მითი, თითქოს ვიზა ლიბერალიზაცია პრივილეგირებული ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი, მცდარია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

eu_border
43
VIEWS

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებსშენგენის სივრცის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს. კერძოდ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, შეეძლება შენგენის ქვეყნებშიშეუზღუდავიმიმოსვლა, საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო სივრცის გადაკვეთა და სამი თვის განმავლობაში დარჩენა.

შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლახელს შეუწყობს  ევროპასთან სოციალურ და ეკონომიკური ინტეგრაციას,  აკადემიური,  კულტურული დაბიზნეს ურთიერთობებისგაღრმავებას, ხალხთა შორის ურთიერთობებს.

შენგენის სივრცე აერთიანებს ევროკავშირის წევრ 22 სახელმწიფოს, აგრეთვე ისლანდიას, ლიხტენშტეინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას.ამჟამად ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა 41 ქვეყანასთან აქვს.

არალეგალური მიგრაცია

უვიზო რეჟიმი გავრცელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არალეგალური მიგრაციის აღკვეთის და თავსეშაფრის მაძიებელთა ნაკადის კონტროლის საკითხებს. ამიტომ, საქართველოში შემოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ ექნება ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა, კანონიერი საფუძვლის გარეშე.

2013 წლის სექტემბერში ევროპარლამენტმა მიიღო რეგულაცია უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნებისთვის გადაადგილების თავისუფლების დროებით შეზღუდვის შესახებ. რეგულაცია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ რომელიმე ქვეყნიდან მკვეთრად გაიზარდა არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ევროპის ქვეყნებში  საზოგადოებრივ უსაფრთხოებას,  ევროკავშირს შეუძლია აამოქმედოს ეს მექანიზმი და დროებით შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ ქვეყანასთან.

დასაქმება

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა  გულისხმობს შენგენის სივრცეში გადაადგილებისა და დროებით დარჩენის შესაძლებლობას (3 თვე), მაგრამ არა დასაქმების უფლებას. ამდენად, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ გამოიწვევს ქართველი მუშახელისთვის ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმების უფლების მინიჭებას. დასაქმების საკითხები ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობით რეგულირდება. ამავდროულად, ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაცია მოიცავს კონკრეტული პროგრამების განხორციელებას, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად ევროპაში სტაჟირების გავლის, აგრეთვე მოთხოვნად პროფესიებში მომზადებისა და ევროპული სტანდარტების მიხედვით სერტიფიცირების გავლის საშუალებას აძლევს.

საქართველოში უკვე მუშაობენ კონკრეტული ქვყენების ბაზრების შესწავლაზე, რათა მოხდეს იმ საჭირო პროფესიების იდენტიფიცირება, რომელზეც  ევროპულ ქვეყნებში მოთხოვნა არსებობს და სადაც საქართველოს, კონკრეტულ ქვეყანასთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისად სერტიფიცირებული კანდიდატების წარდგენა შეუძლია. აღნიშნულს ეწოდება ცირკულარული მიგრაცია, რაც არალეგალური მიგრაციის პრევენციის კუთხით ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.


მითის წყარო: 

ასავალ-დასავალი, 19-25 მაისი

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: “არციმზღაპრებისადაიჯეროსვინმემ, თითქოსევროპაშითავისუფალისავიზორეჟიმითგაგვანებივრებენ!  ეს რეჟიმი წაადგებათ მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებს და არა ჩვენს მეზობელ დეიდა მართას, რომელსაც ევროკავშირში არავინ შეუშვებს”…

ასავალ-დასავალი 30 ივნისი-6 ივლისი

ნანა დევდარიანი, ყოფილი სახალხო დამცველი: “საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას ჰგონია, რომ რადგან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, ხვალიდან დაიწყება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, ცოტა ხანში კი, ევროკავშირში მიგვიღებენ…

სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული მავნე პოლიტიკის წყალობით, საქართველოში აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან დღესაც უამრავი ადამიანი შემოდის და ისინი ჩვენი ქვეყნის გავლით ცდილობენ ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევას.

ახლა როგორ ფიქრობთ, ევროკავშირში გიჟები სხედან, რომ ამ პირობებში საქართველოს ვიზების ლიბერალიზაცია გაუკეთონ?!

…წარმოიდგინეთ ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოდან შესული მუშახელი, რომელიც თანახმა იქნება, გაცილებით იაფად იმუშაოს, ადგილობრივ მუშახელს ხომ სამუშაო ადგილს დააკარგვინებს?! ამას არცერთი ევროპული ქვეყანა არ დაუშვებს!”

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist