“მოულოდნელი გარდაცვალება” – დეზინფორმაციული ფილმი კორონავირუსის ვაქცინების წინააღმდეგ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

684
VIEWS

26 ნოემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა “სულიერი სამყარო” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით გადაღებული 1 საათისა და 8 წუთის ხანგრძლივობის დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით “მოულოდნელი გარდაცვალება” (Died Suddenly)     ინგლისურ (1, 2) და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა.

sulieri samqharo 1 "მოულოდნელი გარდაცვალება" - დეზინფორმაციული ფილმი კორონავირუსის ვაქცინების წინააღმდეგ

ვიდეოში ნათქვამია, რომ ვაქცინები ბიოლოგიური იარაღია და ისინი მსოფლიოს მოსახლეობის დეპოპულაციის მიზნით გამოიყენეს. გარდა ამისა, მოყვანილია შემდეგი მტკიცებები:

  1. უეცარი გარდაცვალების შემთხვევები ვაქცინაციასთანაა დაკავშირებული, ამის არგუმენტად რამდენიმე ადამიანის გონების დაკარგვის ვიდეოა ნაჩვენები;
  2. ვაქცინაციის დაწყების შემდეგ ავსტრალიაში შობადობის რიცხვის მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა;
  3. რნმ-ვაქცინების შეფუთვაში ანოტაციის მაგივრად ცარიელი ფურცელია მოთავსებული;
  4. ვაქცინაციის დაწყების შემდეგ ბალზამირების სპეციალისტებმა გარდაცვლილებში არაბუნებრივი სისხლის კოლტების გახშირება დააფიქსირეს.

ფილმი “მოულოდნელი გარდაცვალება” ვაქცინების შესახებ არაერთ დეზინფორმაციას შეიცავს: 1. გონების დაკარგვის ზოგიერთ კადრში ნაჩვენები ადამიანები ცოცხლები არიან, გარდაცვალების შემთხვევების ვაქცინაციასთან კავშირი კი არ დასტურდება; 2. ავსტრალიაში ვაქცინაციის დაწყების შემდეგ შობადობის რიცხვი გაზრდილია და არა შემცირებული; 3. ვაქცინების შეფუთვაში ცარიელი ქაღალდის მოთავსების მიზეზი FDA-ს გადაუდებელი ავტორიზაცია გახდა, ამ პირობებში კომპანიების გადაწყვეტილებით ანოტაციები ონლაინ იყო ხელმისაწვდომი, რათა მსურველები მუდმივად განახლებული ინფორმაციას გაცნობოდნენ; 4. სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი იმ ადამიანებშია მომატებული, რომლებსაც კორონავირუსი მძიმე ფორმებში გადაიტანეს და არა ვაქცინირებულებში.

ფსევდო-დოკუმენტური ფილმი “მოულოდნელი გარდაცვალება” (Died Suddenly) “2022 წლის 21 ნოემბერს ვიდეო-პლატფორმა Rumble-ზე გამოქვეყნდა. ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი ამერიკელი რადიო-წამყვანი სტიუ პიტერსია, მის შოუში მას და მის სტუმრებს ანტივაქსერული დეზინფორმაციები აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებიათ.

sulieri samqharo 2 "მოულოდნელი გარდაცვალება" - დეზინფორმაციული ფილმი კორონავირუსის ვაქცინების წინააღმდეგ

  • გონების დაკარგვის ზოგიერთ კადრში ნაჩვენები ადამიანები ცოცხლები არიან, გარდაცვალების შემთხვევების ვაქცინაციასთან კავშირი კი არ დასტურდება

ფილმში გონების დაკარგვის არაერთი ვიდეო და ახალგაზრდების მოულოდნელ გარდაცვალებებთან დაკავშირებით სტატიების სათაურებია ნაჩვენები, რომლებსაც დამატებითი არგუმენტების გარეშე ვაქცინებს უკავშირებენ. რეალურად, ფილმში მაგალითად მოყვანილი ზოგიერთი ადამიანი, რომელმაც გონება დაკარგა, ცოცხალია, “უეცარი გარდაცვალებები” კი სხვა მიზეზებით იყო გამოწვეული და ვაქცინებთან დაკავშირებული არაა.  CDC-ის მონაცემების თანახმად, ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვალება ძალიან იშვიათია და ამ დროოისთვის აშშ-ში ვაქცინაციასთან (კონკრეტულად ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინასთან) გარდაცვალების მხოლოდ 9 შემთხვევაა ასოცირებული.

ერთ-ერთი ვიდეო, რომელსაც ფილმში აჩვენებენ Florida Gators-ის კალათბურთელის – კიონტი ჯონსონის გონების დაკარგვას ასახავს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მომხდარის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა, თუმცა კალათბურთელი ცოცხალია და არც ვაქცინირებული ყოფილა. კიონტი ჯონსონი საკალათბურთო კარიერას 2022 წლის ნოემბერში დაუბრუნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მან გონება მატჩის დროს 2020 წლის 14 დეკემბერს დაკარგა, ეს ის თარიღია, როცა აშშ-ში ვაქცინების ადმინისტრირების პროცესი დაიწყო. შესაბამისად, კალათბურთელი ამ დროს ვაქცინირებული ვერ იქნებოდა, რადგან ვაქცინები მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და ხანდაზმულებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

sulieri samqharo 3 "მოულოდნელი გარდაცვალება" - დეზინფორმაციული ფილმი კორონავირუსის ვაქცინების წინააღმდეგ

სპორტსმენების გონების დაკარგვასა და ვაქცინაციას შორის კავშირზე დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

კიდევ ერთი ვიდეო არგენტინელ ნუტრიოლოგ ტერეზა კოკაროს შეეხება, რომელმაც 2022 წლის 25 ოქტომბერს სატელევიზიო შოუს მიმდინარეობისას გონება დაკარგა. კოკაროც ცოცხალია, ის საკუთარ საქმიაბობას დაუბრუნდა და განმარტა, რომ გონების დაკარგვის მიზეზი არტერიული წნევის დაცემა გახდა. 

sulieri samqharo 4 "მოულოდნელი გარდაცვალება" - დეზინფორმაციული ფილმი კორონავირუსის ვაქცინების წინააღმდეგდეზინფორმაციული ფილმი “მოულოდნელი გარდაცვალება” პოლონურმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Demagog-მაც გადაამოწმა. მათ სტატიაში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ასაკის ადამიანების მოულოდნელად გარდაცვალების შემთხვევები მხოლოდ კორონავირუსის პანდემიისა და ვაქცინაციის პერიოდში არ ფიქსირდება და მაგალითად, 2015-2019 წლებშიც ამ საკვანძო ფრაზით არაერთი სტატია იძებნება.

sulieri samqharo 5 "მოულოდნელი გარდაცვალება" - დეზინფორმაციული ფილმი კორონავირუსის ვაქცინების წინააღმდეგ

  • ავსტრალიაში 2021 წელს 2020 წელთან შედარებით შობადობის რიცხვი გაიზარდა და არა პირიქით

ვიდეოში რამდენიმე ქვეყნის შობადობის სტატისტიკაა მოყვანილი, გრაფიკული გამოსახულება აჩვენებს, რომ ავსტრალიაში შობადობის რიცხვი რადიკალურად მცირდება და საბოლოოდ 70%-იან ვარდნას აღწევს. ვიდეოში დაკონკრეტებული არ არის, თუ დროის რომელი პერიოდის მონაცემებია გრაფიკულად გამოსახული.

sulieri samqharo 6 "მოულოდნელი გარდაცვალება" - დეზინფორმაციული ფილმი კორონავირუსის ვაქცინების წინააღმდეგ

ავსტრალიის სტატისტიკის ბიუროს მონაცემების მიხედვით, შობადობის მაჩვენებელმა რეკორდულად დაბალ რიცხვს 2020 წელს მიაღწია, ვაქცინაციის პროცესი კი ავსტრალიაში 2021 წლის თებერვალში დაიწყო. 2020 წელს შობადობის რიცხვი ერთ ქალზე 1.58 ახალშობილი იყო, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 3.7%-ით შემცირებას აჩვენებს. რაც შეეხება 2021 წლის მონაცემებს, შობადობის რიცხვი 2020 წელთან შედარებით 5.3%-ით გაიზარდა და ერთ ქალზე 1.7 ახალშობილს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ შობადობის რიცხვი ავსტრალიაში 2000-იანი წლების დასაწყისამდე კიდევ უფრო დაბალი იყო, ვიდრე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მაგალითად, 2001 წელს რეგისტრირებული შობადობის რაოდენობა 246,394-ს შეადგენს, 2021 წელს კი 309,996-ს.

sulieri samqharo 7 "მოულოდნელი გარდაცვალება" - დეზინფორმაციული ფილმი კორონავირუსის ვაქცინების წინააღმდეგ

ორსულობასა და შობადობასთან დაკავშირებით “მითების დეტექტორის” მიერ აქამდე გადამოწმებულ მტკიცებებზე ვრცლად იხილეთ მასალები:

  • ვაქცინის შეფუთვაში ცარიელი ქაღალდის მოთავსების მიზეზი FDA-ს გადაუდებელი ავტორიზაცია იყო

ინფორმაცია ვაქცინების შეფუთვებში ანოტაციის მაგივრად ცარიელი ფურცლის მოთავსებაზე ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მწარმოებლები ვაქცინის შემადგენლობას მალავენ, რაც მანიპულაციურია და კონტექსტი აკლია. 

sulieri samqharo 8 "მოულოდნელი გარდაცვალება" - დეზინფორმაციული ფილმი კორონავირუსის ვაქცინების წინააღმდეგ

რეალურად, ვაქცინების შეფუთვაში მოთავსებულ ქაღალდზე წერია, რომ ის “განზრახ ცარიელია” (intentionally blank). ამის მიზეზი ისაა, რომ FDA-ს გადაუდებელი ავტორიზაციის პირობებში კომპანიების გადაწყვეტილებით ანოტაციები ონლაინ არის ხელმისაწვდომი, რათა მსურველები მუდმივად განახლებული ინფორმაციას გაეცნონ.

მსგავსი კადრები, რომლებშიც ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინის შეფუთვას აჩვენებდნენ, ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში ვრცელდებოდა. კომპანიის წარმოამდგენლებმა კი ახსნეს, რომ ცარიელი ფურცლის გამოყენება გადაუდებელი ავტორიზაციის მინიჭებამ განაპირობა და ანოტაციების განახლებული ვერსიები ელექტრონულად შეუფერხებლად იყო ხელმისაწვდომი. 

  • სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი იმ ადამიანებშია მომატებული, რომლებსაც კორონავირუსი მძიმე ფორმებში გადაიტანეს 

ზემოთ განხილული დეზინფორმაციული გზავნილების გარდა, ფილმში დიდი დრო ეთმობა ბალზამირების სპეციალისტების ინტერვიუებს, რომლებიც ამბობენ, რომ ვაქცინაციის დაწყების შემდეგ გარდაცვლილებში უცნაური სისხლის კოლტები შენიშნეს. მათი თქმით, ეს კოლტები ნორმალური არ არის და მათ პრაქტიკაში აქამდე მსგავსი არაფერი შეუმჩნევიათ. 

“მითების დეტექტორმა” სისხლის კოლტებთან დაკავშირებით ბალზამირების სპეციალისტების, მათ შორის რიჩარდ ჰირშმენის დეზინფორმაციული მტკიცებები სექტემბერში გადაამოწმა. აღსანიშნავია, რომ არც ადრე და არც ახლა, ფილმში “მოულოდნელი გარდაცვალება” რიჩარდ ჰირშმენსა და სხვა რესპონდენტებს რეალური მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. გარდა ამისა, სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი კორონავირუსის ინფექციის გადატანის შემდეგ გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ვაქცინაციის.

დამკრძალავი ბიუროს დირექტორთა ეროვნულმა ასოციაციის (NFDA) თქმით, ბალზამირების სპეციალისტებმა მსგავსი უჩვეულო კოლტები კორონავირუსთან დაკავშირებულ გარდაცვალების შემთხვევებში შენიშნეს, თუმცა ისინი ფიქსირდებოდა როგორც ვაქცინირებულებში, ისე არავაქცინირებულებში.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრალია, აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist