მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დეპოპულაციის გეგმაზე მორიგი კონსპირაციის თეორია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
152
VIEWS

25 აგვისტო-16 სექტემბრის შუალედში ფეისბუქის ქართულ (1, 2.) და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4.) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (მეფ) დოკუმენტით დასტურდება, რომ 2025 წელს 6 მილიარდი ადამიანი მოკვდება. მომხმარებლებმა პოსტებთან ერთად გამოაქვეყნეს ფოტო/ვიდეო მასალები გამოცემა The People’s Voice-ის სიუჟეტიდან, რომელიც სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიინფორმაცია, თითქოს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დოკუმენტით დასტურდება, რომ 2025 წელს 6 მილიარდი ადამიანი მოკვდება, მტკიცებულებებს არ ეფუძნება. აღნიშნული ცნობები კონსპირაციულმა გამოცემა The People’s Voice-მა გაავრცელა და ამის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი არ გამოუქვეყნებია. 

როგორც უკვე აღინიშნა, გავრცელებული ინფორმაციის პირველწყარო კონსპირაციული გამოცემა The People’s Voice არის, რომლის სტატია/სიუჟეტი აღნიშნულ თემაზე 22 აგვისტოს გამოქვეყნდა. სტატიაში აღნიშნავენ, რომ მეფ-ის დოკუმენტი, რომელიც “ჩვენს თვალწინ იმალებოდა” ადასტურებს, რომ 2025 წელს 6 მილიარდამდე ადამიანი მოკვდება, რაც, მათი თქმით, კლაუს შვაბის და მისი მომხრეების მიერ შემუშავებული დეპოპულაციის გეგმის ნაწილს წარმოადგენს. აღსანიშნია, რომ გამოცემას არ გამოუქვეყნებია დოკუმენტი, რომელიც, მათი მტკიცებით, ამ ინფორმაციას ადასტურებს. მათ არც დოკუმენტის სახელი გაუმჟღავნებიათ და არც ინფორმაცია იმის შესახებ თუ სად და როგორ შეიძლება მისი ნახვა. “მითების დეტექტორმა” სცადა ღია წყაროებში, მეფ-ის საიტსა და სოციალურ ქსელებში მსგავსი ინფორმაციის მოძიება, თუმცა ასეთი დოკუმენტი არ იძებნება.

არგუმენტების გასამყარებლად სტატიაში მოყვანილია სამხედრო ვებსაიტი Deagel-ის მიერ 2014 წელს გამოქვეყნებული პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2025 წლამდე მოსახლეობის მკვეთრი შემცირება ივარაუდებოდა. აღსანიშნია, რომ ეს სტატისტიკა საიტზე დიდი ხნის წინ წაიშალა და ის მხოლოდ არქივის სახით არსებობს. ამასთანავე, დოკუმენტში წერია, რომ ეს “პროგნოზი სხვა არაფერია თუ არა მოდელი, რომელიც შესაძლოა იყოს მცდარი ან სწორი”. 

The People’s Voice სტატიაში ასევე აღნიშნავენ, რომ BBC-ის ჟურნალისტი 2024 წლის აგვისტოში დავოსში პირველად დაესწრო კლაუს შვაბისა და ჟურნალისტების შეხვედრას, სადაც შვაბი ირაციონალურად, ფსიქოპატივით იქცეოდა და დაადასტურა, რომ მომდევნო წელს 6 მილიარდი ადამიანის სიკვდილია მოსალოდნელი. სტატიაში არ ასახელებენ BBC-ის ჟურნალისტის სახელს, სიუჟეტში კი მხოლოდ ქალის შეცვლილი ხმა ისმის. 

ინფორმაცია ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Politifact-მაც გადაამოწმა და მათ ვერ მიაკვლიეს რაიმე სახის დოკუმენტს, რომელიც გავრცელებულ მტკიცებას დაადასტურებდა.  

The People’s Voice რეგულარულად ავრცელებს კონსპირაციების თეორიებსა და დეზინფორმაციებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შესახებ. გამოცემის არაერთი მტკიცება “მითების დეტექტორს” წარსულშიც მრავალჯერ გადაუმოწმებია

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-ანგარიში Lado Qartvelishvili ჯგუფ “ანტილაბ-საქართველოს” ადმინისტრატორია, სადაც იგი ყოველდღიურ რეჟიმში ავრცელებს ანტიდასავლური, ანტივაქსერული და კონსპირაციული შინაარსის პოსტებს. თავის მხრივ ჯგუფი “ანტილაბ-საქართველო” ორგანიზაცია Antilab-თან არის დაკავშირებული. ორგანიზაცია “ამერიკულ ბიოლაბორატორიებს” და ბიოლოგიურ იარაღს ეწინააღმდეგება და ამ საკითხზე სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიას და დეზინფორმაციას ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” მის ფეისბუქ ჯგუფში გავრცელებული დეზინფორმაციები წარსულშიც გადაამოწმა.

რუსულენოვანი ანგარიში “Emil Agayev” რეგულარულად აქვეყნებს ანტივაქსერული და კონსპირაციული შინაარსის ინფორმაციებს. მისი არაერთი პოსტი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერ მცდარ ინფორმაციად არის მონიშნული

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიარქივის ლინკები: 1, 2, 3, 4, 5,


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist