მტკიცება, თითქოს უკრაინის ავტოკეფალია არცერთ “მართლმადიდებელ ქვეყანას” არ უღიარებია, მცდარია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.2k
VIEWS

2022 წლის 28 მარტს ალტინფოს გადაცემა “ალტერნატიულ ხედვაში” უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთმა დაკარგა მორალური უფლება, იყოს ერთმორწმუნე სხვა მართლამიდებელი ეკლესიისა. ხოლო ტვ ალტ-ინფოში “კონსერვატიული მოძრაობის” დამფუძნებელმა მდივანმა გიორგი ქარდავამ განაცხადა, რომ რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარება საქართველოს ინტერესებში არ შედის და ის არცერთ სხვა მართლმადიდებელ ქვეყანას არ უღიარებია.

გიორგი ქარდავა: „რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებში არ არის უკრაინის არარსებული ეკლესიის, არცერთ მართლმადიდებლურ ქვეყანას არ უღიარებია უკრაინის ეკლესია, არავის! ამიტომ, რატომ უნდა გავაკეთოთ, რატომ უნდა დავიზიანოთ თავი?!“

მტკიცება, თითქოს უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია არცერთ მართლმადიდებელ ქვეყანას არ უღიარებია, მცდარია. უკრაინის ავტოკეფალია კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, კვიპროსის და ელადის (საბერძნეთის) მართლმადიდებელმა ეკლესიებმა აღიარეს. მართლმადიდებელი ეკლესიების სხვა ნაწილი კი, მათ შორის საქართველო, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე მსჯელობს. 

უპირველესი ეკლესია, რომელმაც უკრაინის ავტოკეფალია აღიარა, მისი დამფუძნებელი კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია იყო. პატრიარქმა ბართლომემ 5 იანვარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი მოაწერა, 6 იანვარს კი ის ​​ახალ მეთაურს მიტროპოლიტ ეპიფანეს გადაეცა. ამ ნაბიჯით უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიას ოფიციალურად გამოეყო.

Screenshot 38 3 მტკიცება, თითქოს უკრაინის ავტოკეფალია არცერთ "მართლმადიდებელ ქვეყანას" არ უღიარებია, მცდარია
პატრიარქი ბართლომე და მიტროპოლიტი ეპიფანე

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ტომოსზე ხელმოწერამდე, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს მოუწოდა, რომ უკრაინის ავტოკეფალიისთვის მხარი დაეჭირათ და ეღიარებინათ

უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების გამო, რუსეთის ეკლესიამ განაცხადა, რომ ისინი მსოფლიო პატრიარქს ლოცვებში აღარ მოიხსენიებდნენ. მათ ასევე ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან სრულიად გაწყვიტეს.

ელადის ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი 2019 წლის 12 ოქტომბერს დაუჭირა. სინოდის შეხვედრაზე საბერძნეთის ეკლესიის პატრიარქმა მთავარეპისკოპოსმა იერონიმე II-მ კრების წევრებს უკრაინის ეკლესიის შესახებ ინფორმაცია გააცნო, შემდეგ კი გადაწყვეტილება კენჭისყრით იქნა მიღებული.

საგულისხმოა, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტმა ეპიფანემ საკუთარ Facebook გვერდზე  გამოაქვეყნა და მას სამადლობელი ტექსტიც დაურთო.

მიტროპოლიტი ეპიფანე: „მადლობელი ვარ ჩემი ქრისტესმიერი ძმის, საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდის მეთაურის, უნეტარესის, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოს იერონიმესი და ძმა ეპისკოპოსების, რომლებმაც დღეს სინოდის სხდომაზე მხარი დაუჭირეს მსოფლიო საპატრიარქოს კანონიკურ და ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც ხსნის ჩვენს ორ ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიას შორის სრულფასოვანი ურთიერთქმედების შესაძლებლობას ყველა სფეროში“.

Screenshot 39 3 მტკიცება, თითქოს უკრაინის ავტოკეფალია არცერთ "მართლმადიდებელ ქვეყანას" არ უღიარებია, მცდარია
მიტროპოლიტ ეპიფანეს Facebook პოსტი. ფოტოზე: მიტროპოლიტი ეპიფანე და მთავარეპისკოპოსი იერონიმე II

კონსტანტინოპოლთან და საბერძნეთთან ერთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიაც აღიარებს, რომელსაც მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქში მე-2 ადგილი უკავია. 

2019 წლის 8 ნოემბერს ალექსანდრიის ეკლესიის პატრიარქმა თეოდორემ ლიტურგიისას “დიდი შესვლის” ნაწილში, რომელშიც ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურები მოიხსენიებიან, უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე მოიხსენია.

Screenshot 40 2 მტკიცება, თითქოს უკრაინის ავტოკეფალია არცერთ "მართლმადიდებელ ქვეყანას" არ უღიარებია, მცდარია
პატრიარქი თეოდორე იმ ლიტურგიის დროს, როდესაც მან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტი ეპიფანე მოიხსენია

მართალია, ალექსანდრიის ეკლესიას სინოდის დონეზე უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება არ მოუხდენია, თუმცა ეს აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს. პატრიარქ თეოდორეს მიერ მიტროპოლიტ ეპიფანეს მოხსენიება ავტოკეფალიის აღიარების ტოლფასია. 

უკრაინის ავტოკეფალია ასევე აღიარა კვიპროსის ეკლესიამ, რომლის მეთაურმაც ქრიზოსტომოს II-მ, პატრიარქ თეოდორეს მსგავსად, მიტროპოლიტი ეპიფანე ლიტურგიისას მოიხსენია. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრიის ეკლესიისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ავტოკეფალია კვიპროსის ეკლესიის სინოდმაც აღიარა და გადაწყვეტილება მხოლოდ მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსის მიერ მიტროპოლიტ ეპიფანეს მოხსენიებით არ შემოიფარგლა.

საგულისხმოა ისიც, რომ მართალია, ბულგარეთისა და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს არ უღიარებიათ უკრაინის ავტოკეფალია, თუმცა მათი გარკვეული ნაბიჯები მოწმობს, რომ ისინი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ უარყოფითად განწყობილი არ არიან. ამის ნათელი გამოვლინებაა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქის, ტრიგოვისტეს მიტროპოლიტ ნიფონტის (მიჰეიცე) ერთობლივი საღვთო მსახურება უკრაინის ეკლესიის იერარქთან, ტერნოპოლისა და კრემენეცის მთავარეპისკოპოს ნესტორთან (პისიკი).

Screenshot 41 2 მტკიცება, თითქოს უკრაინის ავტოკეფალია არცერთ "მართლმადიდებელ ქვეყანას" არ უღიარებია, მცდარია
მიტროპოლიტი ნიფონტი (მიჰეიცე)  და მთავარეპისკოპოსი ნესტორი (პასიკი)

კრემლისტური აქტორები უკრაინის მართლმადიებელი ეკლესიის შესახებ სხვადასხვა დეზინფორმაციას წარსულშიც ავრცელებდნენ. ამ საკითხმა აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მის წინააღმდეგ ომი წამოიწყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას ამ დრომდე არ აღიარებს.

უკრაინის ავტოკეფალიის არაღიარების ერთ-ერთ არგუმენტად წლებია განიხილება საკითხი, თითქოს საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის განხილვაც მოჰყვება. რეალურად, რუსეთი უკვე წლებია ერევა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის საქმიანობაში, აფხაზეთის ეპარქიას მაიკოპისა და ადიღეს რუსი ეპისკოპოსი მართავს, ხოლო რუსეთის საპატრიარქო საქართველოს პატრიარქის ტიტულს სრულად არ აღიარებს.

კრემლის მედიის და პრო-რუსული სასულიერო პირების მხრიდან ასევე ხდება შიშების დათესვა, რომ მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის შემდეგ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს, თუმცა ავტოკეფალიის ერთ-ერთი წინაპირობა სახელმწიფოებრიობაა, შესაბამისად ის აფხაზეთზე ვერ გავრცელდება.

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:

რუსეთის პატრიარქი ილია II-ს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად სიტყვიერადაც არ აღიარებს

4 მითი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შესახებ 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist