მოსკოვში სატვირთოს მძღოლის გარდაცვალება ვაქცინას არ უკავშირდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

55
VIEWS

21 ივნისს ფეისბუქ პროფილმა „სამყარო სამყარო“-მ  გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სატვირთო მანქანის მძღოლს გონება აქვს დაკარგული და თვითმხილველი მისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, გულის დახურული მასაჟის მეშვეობით მისი გულის ამუშავებას ცდილობს. “სამყარო სამყარო” ვიდეოსთან დაკავშირებით წერს, რომ მძღოლი ვაქცინირებული იყო და მას გული გაუჩერდა.

;
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვიდეოში ნაჩვენები მამაკაცის გულის გაჩერება ვაქცინასთანაა დაკავშირებული, მცდარია. აღნიშნული ვიდეო მოსკოვშია გადაღებული და ინციდენტის შესახებ დეტალები რუსულ მედიაში იძებნება, თუმცა გარდაცვალების სავარაუდო მიზეზის ვაქცინაციასთან კავშირზე არც ერთი მათგანი არ საუბრობს. 

გავრცელებული ვიდეოს კადრებში ჩანს, რომ სატვირთო მანქანა “DFDS Transport”-ს ეკუთვნის. ვიდეოში ასევე ვხედავთ ბანერზე გამოსახულ რუსულ დროშასა და რუსულ წარწერებს, რითაც ვივარაუდეთ, რომ ვიდეო რუსეთში უნდა ყოფილიყო გადაღებული.

;

ვიდეოს კადრებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით გუგლის საძიებო სისტემაში საძიებო სიტყვების დახმარებით აღმოვაჩინეთ, რომ ინციდენტი მოხდა მოსკოვში, სადოვაია-კარეტნაიას ქუჩაზე, როდესაც სატვირთომ გზის სავალი ნაწილიდან გადაუხვია და ავტობუსის გაჩერებას შეეჯახა. ქვეითები არ დაშავებულან, თუმცა მძღოლი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით რამდენიმე რუსული მედია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ არც ერთი მათგანი მძღოლის გარდაცვალების ვაქცინაციასთან სავარაუდო კავშირზე არ წერს და უცნობია, საერთოდ იყო თუ არა ის აცრილი.

ექიმებმა მამაკაცს სავარაუდო დიაგნოზი – გულის შეტევა დაუდგინეს. ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მიზეზი სიცხისგან გამოწვეული ინფარქტია, ვინაიდან მოსკოვში უკვე ორი დღეა ტემპერატურა 30 გრადუსზე მეტია.

მტკიცება იმის შესახებ, რომ ვაქცინები სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის გულის პრობლემებს იწვევენ, ადრეც ვრცელდებოდა და მას ანტივაქსერული ფეისბუქ გვერდები თუ ინდივიდუალური ანგარიშები აზიარებენ. თავად “სამყარო სამყაროც” ვაქცინაციაზე დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს.

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist