მიშას თუ ფრანგი ოლიმპიელების დასახვედრად? – 2016 წლის ფოტო 2021 წლის არჩევნებისთვის

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

38
VIEWS

29 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Mindia Avaliani-მა  თვითმფრინის გარშემო შეკრებილი ათეულობით ადამიანის ფოტო გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, ფოტოზე ის ქართველი ემიგრანტები არიან, რომლებიც პარიზის შარლ დეგოლის სახელობის აეროპორტიდან სამშობლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად ბრუნდებიან. Mindia Avaliani-ს პროფილზე აეროპორტში გადაღებული კიდევ ერთი ფოტოა გადაღებული წარწერით “2 ში საქართველოში.”

1

Mindia Avaliani-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები ყალბი აღწერით ვრცელდება. პირველი ფოტო 2016 წლის 23 აგვისტოს პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტშია გადაღებული და მასზე ფრანგი ოლიმპიელების დახვედრაა ასახული. მეორე ფოტო ინტერნეტში 2014 წლიდან სხვადასხვა აღწერით იძებნება.

Airfrance-ის თვითმფრინავის ამსახველი ფოტო მართლაც პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტშია გადაღებული, თუმცა არა ქართველი ემიგრანტების საქართველოში, არამედ ფრანგი ოლიმპიელების საფრანგეთში დაბრუნებას ასახავს. 2016 წლის 23 აგვისტოს რიოს ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საფრანგეთის დელეგაციას საზეიმოდ დახვდნენ. თვითმფრინავის დაშვებისთანავე სპორტსმენებს ჟურნალისტები და აეროპორტის თანამშრომლები შეხვდნენ, ხოლო აეროპორტის შენობაში მათ ოჯახის წევრები და გულშემატკივრები ელოდებოდნენ.

აღნიშნული ფოტო სწორედ თვითმფრინავის დაშვების შემდეგ აეროპორტის გარეთ გადაიღეს და ამ დღის სხვა ფოტოები ადასტურებს, რომ ფოტოს ავტორი 2016 წლის 23 აგვისტოს ოლიმპიელების დახვედრას ნამდვილად ესწრებოდა და შეკრებილი ხალხისგან ოდნავ მოშორებით უკან იდგა.

  • დეტალი #1: მოვლენის ეპიცენტრში მყოფი პიროვნება

გავრცელებული ფოტოს ცენტრში მამაკაცი ლურჯი დროშით, მაისურით და კისერზე მწვანე ლენტითაა გამოსახული. აშკარაა, რომ მას გარშემო ჟურნალისტები და მხარდამჭერები ახვევია. ეს ადამიანი ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერია, რომელიც რიოს 2016 წლის თამაშებზე საფრანგეთის დელეგაციის მედროშე იყო და დაბრუნების შემდეგაც თვითმფრინავიდან დროშით ხელში პირველად ის გამდმოვიდა.

2

2016 წლის 23 აგვისტოს პარიზის აეროპორტში თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას ტედი რინერი დროშით ხელში სხვადასხვა კამერამ დაფიქსირა:

3
ფოტო: Allaine Gadoffre

4
ფოტო: Paris 2024 Twitter

5
ფოტო: Mekhissi Mahiedine Twitter

  • დეტალი #2: ქალი ტელეფონით

გავრცელებულ ფოტოს მარცხენა კუთხეში მხარზე გადაკიდებული ჩანთითა და გადასაღებად მომარჯვებული ტელეფონით ერთი ქალია აღბეჭდილი. 2016 წლის 23 აგვისტოს შარლ დე გოლის აეროპორტში ოლიპიელების დახვედრის ცერემონიაზე სპორტული ფოტოგრაფის Philippe Millereau-ს გადაღებული ფოტოებიდან ერთ-ერთში ეს ქალი იგივე ტანსაცმლითა და პოზიციონირებითაა დაფიქსირებული.

6

  • დეტალი #3: ორი ადამიანი თვითმფრინავის გვერდით მდგარ ტრაპზე

საქართველოში გავრცელებულ ფოტოზე აშკარად ჩანს ორი ადამიანი, რომელიც ოლიმპიელების დაბრუნებას თვითმფრინავის გვერდით მდგარი სათადარიგო ტრაპიდან უყურებს. 2016 წლის 23 აგვისტოს პარიზის აეროპროტში მყოფი ეს ორი ადამიანი ფრანგი სპორსმენის მამაჰიედინ მექისის კამერამაც დააფიქსირა.

7

  • დეტალი #4: აფრენილი თვიმფრინავი

Mindia Avaliani-ის გამოქვეყნებულ ფოტოში ობიექტივიდან შორს ჰაერში მყოფი თვითმფრინავი ჩანს. Alain Gadoffre-მ იგივე თვითმფრინავი განსხვავებული რაკურსით გადაღებულ კადრში დააფიქსირა.

8

9

  • Mindia Avaliani-ის მიერ გამოქვეყნებული მეორე ფოტო ინტერნეტში 2014 წლიდან იძებნება

Mindia Avaliani-ის მიერ ზედიზედ ბილეთისა და თვითმფრინავის ფოტოების გამოქვეყნება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის საქართველოში მოემგზავრება, თუმცა თვითმფრინავის ფოტოს მსგავსად, ბილეთის ფოტოც ბევრად უფრო ძველია და ინტერნეტში 2014 წლიდან სხვადასხვა ტურისტული სააგენტოსა და ბილეთების შესაძენ საიტზე იძებნება.

10

11

Mindia Avaliani-ის შესახებ

Mindia Avaliani-ის პროფილის მიხედვით, ის საფრანგეთში, ბორდოში ცხოვრობს და გაერთიანებულია ჯგუფში “ქართველი ემიგრანტები საფრანგეთში”. პროფილზე პიროვნების მაიდენტიფიცირებელი რაიმე ფოტო არ იძებნება.

12

Mindia Avaliani უმეტესად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძის პოსტებს აზიარებს.

13


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist