მუშაობს თუ არა ენგურჰესი ზამთარში მხოლოდ აფხაზებზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

21
VIEWS

მიმდინარე წლის 9 მარტს ფეისბუქ გვერდმა კარდჰუმ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიიდან ამ ეტაპზე საქართველოს არცერთი კილოვატი არ მიეწოდება და ზამთარში ენგურჰესი პრაქტიკულად მხოლოდ აფხაზეთისათვის მუშაობს.

 

;

კარდჰუს მტკიცება მანიპულაციურია და სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია, რომ ზამთრის პერიოდში ენგუჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად მიეწოდება ოკუპირებულ აფხაზეთს, მცდარია, ვინაიდან ჰესმა მუშაობა 20 იანვარს სარემონტო სამუშაოების გამო დროებით შეწყვიტა.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ენგურჰესი 20 იანვარს, სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების მიზნით გაჩერდა. მისი ექსპლუატაციაში დაბრუნება 1-ელ მაისსაა დაგეგმილი. ნათია თურნავას განცხადებით, “ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი მასშტაბური და ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სარემონტო-სარებილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა შეზღუდულ ვადებში მოხდეს სამუშაოების შესრულება და ენგურჰესის დროული ამუშავება”. სავარაუდოდ, გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სწორედ ენგურჰესის დროებით გაჩერებას უკავშირდება.

რეაბილიტაციის პერიოდში ელექტროენერგიას ვერ მიიღებს ვერც ოკუპირებული აფხაზეთი, რომლის ენერგეტიკაც სრულად ენგურჰესზეა დამოკიდებული. 2020 წლის 11 დეკემბრიდან აფხაზებმა ელექტროენერგიის მიღება რუსეთიდან დაიწყეს, როგორც ენგურჰესის დროებითი ალტერნატივა. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლის 15 ნოემბრიდან მოყოლებული, ელექტროენერგიის დეფიციტიდან გამომდინარე აფხაზეთის მოსახლეობას დენი გრაფიკით მიეწოდებოდა.

ენგურჰესის კაშხალი ადმინისტრაციული საზღვრის საქართველოს მიერ კონტროლირებად მხარეს მდებარეობს, ხუთი გენერატორი კი – ოკუპირებულ გალის რაიონში. მოქმედი არაფორმალური შეთანხმების თანახმად, ქართულმა მხარემ ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 60% უნდა მიიღოს, აფხაზურმა კი დარჩენილი 40%. თუმცა, 2019 წლის მონაცემებით დანარჩენი საქართველო 52%-ს იღებდა, აფხაზეთი კი 48%-ს მოიხმარდა.

ენგურჰესის სარემონტო სამუშაოებისთვის 45 მილიონი ევროა გამოყოფილი, საიდანაც 7 მილიონი ევროკომისიის გრანტია, 38 მილიონი კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო. სამუშაოებს გერმანული, ქართული და თურქული კომპანიები 24 საათიან რეჟიმში შეასრულებენ. პროექტის მთავარი კომპონენტი სადერიაციო გვირაბის რეაბილიტაციაა, რომლის გამოც გახდა აუცილებელი ჰესის სრული გაჩერება. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, სადერიაციო გვირაბის შეკეთების შედეგად, წელიწადში დამატებით 100-120 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი სამუშაოები ენგურჰესზე 10-12 წელიწადში ერთხელ ხორციელდება.


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist