მითი იმის შესახებ, რომ ქალის ადგილი მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით სახლშია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2323232323
495
VIEWS

თათა ცოფურაშვილი

დღევანდელი ქართული სამღვდელოება ბევრს საუბრობს ქალზე, თუმცა არა იმ ქალებზე, რომელთა სიცოცხლეც ჩვენს ქვეყანაში სისტემატურად ხდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. სასულიერო პირები და პატრიარქი ხშირად გვახსენებენ, რომ ქალს ქმრის მორჩილება და მისთვის “ფეხების დაბანა” ევალება, ხოლო თვითრეალიზაციის ადგილად სახლი მას პატრიარქალურმა კულტურამ კი არა, არამედ თავად უფალმა მიუჩინა. ამგვარ დისკურსს სასულიერო პირები, როგორც წესი, იდეოლოგიურად აფუძნებენ პავლე მოციქულის კონკრეტულ ეპისტოლეებზე, რომელთა მოდიფიკაციასაც წარმოადგენს ის ქადაგებები, რომლებსაც ჩვენ დღეს ასე ხშირად ვისმენთ ამბიონიდან. საუბარია პავლე მოციქულის შემდეგ სიტყვებზე:  “ყოველი  მამაკაცის  თავი  ქრისტეა,  ცოლის  თავი  – ქმარი  და ქრისტეს თავი ღმერთი.” (1 კორ. 11, 3).  ამასთან ქალის სოციალური როლისა და ფუნქციის განსაზღვრისას სასულიერო პირები ფაქტობრივად იმეორებენ პავლე მოციქულის მიერვე ტომოთესადმი პირველ ეპისტოლეში ჩამოყალიბებულ არგუმენტს, რომლის თანახმადაც ქალისთვის გადარჩენისა და სულის ხსნის ერთადერთი გზა შვილების შობაა:  “პირველადადამი  შეიქმნა  და  მერე  ევა.  ადამი  კი  არ  შემცდარა,  არამედ  დედაკაცი  შეცდა  და  დანაშაული  ჩაიდინა. თუმცაღა  გადარჩება  შვილების  შობით,  თუ  იდგება   რწმენაში, სიყვარულში და სიწმინდეშიკდემამოსილებით.”(1 ტიმოთე, 3, 12/15).თუმცაღა ამგვარი მსჯელობისას სამღვდელოება ივიწყებს ქრისტიანული თეოლოგიის იმ ქვაკუთხედს, რომ ქრისტე სწორედ ამ პირველცოდვის გამოსასყიდად ეწამა ადამიანთა მოდგმისათვის, თითოეული ქრისტიანის ცხოვრებაში კი შვიდ საღვთო საიდუმლოთა შორის უმთავრესით, ნათლობის საიდუმლოთი ხორციელდება ადამიანის გამოსყიდვა პირველქმნილი ცოდვისაგან. ამიტომ ქრისტიანული ეთიკა ინდივიდუალური და არა კოლექტიური ბრალეულობის ამღიარებელი ეთიკაა. საგულისხმოა, რომ ეს ასევე პავლე მოციქულის მიერაა ფორმულირებული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: “ყოველი ჩვენგან საკუთარი თავისთვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს.” (რომ. 14, 12).

ქრისტიანული მსოფლმხედველობის ამგვარი ცალმხრივი ინტერპრეტირებისას ქართულ სამღვდელოებას და მათ ავტორიტეტებს მხედველობიდან რჩებათ არა მხოლოდ ხსენებული პავლე მოციქულის მიერ ჩამოყალიბებული ინდივიდუალური ეთიკის დამაფუძნებელი თეზა, არამედ ის უნივერსალისტური კონტექსტიც, რომლითაცაა განმსჭვალული გალათელთა მიმართ ეპისტოლე, სადაც პავლე ქრისტიანთა ერთობაზე საუბრობს, განურჩევლად მათი ეთნოსისა, სოციალური კუთვნილებისა და სქესისა: “უკვე აღარარსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი,  არც  მამრი  და  არც  მდედრი,  ვინაიდან  თქვენ  ყველანი  ერთი  ხართ  ქრისტე  იესოში.”  (გალ. 4, 28). გალათელთა მიმართ ეპისტოლეში გადმოცემული ეს თანასწორობის თეზა, რომელიც ქრისტიანობის წიაღიდან იშვა, დღეს საკანონმდებლო სივრცის დონეზეა განმტკიცებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში.

ეპისტოლეების დაკვირვებით წაკითვის შემდეგ ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ჩვენი საეკლესიო იერარქები პავლეს ტექსტებს ცალმხრივად კითხულობენ ოცდამერთე საუკუნის საქართველოსთვის იმ იდეოლოგიური ნარატივის შესაქმნელად, რომელიც საზოგადოებაში პატრიარქალური და ქალის ჩაგვრაზე ორიენტირებული სოციალური წესრიგის საფუძველს ქმნის, თავად ქალის უპირველეს მოვალეობად კი მის ოჯახურ ცხოვრებას ასახელებს. ამგვარი მსოფლმხედველობის დაფუძნებისას ისინი ივიწყებენ იმ ისტორიულ ფაქტს, რომ თავად პავლე მოციქული გზავნიდა ქალს სამოციქულო საქმიანობისთვის, რაც დადასტურებულია მისსავე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში:  “აჰა,  წარმოგიდგენთ  ჩვენს  დას  ფიბეს,  რომელიც  არის  კენქრელთა  ეკლესიის  მსახური,  რათა  მიიღოთ  იგი  უფალში,  როგორც  წმიდებსშეეფერება.” (რომ. 16, 1). ამასთან, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, საეკლესიო საქმეებში ქალისთვის მხოლოდ მონაზვნის სტატუსის მიჩენით, ჩვენი სამღვდელოება უგულებელყოფს  თავად საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ქალის, წმინდა ნინოს, როლს, რომლის ქადაგების, აღსრულებული ღვთისმსახურებისა და მისიონერული საქმიანობიდანაც იღებს სათავეს ქრისტიანობა ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროა, რომ ასეთი მოცემულობით არა მხოლოდ ვაკნინებთ საქართველოს გამაქრისტიანებელი ქალის როლს, არამედ ვივიწყებთ გასული საუკუნის ისტორიასაც, როდესაც ადგილი ჰქონდა მცდელობას, გადააზრებულიყო ქალის ადგილი ქართულ ეკლესიაში: 1917 წლის 15 სექტემბერს ქართველი საზოგადო მოღვაწე მარიამ დადიანი-ანჩაბაძე სიტყვით გამოვიდა სიონის საკათალიკოსო კრებაზე, სადაც განაცხადა: “სჯული  ქრისტესი  გვასწავლიდა ამას [ქალთა გათანაბრებას]. ამისათვის ქალები უსათუოდ მოვითხოვთ სარწმუნოების საქმეში, სასულიერო უწყებაში სათანადო  ადგილის დაჭერას და მე პირადათ როგორც სოხუმელ ქართველ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე უსათუოდ ვიცავ გათანასწორების პრინციპს და მოვითხოვ, რომ სასულიერო უწყებაში ქალებს მიენიჭოს არამც თუ მარტო მედავითნეობა არამედ მიეცეთ უფლება ეკლესიაში ქადაგებისა და საზოგადოთ სამისიონერო მოვალეობათ აღსრულებისა.”

გაზეთი “ხმა ქართველი ქალისა”-ს რედაქცია, რომლის 24-ე ნომერშიც გამოქვეყნდა წარმოთქმული სიტყვის სრული ტექსტი, აღნიშნავს, რომ “საეკლესიო კრებულმა ეს სიტყვა დიდის ყურადღებით მოისმინა და დაადასტურა. ამავე საგანზე ილაპარაკა ალავერდის ეპარქიის წარმომადგენელმა ალ.გიურჯიძე-ციციშვილისამ.”

ჩვენი ტრადიციისა და კულტურული წყვეტის გამოხატულებაა ის, რომ მარიამ დადიანი-ანჩაბაძის სიტყვების გამეორებას სინოდის კრების წინაშე დღევანდელ საქართველოში ვერავინ გაბედავდა.

წყარო:

ელიზბარ დიაკონიძე, დიაკონი: „ქალს უფალმა საუკეთესო ადგილი განუსაზღვრა. ჩვენთანაც მისდევენ ქალები სასულიერო გზას, მაგრამ ისინი მონაზვნებად რჩებიან, მათ სხვისი სულების გადარჩენა არ ევალებათ. როცა ქალი დედა უნდა გახდეს, ეს ყველაზე დიდი მადლია. თქვენ როგორ ფიქრობთ, მართლა ვაშლი ჩაკბიჩა ევამ? იქნებ ეს ის შხამი იყო, რომელიც მნიშვნელობა მას ჯილდოთი განმტკიცდა? ამაზე დავფიქრდეთ. ვაშლი პირდაპირი გაგებით რომ ყოფილიყო ნახსენები, მაშინ ის სამარვხო პროდუქტი არ იქნებოდა” (Geworld.ge, 2 აპრილი, 2014).

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist