მცდარია, თითქოს ევროპაში ქალთა ძალოსნობაში მამაკაცმა გაიმარჯვა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ქალთა ძალოსნობა
51
VIEWS

25 აგვისტოს ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2) ქალთა ძალოსნობაში შეჯიბრის შესახებ გაავრცელეს ვიდეო, აღწერით: “ევროპის უძლიერესი ქალბატონი კაცი გახდა”. ვიდეოში პოდიუმზე მეორე და მესამე ადგილებზე მდგომ ორ პირს ვხედავთ, რომელთაგანაც ერთს ხელში ბავშვი უჭირავს. კიდევ ერთი პირი პოდიუმზე გამარჯვებულისთვის განკუთვნილ ადგილს იკავებს და თასს აღმართავს. 

ქალთა ძალოსნობა

დაჯილდოების ცერემონიის ამსახველი ვიდეო, რომელიც ქალთა ძალოსნობაში შეჯიბრს ეხება, მცდარი აღწერით ვრცელდება. ვიდეოში Official Strongman-ის მიერ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის 64 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამარჯვებულების დაჯილდოებას ვხედავთ, რომელშიც ბრიტანელმა სპორტსმენმა ქეით კონოლიმ გაიმარჯვა. მტკიცება, რომ ის კაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. 

გავრცელებული ვიდეო ძალოსნობის ლიგა Official Strongman-ს ეკუთვნის. ვიდეო ლიგის ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდებზე 18 აგვისტოს გამოქვეყნდა (1,2). ვიდეოში ლიგის მიერ ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის 64 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამარჯვებული ქალები ჩანან. 

აღნიშნულ შეჯიბრში პირველი ადგილი ბრიტანელმა ძალოსანმა ქეით კონოლიმ დაიკავა. კონოლი ლიგის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში მონიშნულია და ლიგამ სოციალურ ქსელებში მის შესახებ სხვა პოსტიც გამოაქვეყნა

ქალთა ძალოსნობა

კონელი პროფესიონალი ძალოსანია და ის სხვადასხვა კონკურსში უკვე წლებია მონაწილეობს. 

ქალთა ძალოსნობა

ქეით კონელი (მარცხნივ) 2016 წლის “ინგლისის უძლიერესი ქალის ჩემპიონატის” საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლანკასტერში. ფოტო: lancasterguardian.co.uk

ბრიტანელმა სპორტსმენმა ძალოსნობის შეჯიბრში მონაწილეობა პირველად 2015 წელს მიიღო. შეჯიბრის ამსახველი ვიდეო თავად სპორტსმენის იუთუბ არხზე დღემდე ხელმისაწვდომია

ქალთა ძალოსნობა

კადრი კონოლის პირველი შეჯიბრიდან, 2015 წ. სქრინშოტი: youtube.com

ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებულის ვინაობა და სქესი “მითების დეტექტორს” Official Strongman-მაც დაუდასტურა. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩემპიონატის გამარჯვებული კაცია, დეზინფორმაციაა. 

წყაროების შესახებ: 

დავით ჯებაშვილი ანტიდასავლური და ანტიოპოზიციური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის ყალბ ცნობებს რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” ჯებაშვილის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წასრულშიც არაერთხელ გადაამოწმა

დავით ჩიხელიძე „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ თავმჯდომარეა. ჩიხელიძე ძირითადად ოპოზიციის მადისკრედიტირებელი შინაარსის პოსტებს აქვეყნებს. 2020 წელს ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დისკრედიტაციის კამპანიაში მონაწილეობდა. 2024 წლის აპრილში მან “მთავარი არხის” სახელით გავრცელებული ყალბი პოსტერიც გამოაქვეყნა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა, სპორტი
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist