“მთავარი არხის” და სხვა ონლაინ გამოცემების მანიპულაცია გერმანიიდან მიგრანტების იძულებით გამოსახლებაზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

30
VIEWS

20 მაისს ‘მთავარი არხის” გადაცემაში „დილის მთავარი“ გავიდა სიუჟეტი „დეპორტაციის ახალი ტალღა – საქართველოს მოქალაქეებს გერმანიიდან იძულების წესით დააბრუნებენ“. მასალა განთავსდა „მთავარის“ როგორც „ფეისბუქ“, ასევე ვებ-გვერდზე.

სიუჟეტში საუბარია იმაზე, რომ უახლოეს მომავალში ქართული მხარე გერმანიაში მცხოვრები ქართველი მიგრანტების დეპორტაციას აპირებს. სიუჟეტის მასალა ეყრდნობა რამდენიმე ანონიმურ პირთან სატელეფონო საუბარებს, რომლებშიც ისინი ემიგრანტთა ქვეყანაში დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ. სიუჟეტში ხაზგასმულია ქართველი ემიგრანტებს საკუთარი ნების წინააღმდეგ იძულებით ატოვებინებენ ქვეყანას.

1

„მთავარზე“ გასულ სიუჟეტზე დაყრდნობით, ინფორმაცია სათაურით “საქართველოს მოქალაქეებს გერმანიიდან იძულების წესით დააბრუნებენ” 20 მაისს რამდენიმე ონლაინ გამოცემამაც ( ალიაNewpost.ge, presa.ge, Dianwes.ge) გაავრცელეს.  აღნიშნული გამოცემები ინფორმაციის წყაროს არ უთითებენ, თუმცა ყველა მათგანის სათაური და სტატიის შინაარსი “მთავარში” გასული სიუჟეტის თითქმის იდენტურია.

2

3

“მთავარის” სიუჟეტი და მასზე დაყრდნობით ონლაინ გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია, რადგან ამბავი გადმოცემულია, როგორც კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ინფორმაცია ასევე არ იძლევა სიტუაციის სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას. კონკრეტულად, არ არის წარმოდგენილი მეორე მხარის პოზიცია, რომელიც დეპორტაციის მიზეზს ახსნიდა.  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა “მითების დეტექტორთან” სატელეფონო კომენტარში აღნიშნა, რომ ქართული და გერმანული მხარეები “რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში” გერმანიაში მცხოვრებ არალეგალ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში აბრუნებენ.

  • გერმანიიდან არალეგალი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება “რეადმისიის შეთანხმების” ფარგლებში ხდება

ინფორმაციის სიზუსტის გადასამოწმებლად „მითების დეტექტორი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტს დაუკავშირდა. მათ გამორიცხეს ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და განმარტეს, რომ ადგილი აქვს რეადმისიის ფარგლებში გათვალისწინებულ ღონისძიებებს. მათ დაგვიზუსტეს, რომ ქართული და გერმანული მხარეები „რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ ფარგლებში თანამშრომლობენ და ცდილობენ გერმანიაში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უპრობლემოდ დაბრუნებას. საუბრისას დამატებით ისიც განმარტეს, რომ მსგავსი ღონისძიებები ევროკავშირთან შეთანხმების ფარგლებში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ეხება არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებში მყოფ არალეგალ ემიგრანტებს.

რეადმისიის შესახებ შეთანხმება სახელმწიფოთა შორის დადებული შეთანხმებაა, რომელიც განსაზღვრავს მოცემულ სახელმწიფოში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ უცხოელთა თავიანთი წარმოშობის ქვეყანაში ან იმ სატრანზიტო ქვეყანაში დასაბრუნებლად, რომლის გავლითაც (en route) ისინი მოცემულ სახელმწიფოში შემოვიდნენ.

შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ“  ძალაში შევიდა 2011 წლის 1 მარტს. ევროკავშირის ქვეყნების გარდა, რეადმისიის ხელშეკრულებები საქართველოს გაფორმებული აქვს უკრაინასთან, შვეიცარიასთან, ნორვეგიასთან,  მოლდოვასთან, ბელარუსთან და ისლანდიასთან. 2019 წლის მონაცემებითრეადმისიის ფარგლებში 2015-2018 ყველაზე მეტი არალეგალი ემიგრანტი გერმანიიდან დაბრუნდა.

4

  • რატომ არის “მთავარის” სიუჟეტი მანიპულაციური?

სიუჟეტში მანიპულაციასთან გვაქვს საქმე, რადგანაც მასში ამბავი გადმოცემულია, როგორც კონკრეტულად ქართველი ემიგრანტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედება. ემიგრანტთა რთულ სიტუაციაზე ყურადღების გამახვილებით ემოციური ფონია გაძლიერებული, ხოლო რამდენიმე ობიექტური გარემოება კი – უგულებელყოფილი. მასალაში წარმოდგენილი არ არის მეორე მხარის, ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია. ამასთანავე, მასალა მხოლოდ ინკოგნიტო რესპონდენტების კომენტარებს ეყრდნობა, რომელტაგან ერთ-ერთი სახელმწიფოს ქმედებებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნას დაუსაბუთებლად უკავშირებს.

 

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist