მტკიცება, თითქოს თბილისში ბინების 70%-ს ირანელები ყიდულობენ, საფუძველს მოკლებულია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

106
VIEWS

გაზეთ „ასავალ დასავალის“ 16-22 ივნისის გამოშვებაში ორგანიზაცია “უფლებადამცველთა გაერთიანების” წარმომადგენელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ თბილისში ბინების 70%-ს ირანელები ყიდულობენ და რომ საქართველოში ირანელების მასობრივი ჩამოსახლება მიმდინარეობს.

ნიკოლოზ მჟავანაძე: „..ჩვენი ხელისუფლების ზღვარგადასული ტოლერანტობის გამო, თბილისი უკვე გადაივსო აქ ჩამოსახლებული უცხოტომელებით! ჩემი ინფორმაციით, თბილისში ბინების 70%-ს ირანელები ყიდულობენ! მიმდინარეობს მათი მასობრივი ჩამოსახლება! თანაც ესენი მთელ კორპუსებს ყიდულობენ და შემდეგ ჩამოჰყვათ აქ თავიანთი თანამემამულეები! მალე თბილისში გაჩნდება ირანული, არაბული, თურქული, თუ აფრიკული კვარტალები, სადაც ქართელი ცხვირს ვერ შეჰყოფს!“

ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადება, თითქოს, თბილისში ბინების 70%-ს ირანელები ყიდულობენ, სიმართლეს არ შეესაბამება, ირანელებმა მთელი საქართველოს მასშტაბით 2012-2016 წლებში გაყიდული უძრავი ქონების მხოლოდ 0.01 % შეიძინეს.

ირანელების და ზოგადად უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის  მიერ შემუშავებული საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილი  გვაწვდის. აღნიშნულ დოკუმენტში ასახულია  2012-2016 წლების მონაცემები საჯარო რეესტრზე დაყრდნობით.

საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილი და მისი მონაცემების საფუძველზე „ფორსეტის“ მიერ მომზადებული ინფო-გრაფიკა გვაჩვენებს, რომ 2012-2016 წლებში უცხოეთის მოქალაქეებს შორის საქართველოში ბინებს/სახლებს ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები ყიდულობდნენ (53%), ირანის მოქალაქეებმა  კი ამ პერიოდში 399 ერთეული უძრავი ქონება შეიძინეს და  შესაბამისად მე-9 ადგილს იკავებენ  იმ უცხოელებს შორის, ვის საკუთრებაშიც საქართველოში არსებული  უძრავი ქონება დარეგისტრირდა. ასევე, ირანელების მსგავსად 2%-ს შეადგენს ერაყისა და თურქეთის მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონების წილი.

5

85

წყარო: Forset

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2012-2106 წლებში საქართველოში სულ  2691313  უძრავი ქონება გაიყიდა. ირანის მოქალაქეების მიერ შეძენილი ბინის/სახლის წილი საქართველოში გაყიდულ უძრავ ქონებას შორის 0,01%-ს არ აღემატება. ხოლო, უცხოეთის მოქალაქეების მიერ   საქართველოში შესყიდული უძრავი ქონების საერთი რაოდენობის 1.3%-ს არ აჭარბებს.

მოქალაქეობა ბინა/კერძო სახლი %
რუსეთი 7.842 0.29%
უკრაინა 1.117 0.04%
სომხეთი 421 0.02%
აზერბაიჯანი 419 0.02%
ისრაელი 789 0.03%
აშშ 730 0.03%
საბერძნეთი 338 0.01%
გერმანია 556 0.02%
ირანი 399 0.01%
ერაყი 236 0.01%
თურქეთი 363 0.01%

იმის გათვალისწინებით, რომ ირანელების მიერ შეძენილი უძრავი ქონება საქართველოს მასშტაბით 0.01%-ს არ აჭარბებს, ხოლო თბილისი უძრავი ქონების ყველაზე დიდი ბაზარია საქართველოში, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადება, თითქოს, თბილისში ბინების 70%-ს ირანელები ყიდულობენ, მცდარია.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ირანი
წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist