Московский Комсомолец-ი პენსილვანიიდან ლუგარის წინააღმდეგ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

59
VIEWS

11 თებერვალს Lasha Modebadze-მ, რომელიც სავარაუდოდ ყალბი პროფილია, ფეისბუკში ჩანაწერი, სათაურით “არის თუ არა ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის “პანდემიასთან” კავშირში??” გამოაქვეყნა, ხოლო იგივე შინაარსი ჯგუფში “პლუტოკრატია და ახალი მსოფლიო წესრიგი” პოსტის სახით გააზიარა. ტექსტში, რომელიც  კოვიდ-19-ის ხელოვნურ წარმომავლობაზე და წინასწარ დაგეგმილ სცენარზე კონსპირაციებს ავითარებს, ადრე გავრცელებული ბევრი დეზინფორმაცია გვხვდება. იდენტური მასალა ლაშა მოდებაძის პოსტზე დაყრდნობით 9 თებერვალს ონლაინ გამოცემა თვალსაზრისმაც გამოაქვეყნა.

;

პოსტი, რამდენიმე ადრე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასა და კონსპირაციას შეიცავს, საეჭვო წყაროებს ეყრდნობა, რომელთა კავშირები რუსეთთან სხვადასხვა დეტალებში ვლინდება. 

  1. “Московский Комсомолец”-ის კვალი გამოცემაში, რომელიც ამერიკულად პოზიციონირებს

ინფორმაციის წყაროდ, თითქოს ლუგარის ლაბორატორია 2006-2013 წლებში გასაიდუმლოებულად ფუნციონირებდა, ლაშა მოდებაძის პროფილი სტატიის ბმულს უთითებს, რომელსაც ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე KXAn36News.com-ზე გადავყავართ. KXAn36News.com-ის მტკიცებით, ის პენსილვანიური ადგილობრივი საინფორმაციო გამოცემაა, რომელსაც ჩვენს შესახებ განყოფილებაში მითითებული აქვს, რომ თანამშრომლობს ეროვნულ საინფორმაციო სააგნეტოებთან და სერვისებთან. სტატიას სათაურით “პენტაგონმა რუსეთს საიდუმლო ბიოლოგიური ლაბორატორიების სარტყელი შემოავლო” (The Pentagon has surrounded Russia with a belt of secret biological laboratories) თან ერთვის ფოტოს ბმული, რომელიც სავარაუდოდ “Московский Комсомолец”-ის url მისამართიდანაა ატვირთული, ხოლო თავად მასალის ავტორად MKRUNEWS ანუ “Московский Комсомолец”-ია მითითებული. რუსული გამოცემის ავტორობით გვერდზე არაერთ პუბლიკაციას ვხვდებით.

;

რეალურად KXAn36News.com-ზე 2020 წლის 5 მაისს განთავსებული პუბლიკაცია, იმავე დღეს არის გამოქვეყნებული “Московский Комсомолец“-ზე რუსულ ენაზე (Пентагон окружил Россию поясом секретных биолабораторий).

;

“Московский Комсомолец”-ის გარდა ვებ-გვერდზე, რომელიც პენსილვანიურ გამოცემად პოზიციონირებს, სხვა რუსული პროპაგანდისტული გამოცემის Russia Today-ს მასალებსაც ვხვდებით. გვერდი ასევე უთითებს, რომ ფულის გადახდის შემთხვევაში საიტზე სტატიის გამოქვეყნებაცაა შესაძლებელია.

დომეინის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ მისი IP მისამართი მოსკოვშია განთავსებული, ხოლო საიტი აზერბაიჯანშია რეგისტრირებული.

;

;

;

KXAn36News.com-ის ვებ-გვერდზე მითითებული ფეისბუკის ნიშანს კი American News@freshnewsen-ის ფეისბუკ გვერდზე გადავყავართ, რომელსაც ადმინი თურქეთიდან მართავს, ვებ-გვერდზე ბოლო ინფორმაცია კი, რომელიც სრულად სხვა გამოცემას ეკუთვნის,  ბოლოს 2018 წელს არის გაზიარებული.

;

  1. რუსეთთან დაკავშირებული სხვა წყაროები

კიდევ ერთი წყარო, რომელსაც ლაშა მოდებაძის პროფილი ეყრდნობა, კრემლთან და ჰეზბოლასთან დაკავშირებული ბულგარელი ჟურნალისტი დილიანა გაიტანჯიევაბლოგია, რომელიც მან 2018 წელს ლუგარის წინააღმდეგ გამოაქვეყნა. გაიტანჯიევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ Звезда-ს ხშირი რესპოდენტია, ასევე თანამშრომლობს კრემლის გამოცემა South Front-თან და News Front-თან. სხვადასხვა დროს ის საქართველოს ხელისუფლებიდან, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიიდან გაჟონილ დოკუმენტებს აქვეყნებდა. ბოლო კონფოდენციალური დოკუმენტები როგორც გაიტანჯიევამ, ასევე ლაშა მოდებაძის პროფილმა 2020 წლის სექტემბერში ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ გამოაქვეყნეს.

  1. ძველი და ახალი ყალბი ინფორმაციები

ლაშა მოდებაძის პოსტი რამდენიმე ძველ და ახალ ყალბ ცნობას შეიცავს, კერძოდ:

  • მტკიცება, თითქოს 2006-2013 წლებში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა გასაიდუმლოებული იყო, მცდარია. ცენტრი 2011 წელს გაიხსნა, სრულ ექპლუატაციაში კი – 2013 წლიდან შევიდა.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის  მშენებლობას საფუძველი 2004 წელს ჩაეყარა. ამ ინიციატივის განხორციელება აშშ-საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულების  და 2002 წელს  აშშ თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში დაიწყო. თუმცა ცენტრი 2011 წელს გაიხსნა. ლუგარის კვლევითი ცენტრის შენობა კი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წელს შევიდა.

ლაბორატორია ამერიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის სახელს ატარებს. პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ლუგარის ლაბორატორია აშენდა, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ბიოლოგიური საფრთხეების შემცირებას ისახავს მიზნად, კვლევებზე ორიენტირებისა და ადგილობრივი ლაბორატორიების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის გზით. სენატორების სემ ნანისა და რიჩარდ ლუგარის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და მთელს მსოფლიოში მიმოფანტული მასობრივი განადგურების იარაღის შესაძლებლობების მშვიდობიანი სამეცნიერო მიზნებისთვის გადაკეთებას ემსახურება.

  • მტკიცება, თითქოს,  კოვიდ-19-ის გამოჩენამდე აშშ საქართველოს ხელისუფლებას პანდემიის სცენარისთვის ამზადებდა, მცდარია, რადგან ეს ცნობა CDC-ის დირექტორის სასწავლო  პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელის გახსნის ღონისძიებაზე დასწრებას  მანიპულაციურად უკავშირდება.

2019 წლის 22 მაისს, მსოფლიოში კოვიდ-19-ის გამოჩენამდე რამდენიმე თვით ადრე, სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების რეგიონული პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელის გახსნის ღონისძიებაზე  ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) დირექტორი, დოქტორ რობერტ რედფილდი საქართევლოს მართლაც ეწვია. Lasha Modebadze კურსდამთავრებულთა ქსელის გახნსისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პანდემიის სცენარისათვის მზადებასთან  მანიპულაციურად აკავშირებს. სინამდვილეში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) მიერ ორგანიზებული საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა (FELTP), რომლის მიზანიც განვითარებად ქვეყნებში ეპიდემიოლოგების გადამზადებაა,  1980 წლიდან მოქმედებს და მასში 80-ზე მეტი სახელმწიფოა ჩართული. განცხადება, რომ 1980 წელს შექმნილი პროგრამა საქართველოს 2020 წლის პანდემიისთვის ამზადებდა, შეთქმულების თეორიაა.

  • ვრცალდ ამ თემაზე იხილეთ:
    Дядя Вася და სხვა ტროლები ამერიკის სასწავლო საელჩოს პროგრამაზე კონსპირაციას ავრცელებენ
  • ვრცლად გადამოწმებული მასალა კონსპირაციაზე, რომელიც ამტკიცებს, რომ აშშ-ს ეთნიკურ ბიოლოგიურ იარაღს ქმნის და ამ საქმეში ლუგარის ლაბორატორიაც არის ჩართული იხილეთ შემდეგ ბმულზე:
  •  ლუგარიდან გაჟონილ დოკუმენტებს ტროლი და კრემლთან დაკავშირებული ჟურნალისტი მანიპულაციურად ავრცელებენ
  • ვრცლად მასალა დეზინფორმაციაზე, თითქოს ლუგარის ცენტრში ღამურებზე ჩატრებული ადრეული კვლევები კოვიდ-19-ის ხელოვნურად შექმნას და ამერიკულ ექსპერიმენტებს უკავშირდება იხილეთ შემდეგ ბმულზე:
  •  “როგორ გაჟონა სამსახურებრივმა დოკუმენტებმა და რა ცდებს ატარებენ ქართველი მეცნიერები ღამურებზე?”
  • ვრცლად მასალა დეზინფორმაციაზე, თითქოს C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მიღებული მედიკამენტები სიკვდილს იწვევს და ამერიკულ მედიკამენტებს ქართველებზე ცდიან, იხილეთ შემდეგ ბმულზე:  
  •  გიორგაძის მტკიცება, თითქოს C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა ადამიანის გარდაცვალებას იწვევს, აბსურდულია

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist