მიმართვა პუტინს თუ მხარდაჭერა უკრაინას – რა წერია რეალურად გავრცელებულ პლაკატზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

322
VIEWS

2022 წლის მარტიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით ქართულ და რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშები ერთ-ერთ აქციაზე გადაღებული ფოტოს ორ ვერსიას ავრცელებდნენ.  პირველ ვერსიაში  (1,2,3) აქციის მონაწილეებს უკრაინის დროშა შემდეგი წარწერით უჭირავთ: “Путин верни нам разум” (პუტინ, დაგვიბრუნე გონება). ფოტოს გაფართოებულ ვერსიაში (1,2,3) კიდევ ერთი პლაკატი და უკრაინისა და პოლონეთის დროშები ჩანს, ერთ-ერთ პლაკატზე რუსულენოვანი წარწერაა დატანილი: “Москали украли у нас мозг! Путин вор! – მოსკოველებმა ტვინი მოგვპარეს. პუტინი ქურდია.” ფოტოები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აქცია უკრაინელებმა გამართეს და რუსეთის პრეზიდენტს მიმართავენ. 

გავრცელებული ფოტოები პროგრამულად არის დამუშავებული. რეალურად, ფოტო 2014 წელს უკრაინაში მიმდინარე ევრომაიდანის საპროტესტო აქციების სოლიდარობის მარშზე ვარშავაშია გადაღებული და ფოტოზე ასახულ პლაკატებზე  მხარდამჭერი სლოგანები: “პოლონელების გულების მხარდაჭერა უკრაინელების მადლიერების შედეგია” და ““თურქულენოვანო ხალხებო, უკრაინელებო, პოლონელებო, გაერთიანდით საერთო მტრის, პუტინის, აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. პოლონეთი, უკრაინა, თათრეთი”  არის გამოსახული.

ფოტოს ორიგინალი ვერსია თავდაპირველად 2014 წლის 24 ნოემბერს უკრაინულ გამოცემა Euromaidan Press-ის მასალაში გამოქვეყნდა. ტექსტში აღნიშნულია, რომ  ფოტო 2014 წელს  ვარშავაში უკრაინისადმი სოლიდარობის მარშზეა გადაღებული.

უკრაინის დროშაზე დატანილ რეალურ წარწერაზე წერია: “პოლონელების გულების მხარდაჭერა უკრაინელების მადლიერების შედეგია.” მეორე პლაკატი გავრცელებულ ფოტოზე მხოლოდ ნაწილობრივ  ჩანს, მაგრამ იმავე აქციის სხვა ფოტოებზე, რომლებიც პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო პორტალზე 2014 წელს გამოქვეყნდა, მეორე პლაკატი სრულადაა ასახული. პლაკატზე წერია: “თურქულენოვანო ხალხებო, უკრაინელებო, პოლონელებო, გაერთიანდით საერთო მტრის, პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. პოლონეთი, უკრაინა, თათრეთი.”

აქცია 2014 წლის 23 ნოემბერს გაიმართა და მონაწილეები უკრაინას სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებდნენ. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა Euromaidan Warszawa იყო. აქციის მონაწილეებმა ვარშავაში უკრაინის საელჩომდე მსვლელობა გამართეს და ევრომაიდანის მოვლენების დროს დაღუპულთა ხსნოვნას პატივი მიაგეს. აქციას პოლონეთის სეიმის წევრებიც შეუერთდნენ. ევრომაიდანის სოლიდარობის აქციები პოლონეთში სხვადასხვა დროს იმართებოდა.

Euromaidan Press-ზე აღნიშნული აქციის სხვა ფოტოებიცაა გამოქვეყნებული.

წყარო: Еuromaidan Press

წყაროს შესახებ

ფეისბუქ-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომელმაც აქციის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ფეისბუქზე გამოაქვეყნა, დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული მცდარი მტკიცებები “მითების დეტექტორმა” აქამდეც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist