მოსთხოვეს თუ არა კაბების ჩაცმა დაწყებითი კლასის ბიჭებს ევროპაში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

36
VIEWS

5 ნოემბერს ვებ-გვერდმა gnews.ge ინფორმაცია, სათაურით “ევროპის სკოლაში დაწყებითი კლასის ბიჭებს, ქვედაბოლოების ჩაცმა მოთხოვეს” გამოაქვეყნა. მასალაში, რომელიც საიტის ფეისბუქ გვერდზეც გაზიარდა, წერია, რომ შოტლანდიაში, ედინბურგის სკოლის ადმინისტრაციამ დაწყებითი კლასის ბიჭებს და მამრობითი სქესის მასწავლებლებს სასწავლო დაწესებულებაში მოკლე ქვედაბოლოებით მისვლა სთხოვა და ეს თანასწორობის დაცვით ახსნა. gnews.ge-ს წყაროდ daily mail-ს ასახელებს.

"
Gnews-ის სტატიის სათაური, თითქოს ევროპის სკოლაში დაწყებითი კლასის ბიჭების მიმართ ქვედაბოლოების ჩაცმის მოთხოვნა არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება. ედინბურგის ერთ-ერთმა დაწყებითმა სკოლამ მოსწავლე ბიჭებისთვის ქვედაბოლოების ჩაცმის დღე გენდერული თანასწორობის წახალისებისთვის დააწესა, თუმცა ეს სავალდებულო ხასიათის არ არის და მოსწავლეებს შეუძლიათ სკოლაში ქვედაბოლოთი არ მივიდნენ თუ ეს თავად არ სურთ. 

ედინბურგის დაწყებითმა სკოლამ Castleview-მ 4 ნოემბერს ბიჭებს ქვედაბოლოს ჩაცმა თანასწორობის ხელშესაწყობად სთხოვა. ეს სოლიდარული აქტი ეხმიანება ესპანეთში მომხდარ შემთხვევას, როდესაც 15 წლის ბიჭი ქვედაბოლოს ჩაცმის გამო სკოლიდან გარიცხეს. ამის საპასუხოდ ესპანეთში დაიწყო კამპანია  “ტანსაცმელს გენდერი არ აქვს”. სწორედ ამ კამპანიას შეუერთდა ედინბურგის სკოლაც და სკოლაში ქვედაბოლოს ჩაცმის დღე დააწესა. აღსანიშნავია, რომ ამ კამპანიას სავალდებულო ხასიათი არ აქვს და მოსწავლეებს შეუძლიათ ქვედაბოლო არ ჩაიცვან, თუ ეს მათ არ სურთ.

Gnews-ის სტატიის სათაური ტოვებს მცდარ აღქმას, თითქოს სკოლა მოსწავლე ბიჭებს ქვედაბოლოების ჩაცმას აიძულებს. სათაურისგან განსხვავებით, ტექსტში აღნიშნულია, რომ სკოლამ მოკლე ქვედაბოლოებით მისვლა დაწყებითი კლასის ბიჭებს თანასწორობის დაცვის მიზეზით სთხოვა. სტატია ყურადღებას ამახვილებს მშობლების კრიტიკაზე და daily mail-ისგან განსხვავებით, რომელსაც ის ეყრდნობა, ტექსტში არ არის მითითებული, რომ კამპანიას ნებაყოფლობითი ხასიათი აქვს, რაც შესაძლოა, მკითხველისთვის შეცდომაში შემყვანი იყოს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, ევროპა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist