მითი: NATO-ს მისიებში ამერიკელი ჯარისკაცები არ მონაწილეობენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

23
52
VIEWS

2016 წლის 22 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც საქართველოს საგარეო კურსის შესახებ NDI-ს გამოკითხვის შედეგებს ეხებოდა. სიუჟეტში ქვეყნის საგარეო ორიენტაციის შესახებ ახალქალაქის მცხოვრების კომენტარია მოყვანილი, სადაც ის NATO-სთან დაკავშირებით შიშებს გამოთქვამს და აცხადებს, რომ კრიზისულ ვითარებაში ამერიკელები საკუთარი ჯარისკაცების ნაცვლად სხვა ქვეყნის ჯარისკაცებს გაუშვებენ საომრად.

ლენა თალიბოვა, ახალქალაქის მკვიდრი: „ძალიან მეშინია ნატოში შესვლის. ყველაზე მეტად ჩვენი ახალგაზრდობის გამო. გადაცემა მოვისმინე სადაც ამბობდნენ, რომ თუ რამე მოხდა, ამერიკელები საკუთრ ჯარისკაცებს კი არ გაუშვებენ საომრად, პირიქით ყველა იმ ქვეყნის ჯარისკაცს, რომელსაც ეხმარება.”

აღნიშნული შეფასება უსაფუძვლოა, რადგან NATO-ს საერთაშორისო მისიებში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობის წილი, სხვა ქვეყნის ჯარისკაცებთან შედარებით, ყველაზე მაღალია.

ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების შეირაღებული ძალების წილობრივ მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში და იმ რიცხობრივ უპირატესობას, რომლითაც აშშ-ის შეირაღებული ძალები გამოირჩევიან.

ოპერაცია მონაწილე ქვეყნების რაოდენობა სამხედრო პერსონალის რაოდენობა აშშ-ის წილი დანარჩენი ქვეყნების ჯამური წილი
ISAF (ავღანეთი) 49 87 207 60 000 (68,8 %) 27 207 (31.2%)
მტკიცე მხარდაჭერის მისია (ავღანეთი) 39 12 813 6 954 (54,3 %) 5 859 (45.7%)
გაერთიანებული დამცველი (ლიბია) 18 12 909 8507 (65,9 %) 4 402 (34,1 %)
KFOR (კოსოვო) 31 4 723 674 (14,3 %) 4 049 (85,7 %)

ISAF-ის მისია ავღანეთში

NATO-ს 2013 წლის მონაცემებით, ISAF-ის მისიაში ჯამში 87 207-მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა, ამათგან ამერიკელი სამხედროების რიცხვი 60 000 იყო და ის მნიშვნელოვნად აღემატებოდა სხვა ქვეყნების კონტიგენტს.

საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მისია ავღანეთში ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების გაწვრთნას და იქ სახელმწიფო ინსტიტუტების აღდგენას გულისხმობდა . მისია ასევე ებრძოდა ტალიბანს.

1

 

2014 წელს ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, 2015 წლიდან NATO-მ ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისია (Resolute Support Mission) დაიწყო, რომელიც ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების დამატებით წვრთნებსა და ინსტიტუტების გაძლიერებას გულისხმობს. მისიაში 39 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. NATO-ს ინფორმაციით, 2016 წლის მაისის მდგომარეობით, ჯამური ადამიანური რესურსის რაოდენობა 12, 813-ია, აქედან 54 % (6 954) აშშ-ზე მოდის.

ადამიანური რესურსით მონაწილეობის გარდა, აშშ ალიანსის მისიებს სამხედრო ტექნიკითა და ფინანსური რესურსით ეხმარება. 28 წევრი სახელმწიფოსგან ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ამერიკაა. NATO-ს 2015 წლის ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, ალიანსის არაპირდაპირმა კონტრიბუციამ $900 მილიარდი შეადგინა, საიდანაც 72 % აშშ-ზე მოდის.

აქედან გამომდიანრე, საზოგადოებრივი მაწუებლის რესპონდენტის მოსაზრება, რომ NATO-ს მისიებში ამერიკელი ჯარისკაცები არ მონაწილეობენ, უსაფუძვლოა.

2


მოამზადა სოფო გელავამ

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist