირების შეთანხმება და არც რეადმისიის ხელშეკრულება საქართველოს მიგრანტების მიღებას არ ავალდებულებს. მიგრანტების მიღების შესახებ მსგავსი განცხადება არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულა.

ირაკლი მილაძე ამ საკითხს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტს უკავშირებს და  აღნიშნავს, რომ მიგრენტების შემოყვანის მიზეზი ევროპის კრიზისი და მიგრანტების ჭარბი რაოდენობაა. მერკელის ვიზიტის მსგავსი მანიპულაციური ინტერპრეტირება დიდი ხანია ვრცელდება. განცხადებები, თითქოს ეს ვიზიტი მიგრანეტების მიღების ვალდებულებას უკავშირდებოდა, ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ  და პოლიტოლოგმა ავიგდორ ესკინმა გააკეთეს. ( იხ. მასალა ამ თემაზე).

თემატიკა: მიგრაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist