24 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა Shako Rou-მ გაავრცელა ფოტო, რომელზეც, აღწერის მიხედვით, ფოტოსესიაში “ოკეანის შიშველი ასულები” მონაწილე ერთ-ერთი ფოტომოდელია ასახული. პოსტის ავტორი წერს, რომ ფოტოსესია “ფემინისტურ-ვეგანურ-მწვანე ჟურნალისთვის” მოეწყო, ხოლო ფოტომოდელმა გადაწყვიტა “ბუნებას შერწმოდა,” რის გამოც აღნიშნული ფოტოს გადაღების დროს მძიმე რეპროდუქციული დაზიანებები მიიღო და მისი ჰოსპიტალიზება დახდა საჭირო, ფოტოზე მოდელის ვაგინას რვაფეხა ფარავს. პოსტის ავტორმა მოგვიანებით აღწერაში დაამატა, რომ ინფორმაცია ერთ-ერთი რუსული ინსტაგრამ არხიდან თარგმნა და შესაძლოა სიმართლეს არ შეესაბამებოდეს.
Shako Rou-ს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული ფოტოს გადაღება “ფემინისტურ-ვეგანური-მწვანე” ჟურნალისთვის მიმდინარეობდა და მოდელმა ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებები მიიღო, მცდარია. რეალურად ფოტო ეკუთვნის ჰავაელ ფოტოგრაფს, რომელიც ოკეანის ფოტოგრაფიითაა დაინტერესებული და რვაფეხებისა და ადამიანების არა ერთი მსგავსი ფოტო აქვს გადაღებული, ხოლო ინფორმაცია ფოტოსესიის დროს ვინმეს დაზარალების შესახებ არც ერთ სანდო წყაროში არ იძებნება.
- ვის ეკუთვნის ფოტო?
ფოტოს ავტორი ჰავაელი ფოტოგრაფი Musashi671-ია, ინტერნეტში ფოტო 2018 წლიდან იძებნება, ინტერნეტში ფოტოს ერთ-ერთი პირველად გამოჩენილ ვერსიაში მისი ავტორის ვინაობაც ჩანს, თუმცა არც ერთ პირვანდელ ვერსიაში Shako Rou-ს მიერ ფოტოზე დართული აღწერა გამოყენებული არ არის.
2020 წლის დეკემბერში ინსტაგრამ გვერდმა clams and pearls აღნიშნული ფოტო გამოაქვეყნა, პოსტის კომენტარებში ავტორმა დაადასტურა, რომ ფოტო მას ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ ფოტოგრაფი მსგავსი ფოტოგადაღებების შეკვეთებსაც იღებს და თავის საიტსა თუ ინსტაგრამ ანგარიშზე რვაფეხასთან ერთად გამოსახული სხვადასხვა ადამიანის არაერთი ფოტო აქვს ატვირთული.
musashi671 დაინტერესებულ პირებს ექვსი ტიპის ფოტოსესიას სთავაზობს, მათ შორის საქორწილოს, იოგის, ოკეანის ბუნების და სხვა:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.