მშობლების ნებართვის გარეშე აიდაჰოში მოზარდების აცრაზე მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

37
VIEWS

17 ივნისს Catrine Maraneli-მა თავის ფეისბუქ ანგარიშზე გაავრცელა ვიდეო, რომლის აღწერაშიც მითითებულია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, აიდაჰოში, სკოლებში მოზარდების ვაქცინაცია მშობლების ნებართვის გარეშე დაიწყო და პროცესს სამხედროები აკონტროლებენ.

;
მტკიცება, თითქოს აიდაჰოში მშობელთა ნებართვის გარეშე ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, დეზინფორმაციაა. რეალურად, აიდაჰოში მოსწავლეების აცრა ნებაყოფლობით ხდებოდა, მოზარდებისთვის 12 წლიდან კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მხოლოდ მშობლის ან მეურვის ნებართვითაა შესაძლებელი.

აიდაჰოს ჯანდაცვისა და კეთილდღეობის დეპარტამენტის ვებ-საიტზე მოზარდთა ვაქცინაციის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის  მიხედვით, არასრულწლოვნებში (12-17 წელი) გამოყენების ავტორიზაცია  მხოლოდ ფაიზერის ვაქცინას აქვს, ხოლო მათ ასაცრელად  მშობლისა ან მეურვის ნებართვა სავალდებულოა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ არასრულწლოვანი კანონმდებლობით ამ ვალდებულებისგან  გათავისუფლების გარემოებას აკმაყოფილებს ან სასამართლოს მისთვის საკუთარი თანხმობის უზრუნველსაყოფად ნებართვა აქვს მინიჭებული.

აიდაჰოს შტატის ქალაქ კენფილდის საშუალო სკოლაში 28 მაისს Panhandle Health District-ის ორგანიზებით მოეწყო ვაქცინაციის მოძრავი კლინიკა, სადაც იქ მცხოვრებ ოჯახებსა და მოსწავლეებს, რომელთაც მშობლის ან მეურვის თანხმობა ექნებოდა, შეეძლოთ ვაქცინაციის პროცესში ჩართვა. რაც შეეხება სამხედროებს, იანვრიდან აშშ-ში  გადამზადებული სამხედროები ვაქცინაციის პროცესს ეხმარებიან, შესაბამისად, ტერიტორიაზე მათი ყოფნა გასაკვირი არ არის.

ამ ღონისძიების პარალელურად ადგილობრივმა მოსახლეობამ ბავშვების ვაქცინაციის წინააღმდეგ აქცია გამართა. ამის შესახებ იმავე დღეს ინფორმაცია სააგენტო 4 News Now-მ და მისმა ჟურნალისტმა დესტინი რიჩარდსმა საკუთარ ტვიტერ ანგარიშზე გაავრცელეს.

;

მისი თქმით, მშობლებს, რომლებმაც ვაქცინაცია გააპროტესტეს, არ სჯერათ, რომ ბავშვებს ვაქცინა უნდა უკეთდებოდეთ და რომ ამით მშობლების უფლებები ილახება.

;

საგულისხმოა, რომ ვიდეო, რომელიც Catrine Maraneli-მა გამოაქვეყნა, პირველად 30 მაისს იუთუბ არხზე North Idaho exposed გავრცელდა,  სათაურით „Idaho National Guard facilitate site at middle school for Panhandle Health“, თუმცა ვიდეოს აღწერაში მითითებული არ არის, რომ ვაქცინაცია მშობლების თანხმობის გარეშე ხდებოდა.

15 ივნისს აღნიშნულ მოვლენაზე შეცდომაში შემყვანი აღწერით ინფორმაცია ასევე გავრცელდა იუთუბ არხზე Капитан Корабля, სათაურით „ВОЕННЫЕ В США, ДЕТЯМ вливают жижинацию В ШКОЛЕ! Вы думаете так не будет у нас?“ – „სამხედროები აშშ-ში ბავშვებს სკოლებში ვაქცინებს უკეთებენ! გგონიათ, რომ ჩვენთან არ იქნება ასე?“. მოცემულ წინადადებაში სიტყვა жижинация არის ე.წ სლენგი, რომელიც ვაქცინის დასაცინად გამოიყენება.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist