მოაწყო თუ არა გრეტა თუნბერგმა ქვიშაში თავის ჩაყოფის პროტესტი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

319
VIEWS

2022 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში ქართული და რუსულენოვანი (1, 2, 3, 4, 5, 6) ფეისბუქ-ანგარიშები აქტიურად აქვეყნებდნენ პლაჟზე გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ ათობით ადამიანი ქვიშაში თავს რგავს. პოსტის ავტორები წერენ, რომ ეს გარემოს დამცველი აქტივისტის, გრეტა თუნბერგის მიერ CO2-ის ემისიის წინააღმდეგ მოწყობილი პროტესტია და მან მის მხარდამჭერებს ქვიშაში თავის ჩაყოფა აიძულა, რათა არ ესუნთქათ და პლანეტა ამოსუნთქული ნახშირორჟანგისგან გაეთავისუფლებინათ.

moatsqho thu ara greta thunbergma qvishashi thavis chaqhophis protesti მოაწყო თუ არა გრეტა თუნბერგმა ქვიშაში თავის ჩაყოფის პროტესტი?

moatsqho thu ara greta thunbergma qvishashi thavis chaqhophis protesti 1 მოაწყო თუ არა გრეტა თუნბერგმა ქვიშაში თავის ჩაყოფის პროტესტი?

moatsqho thu ara greta thunbergma qvishashi thavis chaqhophis protesti 2 მოაწყო თუ არა გრეტა თუნბერგმა ქვიშაში თავის ჩაყოფის პროტესტი?

გავრცელებული პოსტები ვიდეომანიპულაციას შეიცავს. გრეტა თუნბერგს მისი მხარდამჭერებისთვის ქვიშაში თავის ჩაყოფა და სუნთქვის შეწყვეტა არ უთხოვია. რეალურად, გარემოსდაცვით ჯგუფს, რომელსაც თუნბერგთან კავშირი არ აქვს, ამ პერფორმანსით იმ ადამიანების წარმოჩენა სურდათ, რომლებიც კლიმატის ცვლილების გავლენებს უგულებელყოფენ.

პოსტების ნაწილში Voice of America-ს ლოგო ჩანს, მათ იუთუბ-არხზე ვიდეო 2019 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სადაც ახსნილია, რომ გარემოს დამცველი აქტივისტების ავსტრალიის ერთ-ერთ პლაჟზე გამართული პერფორმანსი სიმბოლურად იმ ხალხს გამოხატავს, ვინც კლიმატის ცვლილების რისკებს უგულებელყოფს.

moatsqho thu ara greta thunbergma qvishashi thavis chaqhophis protesti 3 მოაწყო თუ არა გრეტა თუნბერგმა ქვიშაში თავის ჩაყოფის პროტესტი?

დაგეგმილი პროტესტის შესახებ ფეისბუქზე განთავსებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კლიმატის საგანგაშო მდგომარეობის დროს, ბევრს თავი ქვიშაში აქვს ჩაყოფილი და ამ რეალობისთვის თვალის გასწორების ეშინია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აქტივისტები პლაჟზე ქვიშაში იმ ზომის ორმოს ამოთხრიან, რომ სუნთქვა შეეძლოთ და ერთდროულად ჩაყოფენ ქვიშაში თავს.

moatsqho thu ara greta thunbergma qvishashi thavis chaqhophis protesti 4 მოაწყო თუ არა გრეტა თუნბერგმა ქვიშაში თავის ჩაყოფის პროტესტი?

აქტივისტები გლობალური Extinction Rebellion-ის მოძრაობის ნაწილი არიან და გრეტა თუნბერგთან კავშირი არ აქვთ. სოციალურ-ეკოლოგიური ორგანიზაცია 2018 წელს ლონდონში დაფუძნდა, მათ ვებ-გვერდზე გრეტა თუნბერგთან რაიმე კავშირის შესახებ ინფორმაცია ნახსენები არ არის.

ვიდეო ესპანურენოვანმა გამოცემა chequeado-მაც გადაამოწმა.

გრეტა თუნბერგთან დაკავშირებით აქამდე გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist