მეორდება თუ არა ეპიდემიები 100 წელიწადში ერთხელ?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

zdh
459
VIEWS

Snopes.com-ს მასალის მიხედვით

კრიზისის დროს ადამიანები ხშირად ეძებენ ლოგიკურ ჯაჭვს იმ მოვლენებს შორის, რომლებიც მათ გარშემო ხდება. როგორი ქაოტურიც არ უნდა იყოს ეს მოვლენები, ადამიანები მაინც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ  მათი წინასწარ განჭვრეტა შეიძლებოდა და ისინი ადრეც მომხდარა. კორონავირუსის ეპიდემიის დასაწყისშივე ინტერნეტში არაერთი ფოტოკოალჟი გავრცელა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მსგავსი პანდემიები 100 წელიწადში ერთხელ მეორდება.

'

ერთ-ერთ ასეთ ფოტოკოლაჟზე წერია: “1720 შავი ჭირი, 1820 ქოლერა, 1920 ესპანური გრიპი, 2020 კორონავირუსი. როგორც ჩანს, ისტორია 100 წელიწადში ერთხელ მეორდება”. (konahonudivers.com) ფოტო ბევრ უზუსტობას შეიცავს და მასში გამოტოვებულია მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლებიც სრულიად ცვლის სურათს.  კერძოდ:

  • ფოტოში გამოტოვებულია მე-18 საუკუნემდე არსებული ეპიდემიები;
  • მოცემულია მხოლოდ 4 საუკუნის მონაცემები, რაზე დაყრდნობითაც აზრის გამოტანა შეუძლებელია;
  • არ არის მოცემული 20-იანი წლების გარდა სხვა პერიოდში გავრცელებული ეპიდემიები, რაც სხვა სურათს მოგვცემდა;
  • 1720 წელს მარსელში, საფრანგეთში შავმა ჭირმა 100 000 ადამიანი შეიწირა, თუმცა ეს ამ სახის არც პირველი და არც ბოლო ეპიდემია არ ყოფილა. მე-14 საუკუნეში, კერძოდ 347-1351 წლებში, “შავმა სიკვდილმა”  50 მილიონამდე სიცოცხლე იმსხვერპლა.
  • ქოლერის პანდემია მე-19 საუკუნეში მძვინვარებდა, თუმცა არა 1820 წელს, როგორც ეს ფოტოზე წერია, არამედ 1817 წლიდან და მომდევნო 150 წლის განმავლობაში კიდევ 6-ჯერ გავრცელდა
  • ესპანური გრიპი არა 1920, არამედ 1918 წელს დაიწყო.
  • კორონავირუსი პირველად 2019 წელს დაფიქსირდა, თუმცა პანდემიის სახე 2020 წელს მიეცა.
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist