მიიღებენ თუ არა აშშ და დიდი ბრიტანეთი უკრაინელ ლტოლვილებს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

234
VIEWS

11 მარტს კრემლისტური ტვ “ალტ-ინფოს” გადაცემაში “ალტერნატიული ხედვა” ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისა და პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას ერთობლივი პრესკონფერენციიდან ფრაგმენტი აჩვენეს. ვიდეოში ისმის, რომ ჟურნალისტმა კამალა ჰარისს უკრაინელი ლტოლვილების მიღების საკითხში აშშ-ს თანამონაწილეობის შესახებ დაუსვა შეკითხვა, ხოლო დუდას ჰკითხა, სთხოვა თუ არა მან ამერიკას ლტოლვილების მიღებაში დახმარება. ჰარისმა გაიცინა და თქვა, რომ “მეგობარი გასაჭირში იცნობა”, შემდეგ კი პასუხი ანჯეი დუდას დაუთმო. 

Screenshot 25 4 მიიღებენ თუ არა აშშ და დიდი ბრიტანეთი უკრაინელ ლტოლვილებს?

“ალტ-ინფოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა შოთა მარტინენკომ აღნიშნა, რომ ჰარისმა ლტოლვილების შესახებ შეკითხვა პოლონეთის პრეზიდენტს გადაულოცა, თვითონ კი მას არ უპასუხა. მარტინენკოს თქმით, ამერიკამ წააქეზა უკრაინა, რომ ნატოში მიღებაზე უარს არ იტყოდა და ახლა,  ომის შედეგად მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ რომ დარჩა, ლტოლვილებს ამერიკაში არ მიიღებენ.

გადაცემის ეს მონაკვეთი ალტ-ინფოს ფეისბუქ-გვერდ ალტ-Tv-ზეცაა გამოქვეყნებული. გარდა ამისა, ვიდეო დევს ფეისბუქ-გვერდ კონსერვატორზეც, პოსტში კი აღნიშნულია, რომ ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინელ ლტოლვილებს არც დიდი ბრიტანეთი მიიღებს. ფეისბუქ-გვერდმა World political news-მა ვიდეოს ინგლისურენოვანი ვერსია  გამოაქვეყნა და თანდართულ კომენტარში ეჭვი გამოთქვა, თუ რადენად ეხმარება ამერიკა უკრაინელ ლტოლვილებს.

Screenshot 26 2 მიიღებენ თუ არა აშშ და დიდი ბრიტანეთი უკრაინელ ლტოლვილებს?

“ალტ-ინფოს” წამყვანის მტკიცება, თითქოს კამალა ჰარისმა უკრაინელი ლტოლვილების შესახებ დასმულ შეკითხვას არ უპასუხა, მცდარია. ხოლო მტკიცება, თითქოს ამერიკა ლტოლვილების მიღებას არ აპირებს, მანიპულაციურია. კამალა ჰარისმა შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ამერიკა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებსაც ამერიკაში შესვლა ენდომებათ, თუმცა ამ ეტაპზე უკრაინელების უმეტესობა ევროპაში დარჩენას ამჯობინებს. 

ასევე მცდარია “კონსერვატორის” მტკიცება, თითქოს დიდი ბრიტანეთი უკრაინელ ლტოლვილებს არ მიიღებს, ახალი სქემის ფარგლებში დიდი ბრიტანეთი ათი ათასობით უკრაინელს ელის.

“ალტ-ინფოს” ეთერში კამალა ჰარისისა და პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას საერთო პრესკონფერენციიდან მხოლოდ ის ფრაგმენტი აჩვენეს, როცა ჰარისმა ლტოლვილებთან დაკავშირებული შეკითხვის დასმის შემდეგ გაიცინა და პასუხისთვის სიტყვა დუდას დაუთმო. პრესკონფერენციის ის ნაწილი, რომელიც შეკითხვაზე დუდას და ჰარისის კომენტარებს შეიცავდა, “ალტ-ინფოს” ეთერში არ გასულა. პოლიტიკოსების პასუხები არც ფეისბუქ-გვერდების “კონსერვატორი” და “World political news” გამოქვეყნებულ ვიდეოებში არ არის წარმოდგენილი და ფრაგმენტი შერჩევით, მანიპულაციურად ვრცელდება.

მართალია, კამალა ჰარისმა უკრაინელი ლტოლვილების შესახებ შეკითხვის მოსმენის შემდეგ გაიცინა, თუმცა შოთა მარტინენკოს მტკიცება, თითქოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ამ შეკითხვას არ უპასუხა, მცდარია. ჟურნალისტის შეკითხვას პირველმა პოლონეთის პრეზიდენტმა უპასუხა, შემდეგ კი საუბარი კამალა ჰარისმა განაგრძო. ჰარისის თქმით, მან და დუდამ ამ საკითხზე იმსჯელეს და ამერიკა მზადაა, ლტოლვილების მიღების პროცესში პოლონეთს მხარი დაუჭიროს. 

მარტინენკოს მტკიცება, თითქოს ამერიკა უკრაინელ ლტოლვილებს არ მიიღებს, მანიპულაციურია. ჰარისმა განაცხადა, რომ ამერიკა მისი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება იმ უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებსაც ამერიკაში ჩასვლა ენდომებათ, თუმცა ამ ეტაპზე ლტოლვილების უმეტესობას ევროპაში დარჩენა სურს. ჰარისის თქმით, უკრაინელები, რომლებიც ამერიკაში იმყოფებიან და მათ ვიზას ვადა გაუვიდა ან უახლოეს მომავალში გასდის, “დროებით დაცული სტატუსით” (TPS) ისარგებლებენ და ამერიკაში დარჩენა შეეძლებათ.

Screenshot 27 2 მიიღებენ თუ არა აშშ და დიდი ბრიტანეთი უკრაინელ ლტოლვილებს?

დუდამ აღნიშნა, რომ პოლონეთმა უკვე 1 მილიონ ლტოლვილზე მეტი შეიფარა და ჯერჯერობით ამ პროცესს თავს ართმევს, თუმცა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან იმ უკრაინელებისთვის პროცედურების გამარტივების საკითხი განიხილა, რომლებსაც ამერიკაში ნათესავები ჰყავთ და სურთ, რომ ომის პერიოდში მათთან დარჩნენ.

როგორც CBS NEWS წერს, 11 მარტს ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინელ ლტოლვილებს “გაშლილი ხელებით” უნდა დახვდეს და მიიღოს ისინი, თუმცა საიმიგრაციო ექსპერტების თქმით, სავარაუდოდ, ამერიკა უკრაინელი ლტოლვილების დიდ რაოდენობას არ მიიღებს, რადგან მათი უმეტესობა ევროპის ქვეყნებში, უკრაინასთან ახლოს დარჩენას ამჯობინებს.

დეზინფორმაციაა ფეისბუქ-გვერდ “კონსერვატორის” მტკიცებაც, თითქოს ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინელ ლტოლვილებს არ მიიღებს. დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ახალი სქემა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინელებს საკუთარ სახლში შეიფარებენ, თვეში 350 ფუნტს გადაუხდის. ამ სქემის ფარგლებში მისაღები უკრაინელი ლტოლვილების ლიმიტი განსაზღვრული არაა და ვარაუდობენ, რომ ბრიტანელი ოჯახები ათი ათასობით ადამიანის შეფარებას შეძლებენ. 

ბორის ჯონსონის ოფიციალური სპიკერის განცხადებით, უშუალოდ ჯონსონი, უსაფრთხოების მიზეზების გათვალისწინებით, უკრაინელი ლტოლვილების სახლში შეფარების ახალ სქემაში არ ჩაერთვება და Downing Street-ის 10 ნომერში ვერავის მიიღებს, სხვა მინისტრებმა კი გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღონ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist