მაროდიორობა თუ დახმარება? – რეალურად რას ასახავს უკრაინელი სამხედროების ფოტო

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2.3k
VIEWS

17 აპრილს, ფეისბუკ-პროფილის, Alena Smirnova -ს მიერ საჯარო ჯგუფში сила в правде გავრცელდა ინსტაგრამის ფოტო-სქრინი რუსულენოვანი აღწერით, რომლის მიხედვითაც უკრაინელი ჯარისკაცები მაროდიორობენ, იპარავენ ტექნიკას, ძარცვავენ ქალაქებს და ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას. პირველწყაროს სახელი ინსტაგრამზე დაფარულია, თავად აღწერაში კი მითითებულია, რომ ფოტოზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები არიან გამოსახული.

Screenshot 16 10 მაროდიორობა თუ დახმარება? - რეალურად რას ასახავს უკრაინელი სამხედროების ფოტო

Მტკიცება, თითქოს, ფოტო უკრაინელი ჯარისკაცების მაროდიორობას ასახავს, დეზინფორმაციაა. ფოტოზე უკრაინელი ჯარისკაცები ტექნიკას არ იპარავენ, რეალურად ისინი გადარჩენილი ტექნიკის გადატანაში ეხმარებიან დაბომბვის შედეგად განადგურებულ ხარკოვის ბაზარს. ფოტო ახალი ამბების სააგენტოს – Associated Press- ის ფოტოგრაფმა გადაიღო და AP -ის გვერდზე 16 მარტს გამოქვეყნდა. 

აღნიშნული ფოტო საინფორმაციო სააგენტო  Associated Press -ს ეკუთვნის. სტატია 16 მარტს გამოქვეყნდა, რომელშიც საუბარია რუსეთ-უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე. Სტატიას თან ომის ამსახველი ფოტოები ახლავს. Აღნიშნული ფოტოს აღწერაში კი წერია: უკრაინელ სამხედროებს ხარკოვის ბაზრიდან გადააქვთ სარეცხი მანქანა. Ისინი დაბომბვის შედეგად განადგურებულ Ბაზარს გადარჩენილი ტექნიკის გადატანაში ეხმარებიან. Ხარკოვის ბაზარი 15 მარტს დაიბომბა. 

Screenshot 17 10 მაროდიორობა თუ დახმარება? - რეალურად რას ასახავს უკრაინელი სამხედროების ფოტო

ფოტო ავთენტური აღწერით 15 აპრილს ბრიტანულმა გამოცემა sky news -მაც გამოაქვეყნა. Sky News-ის სტატიაში ქრონოლოგიურად დალაგებულია ომის ამსახველი ფოტო-სურათები. მათ შორის არის ფეისბუკის პოსტში გამოყენებული ფოტოც. 

Screenshot 18 8 მაროდიორობა თუ დახმარება? - რეალურად რას ასახავს უკრაინელი სამხედროების ფოტო
აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების დღიდან რუსი ჯარისკაცები უკრაინიდან ტექნიკას და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს თავად იპარავენ, შემდეგ კი ბელარუსიდან რუსეთში აგზავნიან. The Guardian – ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ბელარუსის საგამოძიებო მედია პროექტის Hajun-ის თანახმად, რუსი ჯარისკაცების მიერ უკრიანაში მოპარული 128-ზე მეტი შეფუთვა – 3000 კგ ტვირთი – ბელარუსის ქალაქ მაზირიდან რუბცოვსკში გაიგზავნა. ვიდეო მასალა გვერდმა 3 აპრილს იუთუბზე განათავსა. ვიდეოში ჩანს, რომ ოფისი გადაჭედილია ყუთებითა და პლასტმასის შეფუთვით, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები ყუთებში სხვადასხვა ნივთებს ალაგებენ და თავიანთ პირად ინფორმაციას CDEK-ის თანამშრომელს აწვდიან. ვიდეოში ჩანს, რომ ამანათებში ალაგებენ ელექტრო- სკუტერს, ტელევიზორებს, კონდიციონერებს, ალკოჰოლურ სასმელებს. Hajun – მა იმ 16 ჯარისკაცის მონაცემებიც გამოაქვეყნა, რომლებმაც 2 აპრილს ბელარუსის ქალაქ მაზირიდან საკურიერო კომპანია CDEK- ის საშუალებით რუსეთში სხვადასხვა ამანათები გაგზავნეს. Გამოცემა «Зеркало» CDEK- ს ოფისს დაუკავშირდა, სადაც დაუდასტურეს, რომ ვიდეოში ნამდვილად რუსული პასპორტის მქონე ჯარისკაცები იყვნენ და ისინი სხვადასხვა ამანათებს რუსეთში აგზავნიდნენ. 

აღნიშნულ ინფორმაციას ასევე ავრცელებს ორგანიზაცია – ხარკოვის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფი და გამოცემა meduza.

Screenshot 19 7 მაროდიორობა თუ დახმარება? - რეალურად რას ასახავს უკრაინელი სამხედროების ფოტო

 


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist