მითი: NATO-ში გაწევრიანება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის უსაფუძვლოა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

27
VIEWS

საქართველოს მოსახლეობისთვისყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნულისაკითხების ხუთეული დიდი ხანიაარ შეცვლილა – ჯანდაცვის, უმუშევრობის, ეკონომიკური გამოწვევების გვერდით მოქალაქეები ყოველთვის ასახელებენ ტერიტორიული მთლიანობისპრობლემასაც. ამის გათვალისწინებით რუსული პროპაგანდა წლებია კულტივირებს აზრს, რომევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საბოლოოდ ათქმევინებს უარს ოკუპირებულიტერიტორიების დაბრუნებაზე. მცდარი დილემის ეს კონკრეტული მაგალითი განსაკუთრებით აქტუალური NATO-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზის გახსნის შემდეგ გახდა. რუსული პროპაგანდისქართველი გამხმოვანებლები პირდაპირ თუ ირიბად ამტკიცებენ, რომ ტერიტორიულიმთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა რუსეთთან “ურთიერთობების დალაგებაზე”გადის და სწორედევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმის შეთხვევაში, რუსეთი საქართველოს აფხაზეთსა დაცხინვალის რეგიონს დაუბრუნებს.

რუსული პროპაგანდა ცდილობს ევროინტეგრაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საბოლოოდ უარის თქმას დაუკავშიროს. ეს მაშინ როცა NATO-სა და ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს რუსულ ოკუპაციას. რუსეთისგან განსხვავებით, ორივე გაერთიანების წევრები მთელს მსოფლიოში პარტნიორების მეშვეობით ცდილობენ არ გაიზარდოს იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ.

საქართველოს უახლესი ისტორია ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასერთადერთი სახელმწიფო, რუსეთი უქმნის საფრთხეს. ბოლო 25 წლის მანძილზე რუსეთის შეირაღებულ ძალებთან ბრძოლას 11 000 -ამდე საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. რუსეთი ღიად უჭერდა მხარს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების გაღვივებას, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი ღიად ჩაება ბრძოლაში.

1993 წლიდან 2008 წლამდე რუსეთი დსთ-ს მანდატით მშვიდობიანი მომრიგებლის როლს ასრულებდა რეგიონში, თუმცა მისი უშუალო ხელშეწყობით სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმები აგრძელებდნენ ეთნიკურად ქართული მოსახლეობის შევიწროებას. აგვისტოს ომამდეც და ომის შემდეგაც რუსეთი ღიად ერეოდა მარიონეტი რეჟიმების ლიდერთა შერჩევაში ორივე მარიონეტული რეჟიმი დღემდე დოტაციურია, მათი შემოსავლის ძირითადი წყარო 90-იანი წლებიდან სწორედ მოსკოვიდან წამოსული ფულია. ყოველწლიურად მოსკოვი მილიარდობით რუბლს ხარჯავს, რათა მარიონეტი რეჟიმები შეინარჩუნოს. რუსეთის უშუალო ხელშეწყობით მოხდა აფხაზეთში საგანმანათლებლო სისტემის ე.წ. რეფორმა, რის შედეგადაც ქართულ მოსახლეობას სკოლებში ქართულად სწავლის უფლება ჩამოერთვათ.

საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, რუსეთმა არც ქართულ მხარეს და არც საერთაშორისო საზოგადოებას არ მისცა საშუალება აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე დარჩენილი ადამიანებისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსი შეეთავაზებინა – 1994 წლიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 25 -30 000 -ამდე რუსული პასპორტი დარიგდა. სწორედ ფორმალურად რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით რუსეთი 2008 წლამდე ყველანაირად უშლიდა ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულებას.

25 წლიანი ღია მტრობის ისტორიაში ყველაზე ცხელი წერტილი მაინც 2008 წლის ომია, 7 წლის წინ რუსეთმა ვერ მოახერხა მშვიდობიანი შუამავლის როლის თამაში და კონფლიქტში ღიად ჩაება – რუსი ჯარისკაცებისაგრესიას მალევე რუსი დიპლომატების საერთაშორისო მცდელობები მოჰყვა, რაც შეიძლება მეტ ქვეყანასეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიდამოუკიდებელ სახელმწიფოებად. რუსეთის საგარეო საქმეთასამინისტრო მთელს მსოფლიოში ეძებდა ქვეყნებს, რომლებიც მზად იყვნენ ამ გადაწყვეტილების მისაღებად – დღეს საქართველოს ტერიტორიებს დამოუკიდებელ ქვეყნებად რუსეთის გარდა მხოლოდ სამიქვეყანა აღიარებს – ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. ამ ქვეყნებს შორის ცოტა ხნის წინ ტუვალუც იყოთუმცა ოკეანეთის ამ სახელმწიფომ აღიარება უკან მალევე წაიღო.

ამ სამი ქვეყნიდან 2-ში -ვენესუალასა და ნიკარაგუაში- მარქსისტული რეჟიმებია დამყარებული, მესამე ოკეანეთის ჯუჯა რესპუბლიკაა, რომლის ძირითადი შემოსავალი ბოლო წლებამდე ფრინველის სკინტლისგან დამზადებული ფოსფატი იყო. ნედლეულის გათავების შემდეგ კი ნაურუმ მსგავსი აღიარებებით ვაჭრობა დაიწყო – პირველად კუნძული ჩინეთმა 130 მილიონი დოლარით დაასაჩუქრატაივანის აღიარების უკან წაღების სანაცვლოდ.

ჯამში რუსეთის ფედერაციას ამ ქვეყნებისგან აღიარების მოპოვება 3.25 მილიარდი დოლარი დაუჯდა – აქედან 2.2 მილიარდი დოლარი ვენესუელას გადაუხადა, 1 მილიარდი დოლარი -ნიკარაგუას, ნაურუს კი 50 მილიონი დოლარი შეხვდა.

გამოდის, რომ რუსეთის ერთ სულ მოსახლეზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის გადახდილი თანხა 22.9 დოლარია. რუსეთს ეს ფული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დღეს მცხოვრები ადამიანებისთვის რომ დაერიგებინა, თითოეულს 11, 364 დოლარი ერგებოდა.

ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მსურველთა სიმცირეს მოსკოვში დასავლეთის წნეხით ხსნიან და საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებით ამერიკული იმპერიალიზმის ძალადობაზე მიუთითებენ. ოკეანეთსა და სამხრეთ ამერიკაში დახარჯული რამდენიმე მილიარდი დოლარი ზღვაში წვეთია რუსეთის პოლიტიკური ელიტის მონდომებასთან, რაც შეიძლება მეტად ჩამოაშორონ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს.

ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველომ რამდენიმე ლიდერი გამოიცვალა – განსხვავებული იდეოლოგიის, მიზნებისა და წარსულის მქონე ადამიანებს – ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს, მიხეილსააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს- რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილი და ამაშიგანცდილი კრახი თუ აერთიანებთ. ლიდერები იცვლებოდნენ მოსკოვშიც – ერთმანეთისგან აბსოლუტურადგანსხვავებული გორბაჩოვი, ელცინი და პუტინი საქართველოსთან ერთსა და იმავე მტრულ პოლიტიკასაგრძელებდნენ. თითოეულმა მათგანმა კი თავისი “წვლილი” შეიტანა საქართველოს ტერიტორიებისოკუპაციაში.

ხელისუფლებაში მოსვლისას საქართველოს ყველა ლიდერის პირველი მცდელობა სწორედ რუსეთთანურთიერთობების დალაგება იყო – ზვიად გამსახურდიამ 1991 წელს, ყაზბეგში მოიპატიჟა ბორის ელცინი დაპირობა მიიღო, რომ დამოუკიდებელი რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარსდაუჭერდა. ელცინს ამ პირობის შესრულება, რაღა თქმა უნდა, არც გახსენებია. ამ შეხვედრიდანმალევე რუსულმა ძალებმა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ომის პროვოცირებას შეუწყვეს ხელი დაქართული ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში თავადაც ჩაებნენ.

დისიდენტი გამსახურდიასგან განსხვავებით ედუარდ შევარდნაძე უმაღლეს კომუნისტურ ნომენკლატურასგანეკუთვნებოდა, თუმცა სწორედ მასთან მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთმა აფხაზეთშიქართველების ეთნიკური წმენდა წამოიწყო, რის გამოც ასიათასობით ქართველს სახლის მიტოვება მოუწია. საქართველოს მეორე პრეზიდენტს ჯამში სამი ტერაქტი მოუწყვეს,სამივეს უკან კი რუსეთის ხელისუფლებაიდგა.

მიხეილ სააკაშვილი არც საბჭოთა დისიდენტი ყოფილა და არც ბერლინის კედლის დანგრევითგაუბრაზებია რუსი გენერლები, ამის მიუხედავად საქართველოს მესამე პრეზიდენტის სურვილს რუსეთთანურთიერთობები დაელაგებინა, მეზობელმა აგენტურული ქსელის გაძლიერებით, აჭარაში ასლან აბაშიძისღია მხარდაჭერითა დაოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედროთა რაოდენობის გაზრდით უპასუხა.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მიუხედავად ახალი მმართველი გუნდის მცდელობისა, რუსეთთან ურიერთობა დაერეგულირებინა, არც რუსეთის მცოცავი ოკუპაცია შეჩერებულა და რუსჯარისკაცებს არც ქართველი მშვიდობიანი მოსახლეების გატაცებაზე უთქვამთ უარი, მოსკოვმა კი მარიონეტ რეჟიმებთან ისეთი ხელშეკრულებები დადო, რაც მომავალში მათ საერთოდ რუსეთის ტერიტორიად გამოცხადებას შეუწყობს ხელს.

პრორუსული ძალების სურვილი რუსეთის აგრესია მხოლოდ საქართველოს ევროინტეგრაციის პასუხად გაასაღონ, საღ აზრსა და ლოგიკასაა მოკლებული. რუსეთისთვის არ ჰქონია და არ აქვს აზრი საქართველოს საგარეო ორიენტაციას – მოსკოვისათვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მას გავლენის სფეროდან ისევე არ დაუძვრეს, როგორც ეს ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა მოახერხეს. კრემლში კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კვლავ საქართველოს თავზე დაკიდებულ დამოკლეს იმ მახვილად განიხილავენ, რომელიც ამ ქვეყანას არასდროს არ უნდა მოაშორონ. როგორც ირკვევა, დღემდე ძალაში რჩება ამერიკელი დიპლომატისა და ისტორიკოსის ჯორჯ კენანის დაკვირვება იმის შესახებ, რომ რუსეთს შეიძლება მხოლოდ მტერი, ან მონა ჰყავდეს მეზობლად. ბუნებრივია, ჩვენს ინტერესებში არც რუსეთის მტრობა შედის და არც მისი მონობა, მაგრამ მოცემულობა ასეთია და საქართველოს მისი შეცვლა არ ხელეწიფება. ფაქტია, რომ ვერც საბჭოთა კავშირმა და ვერც რუსეთმა ვერცერთხელ ვერ გაბედეს NATO-ს წევრ რომელი ქვეყანასთან ასე ეთავხედათ. შესაბამისად, საქართველოსთვის განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა სწორედ ევროინტეგრაციაზე გადის.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist