მიულოცა თუ არა სალომე ზურაბიშვილმა საფეხბურთო ნაკრებს მატჩის წაგება?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

37
VIEWS

13 ნოემბერს ფეისბუქ-გვერდმა „ყოველდღიური მოვლენები“ გააზიარა სქრინი, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფოტოს ახლავს ციტატა: „მინდა მიულოცო წარმატებული თამაში საქართველოს ვიბრძოლეთ მაგრამ სამწუხაროდ წავაგეთ არაუშავსრ. სალომე ზურაბიშვილი:“ პოსტს თან ახლავს გვერდის მიერ გაკეთებული კომენტარი „ეს უკვე არაადექვატურია“.

გამოქვეყნებული პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული სიტყვები სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის და ის ამ სიტყვებით 12 ნოემბერს გამართულ საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩს აფასებს, რომელშიც საქართველოს ნაკრები დამარცხდა.

13 ნოემბრის 17:00 საათის მდგომარეობით, პოსტს 152 რეაქცია, 74 კომენტარი და 12 გაზიარება აქვს. პოსტის კომენტარების ველში სალომე ზურაბიშვილის მისამართით აგრესიული და შეურაცხმყოფელი გზავნილები ვრცელდება.

„ყოველდღიური მოვლენების“ პოსტი, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სალომე ზურაბიშვილმა წაგებულ საფეხბურთო მატჩში საქართველოს ნაკრებს “წარმატებული თამაში” მიულოცა, ყალბია. სალომე ზურაბიშვილის მსგავსი განცხადება არც სოციალურ ქსელებში და არც სხვა ღია წყაროებში არ იძებნება. გარდა ამისა, ზურაბიშვილმა ციტატის ნამდვილობა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეც უარყო. გრამატიკული შეცდომებით გამოქვეყნებული ყალბი პოსტი სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც ის საქართველოს ნაკრებს წაგებულ მატჩში წარმატებულ თამაშს ულოცავს  ღია წყაროებში არ იძებნება. ზურაბიშვილს არც ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე და არც პირად პროფილზე 12 ნოემბრის საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი არ შეუფასებია. მას მატჩის შესახებ პოსტი არც ტვიტერზე გამოუქვეყნებია.

„ყოველდღიური მოვლენების“ პოსტს არ ახლავს ბმული, რომელზეც ზურაბიშვილის აღნიშნული ციტატის პირველწყარო იქნებოდა მოცემული, მას ასევე არ ახლავს სხვა დამატებითი დეტალი, რომელიც ციტატის ნამდვილობას დაამტკიცებდა. აღსანიშნავია, რომ ტექსტი გრამატიკულ შეცდომებს შეიცავს.

ციტატის ნამდვილობა თვითონ სალომე ზურაბიშვილმაც უარყო, მან ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე მომხარებელ Nina Ninka-ს პოსტის სქრინშოტი წარწერით “FAKE” გამოაქვეყნა, სქრინშოტზე ჩანს, რომ მომხმარებელს :ყოველდღიური მოვლენების” იდენტური პოსტი აქვს გამოქვეყნებული.

მომხარებელ Nina Ninka-ს გვერდზე 13 ნოემბრის 17:00 საათის მდგომარეობით აღნიშნული პოსტი არ იძებნება.

12 ნოემბერს დინამო არენაზე საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიას შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ეს თამაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აძლევდა შანსს, რომ პირველად თავის ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე გასულიყო, თუმცა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

გვერდ „ყოველდღიური მოვლენების“ შესახებ

გვერდი 2018 წელს შეიქმნა და მასზე მითითებულია, რომ მისი მთავარი კონტენტი პოლიტიკის სიახლეებია. გვერდს 13 ნოემბრის მდგომარეობით, 52 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. აღნიშნული გვერდი ჩართული 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობდა და ძირითადად  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებს.

გვერდი „ყოველდღიური მოვლენები“ სალომე ზურაბიშვილის ციტატას მანიპულაციურად ადრეც ავრცელებდა. ამ საკითხზე “მითების დეტექტორის” მომზადებული მასალა მასალა იხილეთ ბმულზე:

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist