მითი, თითქოს რუსეთმა ყირიმის ანექსია თავდაცვის მიზნით განახორციელა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

fg
660
VIEWS

14 ნოემბერს ვებ-პორტალმა “საქართველო და მსოფლიო” (Geworld) გამოაქვეყნა  სტატია, სათაურით: “ამერიკელებს ყირიმში რუსეთისთვის დამიზნებული ბირთვული რაკეტების განლაგება უნდოდათ”. სტატიაში სსრკ-ის ებრაულ დიასპორასთან ურთიერთობის სააგენტოს натив -ის ყოფილი ხელმძღვანელი იაკობ კედმი რუსულენოვან ინტერნეტ-ტელევიზია ITON TV-ისთან ინტერვიუში აცხადებს, რომ აშშ-ს სევასტოპოლში, ყირიმში, სამხედრო ბაზის განთავსება სურდა, საიდანაც მას რუსეთის ტერიტორიის “ტომაჰავკის” ფრთოსანი რაკეტებით დაბომბვა შეეძლებოდა. იაკობ კედმის მტკიცებით, რუსეთმა ყირიმის ანექსიით აშშ-ის მიერ ყირიმში სამხედრო ბაზის განთავსების გეგმა აღკვეთა. იმავე ინტერვიუში კედმი 2013-2014 წლის მაიდნის მოვლენებს აშშ-ის ავანტიურასა და აშშ-ის მიერ პროვოცირებულ სახელმწიფო გადატრიალებას უწოდებს.

იაკობ კედმი: “აშშ–ს განზრახული ჰქონდა, სევასტოპოლში განელაგებინა სამხედრო ხომალდები, რომლებიც“ტომაჰავკის” ტიპის რაკეტებით იქნებოდა აღჭურვილი. ამ რაკეტებით საშუალება ექნებოდათ, რუსეთის ტერიტორია დაებომბათ ციმბირამდე, მაგრამ ყირიმის შეერთებითრუსეთის ფედერაციამ ამერიკელთა გეგმები ჩაშალა …უკრაინაში აშშ-ის ავანტიურა _ სახელმწიფო გადატრიალება _ გათვლილი იყო არა იდეალისტური (დემოკრატიის დაცვა), არამედ პრაქტიკული მიზნებისთვის: განელაგებინათ ამერიკული სამხედრო ხომალდები ყირიმში”.

მტკიცება, თითქოს აშშ-ს ყირიმში ბირთვული რაკეტების განლაგება სურდა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამართლების მცდლობას წარმოადგენს. 1936 წელს გაფორმებული მონტროს კონვენცია შავ ზღვაში იმ სამხედრო გემების ყოფნას ზღუდავს, რომლებიც შავი ზღვის აუზის რომელიმე სახელმწიფოს არ ეკუთვნის, შესაბამისად კონსპირაცია, თითქოს აშშ სევასტოპოლში სამხედრო ბაზის განთავსებას გეგმავდა, სამართლებრივადაც შეუძლებელი იყო. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც სევასტოპოლის პორტში ბაზები უკვე ჰქონდა განლაგებული რუსეთი იყო, ხოლო რუსეთის მიერ 2014 წელს განხორხციელებული აგრესია თავდასხმითი ხასიათის იყო.

სევასტოპოლის პორტში აშშ-ს სამხედრო ბაზის განთავსება ვერ იქნებოდა რეალური საფრთხე, რადგან სევასტოპოლში ყირიმის ანექსიამდეც რუსულ ფლოტი და მისი ბაზები არსებობდა. სევასტოპოლის პორტში რუსული სამხედროებისა და ფლოტის განთავსების უფლება უკრაინასთან დადებული 2010 წლის ხელშეკრულების საფუძველზე რუსეთმა 2042 წლამდე გაიხანგრძლივა. გარდა ამისა, აშშ-ს დროშის ქვეშ მცურავი გემის შავ ზღვაში დარჩენის მაქსიმალური დრო 21 დღეა, რაც მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნის შესაძლბლობას არ იძლევა. 1936 წელს გაფორმებული მონტროს კონვენცია (სამართლებრივი რეჟიმი შავი ზღვის სრუტეებისათვის) ზღუდავს იმ სამხედრო გემების ყოფნას ზღვაში, რომლებიც შავი ზღვის აუზის რომელიმე სახელმწიფოს არ ეკუთვნის.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია ჰოპოთეტური შეტევისაგან თავდაცვას კი არა, მის აგრესიულ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს შეესაბამება.

2015 წლის რუსეთის ეროვნული საზღვაო სტრატეგიის დოკუმნეტის თანახმად, რუსეთის დეკლარირებული მიზანი მრავალრეგიონულ საზღვაო ძალად ჩამოყალიბებაა. რუსეთის 2011-2020 წლების სახელმწიფო შეიარაღების შესყიდვების პროგრამის თანახმად,რუსეთი საზღვაო ძალის მოდერნიზებისათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს ხარჯავს.

2008 წლის შემდეგ  სევასტოპოლის სამხედრო ბაზაზე რუსი სამხედროების რაოდენობა 11 ათასით გაიზარდა. თუმცა, უკრაინასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მას გარკვეული შეზღუდვები მაინც ჰქონდა  (მაგალითად ყირიმში რუსი სამხედროების რაოდენობა არ შეიძლება აჭარბებდეს 25 ათასს). ანექსიით კი რუსეთმა ყოველგვარ შეზღუდვებს თავი აარიდა.

უკრაინის ავტონომიური ოლქის ყირიმის ოკუპაცია რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა 2014 წლის თებერვალში მოახდინა. 2015 წლის მარტში კი არალეგიტიმური რეფერენდუმის საფუძველზე მისი ანექსია განახორციელა და ყირიმი რუსეთს შეუერთდა. ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამრთლის პრინციპების უხეში დარღვევაა, რის გამოც აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია  უკრაინაში პრო-რუსი პრეზიდენტის ვიქტრორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ კიევში დაწყებულ პროტესტს “ მაიდანის რევოლუციას ” მოჰყვა.

რუსული ტროლების ქარხანა და რუსული კონტრ-ბრალდებები ყირიმის შესახებ

“საქართველო და მსოფლიოს”  მსგავსად იაკობ კედმის მტკიცებას, თითქოს ყირიმის ანექსია რუსეთმა თავდაცვის მიზნით განახორციელა, რუსული ტროლების ქარხანაც ავრცელებს.
2018 წლის 28 თებერვალს ტროლების ქარხნის პროექტმა ФАН-მა იაკობ კედმის იდენტური ციტატა გამოაქვეყნა. საქართველო და მსოფლიომ საკუთარ სტატიას ФАН-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტო დაურთო.

"

"

ФАН- რუსული ტროლების ქარხნის ერთ-ერთი პროექტია. 2017 წლის აპრილში რუსულმა გამოცემა  «РБК» -მა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „რუსული ტროლების ქარხნის“ აქტივობებმა კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი 16 მედიასაშუალებაც მოიცვა. მედიები ჰოლდინგ Федерального агентства новостей (ФАН)-ის შემადგენლობაში შედიან და ერთმანეთის მასალებს სისტემატიურად ავრცელებენ.


პროპაგანდის მეთოდი
კრემლის პროპაგანდა ბრალდებების თავიდან ასარისდებლად კონტრბრალდებებს მიმართავს და ხშირად გამოგონილი ფაქტებით ცდილობს სხვის დადანაშაულებას იმაში, რაშიც თავად არის დამნაშავე.
კონტრბრალდებები (Whataboutism) არის ტექნიკა, რომელიც ბრალდებებზე ან რთულ საკითხებზე პასუხის გაცემის ნაცვლად ან საპირისპირო ბრალდებებს აყენებს ან სხვა საკითხზე გადააქვს აქცენტი, რაც არასწორი შედარებებისა და მანიპულაციური მორალური მსჯელობების გზით კრიტიკის ობიექტიდან ყურადღების გადატანას ან/და ამ ობიექტის გამართლებას ცდილობს.

მოამზადა ანა ჩიტალაძემ

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist