მოსკოვის მეტროში იუწყებიან, რომ რუსეთის თბილი ზამთარი აშშ-ის ბრალია

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

er5r
712
VIEWS

14 იანვარს Говорит Москва-სთან ინტერვიუში დუმას დეპუტატმა ალექსეი ჟურავლოვმა განაცხადა, რომ მოსკოვში წლევანდელი უჩვეულოდ თბილი ზამთარი შესაძლოა აშშ-ის “კლიმატის იარაღით” იყოს გამოწვეული.

რუსი დეპუტატის ციტატები დასავლეთიდან წამოსულ კლიმატურ დარტყმაზე მოსკოვის მეტროს ეკრანებზეც გამოჩნდა. “ჩვენ დასავლეთს შეიარაღებაში გავუსწარით. მათ არ იციან რა ქნან. ვფიქრობ, მათ კლიმატის იარაღის გამოცდა სცადეს.” Meduza-ს საგამოძიებო რედაქტორი ალექსეი კოვალოვი ტვიტერზე მოსკოვის მეტროში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

"

ჟურავლოვი აშშ-ს “კლიმატის იარაღის” რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებას ადრეც აბრალებდა. 2019 წლის ზაფხულში, დუმის დეპუტატის აზრით, ციმბირში ხანძრების გაჩენა და მოსკოვის ცივი ამინდები სწორედ აშშ-ის ბრალი იყო.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist