მიიღო თუ არა ფრანგმა ბავშვმა საშობაო საჩუქრად “Mein Kampf”?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

brolza
208
VIEWS

27 დეკემბერს BuzzfeedNews.com-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დადგმული აღმოჩნდა ვიდეო, სადაც ფრანგი ბავშვი საშობაო საჩუქრად ჰიტლერის “Mein Kampf”-ს იღებს. ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად, კონტექსტისა და ავტორის მითითების გარეშე გავრცელდა. თუმცა, როგორც გაირკვა, ვიდეო დადგმულია და სინამდვილეში ბავშვმა საჩუქრად ვიდეოთამაში “Minecraft” მიიღო.

კომიკოსმა იან სტოცმა ფრანგულ გაზეთს, 20 Minutes-ს განუცხადა, მან აღნიშნული ვიდეო ხუმრობის მიზნით ჩაიწერა. რადგან ჟღერადობით Minecraft და Mein Kampf ერთმანეთს ჰგავს. მისი თქმით, მან ჩვეულებრივი წიგნი აიღო და მას ჰიტლერის ფოტო, წარწერით “Mein Kampf” გადააკრა.

ვიდეოში ჩანს, რომ ბავშვი ხსნის საჩუქარს, სადაც მას ჰიტლერის ფოტო წარწერით Mein Kampf ამოუვიდა, თუმცა ასევე ნათლად ჩანს, რომ ეს რეალურად წიგნია, რომელსაც ჰიტლერის ფოტო  აქვს გადაკრული.

ეს სახუმარო ვიდეო ვირუსული გახდა და გაზიარდა ისეთ სოც-ქსელებში, როგორიცაა Snapchat, twitter და სხვ. მაგალითად, ტვიტერზე, ყოველგვარი კონტექსტისა და ავტორის მითითების გარეშე ატვირთული ვიდეო მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

იან სტოცის თქმით, მისი განზრახვა ვინმეს შეცდომაში შეყვანა არ ყოფილა. მისი განცხადებით, იგი პროფესიონალი კომიკოსია და ეგონა, მომხმარებლებიც ვიდეორგოლს, როგორც დადგმულს ისე შეაფასებდნენ. მან საკუთარ ფეისბუკ-ანგარიშზე დაწერა, რომ ვიდეო ნამდვილად მისი იყო და ეს ხუმრობის მიზნით გააკეთა.

"
BuzzFeedNews.com-ის მიხედვით

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist