მოითხოვეს თუ არა პარიზში არალეგალი მიგრანტების ლეგალიზაცია?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

რგტ
129
VIEWS

2020 წლის 4 ივნისს ფეისბუქ გვერდზე „ალტ-კლუბი“ გავრცელდა ვიდეო, რომელზეც პარიზში ჩატარებული საპროტესტო აქციაა ასახული. როგორც “ალტ-კლუბი” აღნიშნავს, პარიზში ათასობით აფრიკელმა მიგრანტმა გამართა აქცია და არალეგალების ლეგალიზაცია მოითხოვა. პოტში აქციის ჩატარების თარიღი და სხვა დეტალები მითითებული არ არის.

'

“ალტ-კლუბის” მიერ გამოქვეყნებული ვიდეოკადრები ავთენტურია, თუმცა სათაური, რომელიც გვერდმა დაურთო ვიდეოს -„პარიზში ათასობით აფრიკელ არალეგალმა მიგრანტმა საპროტესტო აქცია გამართა, ისინი ითხოვენ არალეგალების ლეგალიზაციას“ –  მანიპულაციურია. 30 მაისს პარიზში მომიტინგეები იმ არარეგისტრირებული მიგრანტების უფლების დასაცავად შეიკრიბნენ, რომლებიც დაკავების ცენტრებში COVID-19-ით ინფიცირების რისკქვეშ იმყოფებიან.

ვიდეოს ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული კადრები 2020 წლის 30 მაისს პარიზშია გადაღებული. როგორც გუგლის ძიების შედეგები გვიჩვენებს, სავარაუდოდ ის პირველად სოციალურ ქსელ twitter-ზე მომხმარებელმა Charles Baudry-მ გაავრცელა.

""

AFP News Agency-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 30 მაისს საფრანგეთის დედაქალაქში მომიტინგეები არარეგისტრირებული მიგრანტების უფლებების დასაცავად შეიკრიბნენ.  „სოლიდარობის მარშზე“ დემონსტრანტების მთავარი მესიჯი მიგრანტთათვის განკუთვნილი დაკავების ცენტრების გაუქმების მოთხოვნა იყო, რადგანაც COVID-19-ის პირობებში მსგავსი ცენტრები არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებიც აუცილებელია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო წესების დასაცავად.  მომიტინგეთა დიდი ნაწილი თავად მიგრანტები იყვნენ, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ “სოლიდარობის მარშს” და არარეგისტრირებული მიგრანტების მიმართ გატარებული პოლიტიკის დარეგულირებას მხარს უჭერდა 195-მდე სხვადასხვა ორგანიზაცია და გაერთიანება.

„ალტ-კლუბის“ მიერ ვიდეოსთვის შერჩეული შეუსაბამო სათაური შეცდომაში შემყვანი და მანიპულაციურია, რადგანაც:

  • პროტესტის მონაწილეები არ ყოფილან მხოლოდ აფრიკელები, როგორც ეს სათაურშია აღნიშნული;
  • აქციის მიზანი „არალეგალების ლეგალიზაცია“ არ ყოფილა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ალტ-კლუბს” მითითებული არ აქვს საპროტესტო აქციის ჩატარების თარიღი და ვიდეო გამოქვეყნებულია იმ პერიოდში, როდესაც პარიზში სულ სხვა შინაარსის საპროტესტო აქცია იმართება. 2 ივნისს 20 000-მდე ადამიანი პარიზში ადამა ტრაორის ტრაგიკული შემთხვევის გასაპროტესტებლად შეიკრიბა, რომელიც 2016 წელს დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. 2 ივნისს ტრაორის ოჯახის დამოუკიდებელი გამოძიების საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც შავკანიანი მამაკაცის სიკვდილი დაკავების დროს პოლიციის ძალადობრივმა მოპყრობამ გამოიწვია. საპროტესტო აქცია 6 ივნისსაც იგეგმება.

 

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist