მთავრობის სასახლე თუ ქალაქ შამბერის მერია?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

30
VIEWS

2021 წლის 25 ივლისს ფეისბუქ მომხმარებელმა Tamazi Glorgevich Odzelashvili გამოაქვეყნა ვიდეო, წარწერით „საფრანგეთში კოვიდფაშიზმის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებმა მთავრობის სასახლე შტურმით აიღეს“. ვიდეოში ჩანს კადრები, სადაც მომიტინგეები იმყოფებიან შენობაში და ხელში საფრანგეთის დროშები უჭირავთ, ფოტო (რომელზეც ვიდეოში მკაფიოდ არ ჩანს რა არის გამოსახული) და ბანერი წარწერით – liberté, თავისუფლება. ვიდეოს დასაწყისში ჩანს რუსული წინადადება,  „[მომიტინგეებმა] მთავრობის შენობა აიღეს“.

;
გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს საფრანგეთში მასშტაბური გამოსვლების შედეგად პროტესტანტები მნიშვნელოვან სახელმწიფო ობიექტებს იკავებენ. დემონსტრანტებს მთავრობის სასახლე შტურმით არ აუღიათ, 350-მდე ადამიანი საფრანგეთის პატარა ქალაქ შამბერის მერიაში შევიდა და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდა, მათ შენობა მალევე დატოვეს.

ვიდეო ავთენტურია, თუმცა იგი ფეისბუქზე არასწორი აღწერით გავრცელდა. სინამდვილეში შენობა საფრანგეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქის, შამბერის მერიას ეკუთვნის. საპროტესტო აქცია ჯანდაცვის ახალ რეგულაციებს ეხებოდა.

გუგლის საძიებო სისტემაში ვიდეოში გავრცელებული კადრებისა და საკვანძო სიტყვების გამოყენებით აღმოვაჩინეთ, რომ 2021 წლის 21 ივლისს ფრანგი დემონსტრანტები საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ  შამბერის მერიაში შეიჭრნენ და პრეზიდენტ იმანუელ მაკრონის გადადგომას მოითხოვდნენ. მომიტინგეები ერთხმად აცხადებდნენ „არა ჯანმრთელობის სერტიფიკატებს“, რამდენიმე მათგანმა კი კედლიდან მაკრონის პორტრეტიც კი ჩამოხსნა. 10 წუთში მომიტინგეებმა შენობა დატოვეს. დემონსტრანტების რაოდენობა სხვადასხვა მედიის ინფორმაციით 200-350-ს ადამიანს ითვლიდა.

ფოტოები აქციიდან (წყარო: Radio France)

;;
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში გასულ კვირას იმანუელ მაკრონის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. მან განაცხადა, რომ 15 სექტემბრამდე ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული თითოეული ადამიანი აუცილებლად უნდა აიცრას, წინააღმდეგ შემთხვავაში ისინი ანაზღაურებას ვერ მიიღებენ. ამასთანავე მუზეუმებში და კინოთეატრებში შესასვლელად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა ან კოვიდ19-ის უარყოფითი ტესტი იქნება საჭირო. მსგავსი შეზღუდვების გავრცელება იგეგმება რესტორნებზე, კაფეებსა და სავაჭრო ცენტრებზე.

24 ივლისს ქვეყნის მასშტაბით, სადაც მოსახლეობა 67 მილიონია, აქციებს დაახლოებით 160 000 ადამიანი ესწრებოდა.

საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 58% პროცენტი კაფეებსა და რესტორნებში „ჯანმრთელობის სერთიფიკატის“ გამოყენებას მართებულად მიიჩნევს, 66% კი მის კულტურულ ობიექტებში გამოყენებას უჭერს მხარს.

ჟენევის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორის და გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის დამფუძნებელი დირექტორის არნო ფლაჰოლის აზრით, ჯანმრთელობის სერთიფიკატს სამი მთავარი მიზანი აქვს. პირველი ესაა მკაცრი ჩაკეტვის თავიდან აცილება, მეორე – ვაქცინაციის პროცესის წახალისება და ბოლოს – ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე პანდემიის გავლენის შემცირება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist