მტკიცება, თითქოს მოლდოვას ჯარი არ ჰყავს, ტყუილია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

214
VIEWS

2022 წლის 22 ივნისს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ევროკომისიის გადაწყვეტილებისა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე საუბრის კონტექსტში განაცხადა, რომ საქართველოსთან შედარებით დასავლეთი მოლდოვას არ სთხოვს ახალი ფრონტის გახსნას და ამის მიზეზი ის არის, რომ მოლდოვას ჯარი არ ჰყავს. ირაკლი კობახიძის აზრით, დასავლეთში სუბიექტური მიზეზი არსებობს, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, ხოლო ის არგუმენტი, რომ მოლდოვის მიმართ იგივე სურვილი არ არსებობს, მხოლოდ იმის გამოა, რომ მოლდოვას ჯარი არ ჰყავს, სხვა ყველაფერი კი, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვის ამ კუთხით შედარება, ფეიკია.

ირაკლი კობახიძე: “მოლდოვას ჯარი არ ჰყავს. რომ იცოდეთ, ბევრი ფეიკი [Fake] ტრიალებს იმასთან დაკავშირებით, რატომ არ სთხოვენ მოლდოვას მეორე ფრონტს. მოლდოვას არ ჰყავს ჯარი, აქედან გამომდინარე მოლდოვის მიმართ ვერავის ექნება სუბიექტური ინტერესი, რომ ჩართოს ომში, ეს არის ფეიკი, რასაც ავრცელებენ, საქართველოსა და მოლდოვის შედარება ამ კუთხით არის ფეიკი.”

ირაკლი კობახიძის განცხადება რეალობას არ შეესაბამება. მოლდოვას აქტიური ჯარი ჰყავს. ის ასევე ზრდის თავდაცვის ხარჯებს და ქვეყანა ნატოსგან და დასავლელი პარტნიორებისგან სხვადასხვა სამხედრო დახმარებას იღებს. 

  • ფაქტები მოლდოვის ჯარის შესახებ

მოლდოვას ჰყვას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო ჯარები, რომელთა მისიაც, მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ტერიტორიის გაკონტროლება და როგორც მშვიდობის, ასევე ომის პერიოდში სახმელეთო ოპერაციების დაგეგმვაა.

სახმელეთო სარდლობის მისია: “სახმელეთო ძალების სარდლობის, როგორც ძირითადი სამხედრო სამეთაურო სტრუქტურის, მისიაა სახმელეთო ძალების ორგანიზება, განვითარება და მომზადება სამხედრო სახმელეთო ოპერაციებისთვის მშვიდობის, კრიზისული სიტუაციებისა და ომის დროს.”

საჰაერო სარდლობის მისია: “საჰაერო ძალების სარდლობის, როგორც დამოუკიდებელი ოპერატიული ერთეულის, მისია არის საჰაერო ძალების შექმნა, განვითარება და მომზადება (შეიარაღებული ძალები, რომლებიც მოქმედებენ საჰაერო სივრცეში და აკონტროლებენ ამ საჰაერო სივრცეში განხორციელებულ მოქმედებებს შეიარაღებული ძალების სხვა კატეგორიების მიერ).”

აღსანიშნავია ისიც, რომ მოლდოვა კონსტიტუციის მიხედვით ნეიტრალურ სახელმწიფოს წარმოადგენს, თუმცა ეს საერთოდ არ გამორიცხავს, რომ მას ჰყავდეს ჯარი და მზად იყოს თავდაცვისთვის. 

მოლდოვის კონსტიტუციის 57-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს დაცვა ყველა მოქალაქის წმინდა მოვალეობას წარმოადგენს და აღნიშნული დაცვა ეროვნული არმიის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

მოლდოვის კონსტიტუცია 57-ე მუხლი: “სამხედრო სამსახური უნდა შესრულდეს შეიარაღებულ ძალებში, რომლებიც განკუთვნილია ეროვნული და სასაზღვრო თავდაცვისთვის, ასევე კანონით დადგენილი საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად”.

Screenshot 14 8 მტკიცება, თითქოს მოლდოვას ჯარი არ ჰყავს, ტყუილია
2022 წლის 21 ივნისი, მოლდოვის ეროვნული არმიის წვრთნები –  “მშვიდობის ფარი”

მოლდოვის ნეიტრალიტეტი, კონსტიტუციის მიხედვით, არ კრძალავს, რომ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები ჰყავდეს. ნეიტრალიტეტის შესახებ ჩანაწერს მოლდოვის კონსტიტუციის მე-11 მუხლში ვხვდებით, სადაც აღნიშნულია, რომ მოლდოვამ საკუთარ ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოს ჯარები არ უნდა დაუშვას.

მოლდოვის კონსტიტუცია, მე-11 მუხლი: “1. ​​მოლდოვის რესპუბლიკა აცხადებს თავის მუდმივ ნეიტრალიტეტს. 2. მოლდოვის რესპუბლიკა არ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ჯარების განლაგებას.”

2022 წლის მონაცემებით, მოლდოვას 6000 აქტიური სამხედრო პირი ჰყავს, თუმცა სრული რაოდენობა სამხედრო ძალების დაახლოებით 19000 ადამიანია (6000 – აქტიური, 12000 – რეზერვი, 1000 – ნახევრადსამხედრო). Global Firepower-ის კვლევის მიხედვით, მოლდოვა სამხედრო ძლიერების ინდექსის მიხედვით 142 სახელმწიფოდან 94 ადგილს იკავებს და შედარებითად 6 ადგილით ჩამორჩება საქართველოს. აქტიური სამხედრო პირების მიხედვით მოლდოვა 142 სახელმწიფოდან 83-ე ადგილზეა, რეზერვის რაოდენობით კი 37-ე. 

Screenshot 15 8 მტკიცება, თითქოს მოლდოვას ჯარი არ ჰყავს, ტყუილია
Global Firepower-ის ინდექსი 2022 (მოლდოვა – 94-ე ადგილი)

სახმელეთო ძალებს ასევე აძლიერებს სხვადასხვა სახის ტექნიკა და აღჭურვილობა. 2022 წლის მონცამების მიხედვით, მოლდოვის სახმელეთო აღჭურვილობის რაოდენობრივი განაწილება ასე გამოიყურება. 

აღჭურვილობის ტიპი რაოდენობა ადგილი სხვა სახელმწიფოებს შორის (142 ქვეყნიდან)
ტანკი 10 97
ჯავშანტექნიკა 381 91
თვითმავალი არტილერია 9 69
ბუქსირებადი არტილერია 69 71
სარაკეტო პროექტორები 25 61

მოლდოვა ასევე იღებს სხვადასხვა ტიპის სამხედრო დახმარებას დასავლელი პარტნიორებისგან. 

2022 წლის მაისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას და რომ ევროკავშირი მოლდოვისთვის სამხედრო დახმარებას მნიშვნელოვნად გაზრდის.

შარლ მიშელი: „წელს ჩვენ ვგეგმავთ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა მოლდოვას მიმართ მისი შეიარაღებული ძალების დამატებითი სამხედრო აღჭურვილობით.”

ამასთანავე მოლდოვას მჭიდრო კავშირი აქვს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (NATO), რაც სხვადასხვა პროგრამებსა და ინიციატივებში ჩართულობას გულისხმობს. როგორც ნატოს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ორგანიზაციის მთავარი ფოკუსი მიმართულია იმისკენ, რომ გაძლიერდეს და მოდერნიზდეს მოლდოვის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები.

Screenshot 16 7 მტკიცება, თითქოს მოლდოვას ჯარი არ ჰყავს, ტყუილია
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 2019 წელს ნატოს შტაბ-ბინაში ხვდება მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს (მაშინ პრემიერ მინისტრს) მაია სანდუს.

მოლდოვის ჩართულობა ნატოს პროგრამებში:

  • PfP-ის დაგეგმვისა და განხილვის პროცესის (PARP) – მოლდოვის თავდაცვის რეფორმისა და მოდერნიზაციის მცდელობა
  • თავდაცვის განათლების გაუმჯობესების პროგრამა (DEEP) – მოლდოვისთვის სამხედრო-საგანმანათლებლო დახმარების გაწევა
  • Building Integrity (BI) პროგრამა – ნატოს სტრატეგიული რჩევები მოლდოვის მიმართ, რათა შემცირდეს კორუფცია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და გაუმჯობესდეს მმართველობა ამ მიმართულებით. 

სხვა პროგრამებისა და დამატებითი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ნატოს ვებ-გვერდზე.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, მოლდოვა, ნატო, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist