მიაწოდეს თუ არა ნატოს ქვეყნებმა უკრაინას შიდსითა და ჰეპატიტით ინფიცირებულთა სისხლი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

944
VIEWS

3 ნოემბერს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა Правда, Lenta.ru , vkpress.ru, dzen.ru, life.ru  ნატოს ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სისხლის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. მათ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში ნათქვამია, რომ ნატოელმა მოკავშირეებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მოთხოვნით დაჭრილი სამხედროებისთვის კიევს 68 000 ლიტრი სისხლი მიაწოდეს, თუმცა სისხლის შემოწმებისას უკრაინელმა ექიმებმა მასში აივ ინფექცია და ჰეპატიტი აღმოაჩინეს.

ცნობა უკრაინელი ექიმების მიერ ნატოს წევრი ქვეყნების მიერ მიწოდებულ სისხლში სხვადასხვა ინფექციის აღმოჩენის შესახებ სიმართლს არ შეესაბამება. რეალურად, უკრაინას არასოდეს მიუმართავს უცხოელ პარტნიორებისთვის სისხლის ან მისი კომპონენტების მისაღებად, რამდენადაც უკრაინაში სისხლის ეროვნული სამსახურია შექმნილი, რომელიც პაციენტებს ლაბორატორიულად შემოწმებული, მაღალი ხარისხის სისხლით უზუნველყოფს.

რუსული საინფორმაციო საშუალებები ტელეგრამ არხ Mash-ზე დაყრდნობით წერდნენ,  რომ ოქტომბერში ხერსონის მიმართულებით “წარუმატებელი თავდასხმის” მცდელობის შემდეგ ოდესის, მიკოლაივის, დნეპროპეტროვსკის, ხარკივისა და ზაპორიჟიის რაიონებში  დაჭრილი სამხედროებისთვის უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს სისხლი ძალიან სჭირდებოდა, რის გამოც კიევმა ალიანსს 62 000 ლიტრი სისხლი სთხოვა. მიწოდებული სისხლის შერჩევითი ტესტირებისას კი უკრაინელემა ექიმებმა შიდსის, B და С ჰეპატიტების და სხვა ინფექციების გამომწვევი აგენტი იპოვეს, რაც თითქოს რუსი ჰაკერების მიერ გავრცელებული ჯანდაცვის მინისტრის ვიქტორ ლიაშკოსა და პრემიერ-მინისტრის დენის შმიჰალის ოფიციალური წერილით დასტურდებოდა.

Mash-ის მიერ გავრცელებული დოკუმენტი

აღსანიშნავია, რომ მთელი ომის განმავლობაში უკრაინას უცხოელი პარტნიორებისთვის დონორთა სისხლის ან მისი კომპონენტების მისაღებად არასდროს მიუმართავს. უკრაინაში სისხლის ეროვნული სამსახური ფუნქციონირებს, რომელიც ევროპული სტანდარტების მიხედვით მუშაობს და პაციენტებს მაღალი ხარისხის სისხლითა და მისი კომპონენტებით უზრუნველყოფს. 7 ნოემბერს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ უკრაინის მოქალაქეები ომის პირველივე დღიდან სისტემატურად ახორციელებენ გეგმიურ დონაციას, რაც სისხლის სტაბილური მარაგების ქონას უზრუნველყოფს. ასევე, გრძელდება ინიციატივა „შენს სისხლს შეუძლია ბრძოლა, გახდი დონორი“, რომელის მიზანსაც არა მხოლოდ სისხლის დონაციის წახალისება, არამედ პოტენციურ დონორთა მუდმივი რეესტრის შექმნა წარმოადგენს. 

უკრაინაში სისხლის დონაციის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. თითქმის ყველა ქალაქში არის სისხლის ცენტრები ან სხვა სამედიცინო დაწესებულებები, სადაც  მსურველებს სისხლის დონაცია შეუძლიათ. თუ რეგიონში სისხლის მიწოდება მცირდება ან სისხლის კონკრეტული ჯგუფის მწვავე დეფიციტია, სამედიცინო დაწესებულებები ამის შესახებ თავიანთ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე ან სოციალურ ქსელებში აცხადებენ.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ მასალებში ნათქვამია ისიც, რომ უკრაინელმა ექიმებმა ნატოს ქვეყნების  მიერ მიწოდებული სისხლი შერჩევითად გადაამოწმეს, თუმცა უკრაინაში ნებისმიერი სისხლი ან მისი კომპონენტები არა შემთხვევითობის პრინციპით, არამედ  გამონაკლისის გარეშე მოწმდება და შესაბამისად, პაციენტებისთვის  უსაფრთხო სისხლი და მისი კომპონენტები გამოიყენება. გარდა ამისა, უკრაინაში სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის პროცედურის დაწყებამდე ყველა დონორი სავალდებულო უფასო გამოკვლევას როგორც დონორის ასევე მიმღების ჯანმრთელობის უსაფრთხოების გარანტირებისთვის გადის და დონორებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევათ დონაციის უფლება,  თუ  ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია ისიც, რუსული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული დოკუმენტი, რომელიც თითქოს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მიერ პრემიერ-მინისტრისთვის მიწერილ წერილს ასახავს, ყალბია, რამდენადაც დოკუმენტი უკრაინაში ოფიციალური დოკუმენტების გაცემის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist