“მითების დეტექტორმა” 7 ფეისბუქ გვერდი გამოავლინა, რომლებმაც 6-17 მაისის პერიოდში მედიების Georgia Today და ტაბულას ლოგოებით პოსტები გამოაქვეყნეს. ასეთ ფეისბუქ გვერდებს შორის არიან: Poeta Day (1,2,3), News Georgia , BMA production (1,2), Kzinv, News Ge, News Ge 24/7, Tonerin. მათ მიერ გამოქვეყნებულ პოსტებს სიახლის ვიზუალი აქვთ და თემატურად, ძირითადად, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან არის დაკავშირებული.
გავრცელებული პოსტები თაღლითური შინაარსისაა. პოსტებისთვის თანდართულ ბმულებს მომხმარებელი ტაბულას ყალბ საიტზე გადაჰყავს, რომელიც კომპანია სოკარის სახელით თაღლითურ საინვესტიციო პლატფორმის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
გამოვლენილი ფეისბუქ გვერდები მედიებად პოზიციონირებენ და იყენებენ ქართული მედიასაშუალებების, Georgia Today და ტაბულას ლოგოებს, ხოლო თაღლითურ საიტს, რომელსაც ისინი უთითებენ, ტაბულას ვიზუალი აქვს. ქართველი პოლიტიკოსების, ხელისუფლების წარმომადგენლების და ბიზნესმეწარმის, ასევე სოკარის სახელის გამოყენებით ცდილობენ თაღლითური სქემის მიმართ სანდოობა გაზარდონ და მომხმარებლების მონაცემები ფინანსების მობილიზების მიზნით შეაგროვონ. სტატიები, რომლებიც თაღლითურ ვებ-საიტებზე გვხვდება, გაყალბებულია, ცნობილ ადამიანებთან ინტერვიუები კი გამოგონილი.
ფეისბუქ გვერდები |
გამოქვეყნებული პოსტები |
გაყალბებული სტატია რომელზეც ხდება მომხმარებლების გადამისამართება |
საიტები, რომლებზეც გამოქვეყნებულია ყალბი სტატიები |
Poeta Day
არქივის ბმული |
therekilar.com
kilargrunt.com
|
||
News Georgia
არქივის ბმული |
ამჟამად ბმული მიუწვდომელია | somebasf.com | |
BMA production
არქივის ბმული |
kilargrunt.com nobodyavnm.com |
||
Kzinv
არქივის ბმული |
intensefosa.com | ||
News Ge | kilargrunt.com | ||
News Ge 24/7
არქივის ბმული |
kilargrunt.com | ||
Tonerin | kilargrunt.com | ||
Perodua Izan
(მიხეილ ლომთაძეზე დასპონსორებული პოსტები გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკაში 20 მაისს იყო ხელიმსაწვდომი, სქრინშოთიც 20 მაისს არის გადაღებული) |
broinmate.com |
გავრცელებული პოსტების უმეტესობა Georgia Today-ს ლოგოს იყენებს, თუმცა ეს მედია ინგლისურენოვანი გამოცემაა, მის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათების ვიზუალი კი განსხვავდება გავრცელებული პოსტების ვიზუალისგან.
საპროტესტო აქციებთან და ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებულ პოსტებს თანდართული აქვთ რამდენიმე სხვადასხვა ვებ-საიტის (therekilar.com, kilargrunt.com) ბმულები. ამ ბმულებს გადავყავართ გვერდებზე, რომლის ვიზუალიც გამოცემა ტაბულას საიტის დიზაინის იდენტურია და გამოქვეყნებულია სტატია სათაურით “რატომ ეშინია ხელისუფლებას პროტესტების და რა დგას რეალურად მიტინგების უკან საქართველოში?” (1,2)
პოსტს “ეროვნული ნაკრების სკანდალური შემოსავლების შესახებ” რომელსაც ტაბულას ლოგო ერთვის, ტაბულას ყალბ სტატიაზე გადავყვართ, რომელიც საიტ intensefosa.com-ზეა გამოქვეყნებული.
News Georgia-იას მიერ გამოქვეყნებული, მიხეილ ლომთაძესთან დაკავშირებული პოსტისთვის თანდართულ ბმული ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა მასალაზე მუშაობის პროცესში გამოვლენილი კიდევ ერთ გვერდს Perodua Izan-ს მიხეილ ლომთაძესთან დაკავშირებული პოსტები დასპონსორებული ჰქონდა და ისინი 20 მაისს გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკაში იყო ხელმისაწვდომი. 21 მაისს ეს პოსტები რეკლამების ბიბლიოთეკაში არ იძებნება. თუმცა სარეკლამო პოსტების ბმულს გადავყავდით საიტ broinmate.com-ზე, რომელიც ტაბულას იდენტურ ვიზუალს იყენებს და გამოქვეყნებულია მიხეილ ლომთაძესთან დაკავშირებული ყალბი სტატია.
კახა კალაძესთან დაკავშირებულ პოსტს გადავყავართ საიტ nobodyavnm.com-ის გვერდზე, რომელიც ასევე ტაბულას საიტთან მიმსგავსებულ დიზაინს იყენებს და აქ თბილისის მერ კახა კალაძის შესახებ გაყალბებული სტატიაა გამოქვეყნებული.
ტაბულას სახელით გაყალბებულ სტატიებში გრამატიკული შეცომებია დაშვებული, ისინი სტილისტურად გაუმართავია და სავარაუდოდ მექანიკურად არის თარგმნილი. სტატიებში პოლიტიკოსები ლევან ხაბეიშვილი და კახა კალაძე, ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე და ანონიმური ფეხბურთელი რეკომენდაციას უწევენ სოკარის საინფორმაციო პლატფორმას და სტატიების ბოლოში ამ პლატფორმის შესახებ არის ინფორმაცია მოწოდებული. სტატიებში რამდენიმე ადგილას გვხვდება ბმულები, რომლებსაც სოკარის სახელით შექმნილ თაღლითურ ვებ-გვერდებზე გადავყვართ. ეს გვერდები საინვესტიციო პლატფორმად პოზიციონირებეს და მომხმარებლებს დარეგისტრირებას სთავაზობს, პირადი მონაცემების: სახელის, გვარის და ტელეფონის ნომრის მითითებით.
აღსანიშნავია, რომ ტაბულას გაყალბებულ საიტებზე ნებისმიერ სხვა ბმულზე გადასვლისას, იქნება ეს მთავარი გვერდი თუ სხვა რომელიმე სიახლე, სოკართან დაკავშირებულ ასეთივე თაღლითურ გვერდზე გადავყავართ.
ფეისბუქ-პოსტებზე თანდართულ, ზემოთაღნიშნულ ბმულებზე სხვა ქვეყნიდან გადასვლის დროს, ვხვდებით არა ტაბულას, არამედ Nomad Capitalist-ის გაყალბებულ ვებ-გვერდზე. VPN-ის გამოყენებით, აშშ-ის სერვერიდან მიხეილ ლომთაძის სტატიის ბმულზე გადასვლის დროს ვხვდებით ვებ-საიტზე, რომელიც გამოცემა Nomad Capitalist-ის ვიზუალს იყენებს. ეს საიტი საზღვარგარეთ ბიზნესსაქმიანობის მიზნით გადახვეწილი ადამიანებისთვის სასარგებლო რესურსებს უყრის თავს. პლატფორმა ინგლისურენოვანია. მისი ვიზუალის გამოყენებით გაყალბებული სტატია კი რუსულენოვანია და საქართველოში ინვესტირებას ეხება. ყალბი სტატიის გვერდზე სხვა არც ერთი ბმული აქტიური არ არის.
-
საეჭვო ფეისბუქ გვერდები, რომლებიც მედიად პოზიციონირებენ და თაღლითურ პოსტებს ავრცელებენ
ფეისბუქ-გვერდები, რომლებიც ამ თაღლითურ საიტთან დაკავშირებულ პოსტებს, ავრცელებენ, ასევე საეჭვოდ გამოიყურებიან. ისინი სხვადასხვა დროს, 2018-2024 წლებში არის შექმნილი.გვერდები ახალი ამბების გამავრცელებელ გვერდებად პოზიციონირებენ, გვერდის სახელში ფიგურირებს News – სიახლეები (News Georgia, News Ge, News Ge 24/7) ან აქვთ პროფილის ფოტოს წარწერით 24/7 News – სიახლებიი 24/7, (Perodua Izan, Poeta Day’s, BMA Production, Tonerin). გვერდების ნაწილი სხვადასხვა ენაზე აქვეყნებს პოსტებს, ნაწილს დაბალი ფეისბუქ აქტივობა აქვს. გვერდების ადმინისტრატორების ლოკაციებად მითითებულია ისეთი ქვეყნები როგორიცააა ვიეტნამი, ინდონეზია, ფილიპინები, ალჟირი.
გვერდების ფეისბუქ-აქტივობა საეჭვოდ გამოიყურება.
ფეისბუქ გვერდები | შექმნის თარიღი | რა სახის პოსტებს აქვეყნებს? | ადმინისტრატორების მითითებული ლოკაცია | პოსტები რეკლამების ბიბლიოთეკიდან
(რეკლამების ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომი ინფორმაცია მასალაზე მუშაობის პერიოდში რამდჯერმე შეიცვალა, შესაბამისად არ ასახავს მიმდინარე მდგომარებას, ზოგ შემთხვევაში ჩანს, რომ რამდენიმე რეკლამა მეტას სარეკლამო სტანდარტის დარღვევის გამოა წაშლილი) |
Poeta Day’s | 16 ივლისი 2018 | 2024 წლის აპრილში აქვეყნებდა. ბელარუსული მედიის Беларус 1-ის ვიზუალით გაყალბებულ საინფორმაციო ბარათებს (1,2,3)
2023 წელს გამოაქვეყნა 1 პოსტი მანამდე პორტუგალიურ ენაზე აქვეყნებდა პოსტებს. (რამდენიმე მაგალითი: 1,2)
|
ვიეტნამი, ინდონეზია და ფილიპინები |
სქრინშოთი გაკეთებულია 20 მაისს. სქრინშოთი გაკეთებულია 21 მაისს. |
News Georgia | 12 მაისი 2024 | 2 პოსტი: პროფილის და გარეკანის ფოტოს ცვლილება. | მითითებული არ არის |
სქრინშოთები გადაღებულია 20 მაისს 21 მაისი მონაცემებით რეკლამების შესახბ ინფორმაცია არ არის |
BMA production | 2 აპრილი 2019 | პროფილის ფოტოს ცვლილება 2024 წლის 16 მაისს, რის შემდეგაც გვერდს არ გამოუქვეყნებია პოსტები.
2019-ში გვერდი აქვეყნებდა შემთხვევითი ფრანგულენოვან პოსტებს (რამდენიმე მაგალითი 1, 2).
|
მითითებული არ არის |
სქრინშოთი გადაღებულია 20 მაისს 21 მაისი მონაცემებით რეკლამების შესახბ ინფორმაცია არ არის |
Kzinv | 15 ნოემბერი 2023 | ერთადერთი პოსტი პროფილის ფოტოს ცვლილებაა | ფილიპინები | 21 მაისი მონაცემებით რეკლამების შესახბ ინფორმაცია არ არის |
News Ge | 15 მაისი 2024 | ორი პოსტი, ორივე პროფილის ფოტოს ცვლილება
|
მითითებული არ არის | 21 მაისი მონაცემებით რეკლამები შესახებ ინფორმაცია არ არის |
News Ge 24/7 | 10 მაისი 2024 | ერთადერთი პოსტი პროფილის ფოტოს ცვლილება | მითითებული არ არის |
სქრინშოთი გადაღებულია 20 მაისს 21 მაისი მონაცემებით რეკლამები შესახებ ინფორმაცია არ არის |
Tonerin | 16 მაისი 2022 | გვერდზე პოსტები 1 მაისიდან არის გამოქვეყნებული. გამოქვეყნებულია ბელაურუსული მედიის Беларус 1-ის ლოგოთი გაყალბებული საინფორმაციო ბარათები, სვეტლანა ტიხანოვსკაიას სახელით გაყალბებული თაღლითური ვიდეო, და Georgia Today-ს ლოგოს გამოყენებით გაყალბებული საინფორმაციო ბარათები (1,2) | ალჟირი, ინდონეზია, ფილიპინები |
სქრინშოთი გაკეთებულია 21 მაისს |
Perodua Izan | 27 იანვარი 2020 | 19 მაისს შეიცვალა პროფილის ფოტო, რის შემდეგაც პოსტებს არ აქვეყნებს. მანამდე ძირითადად მანქანის ვიზუალებით გამოქვეყნებული აქვს სავარაუდოდ თაღლითური პოსტები მალაიზიურ ენაზე (რამდენიმე მაგალითი 1,2). | მალაიზია, ფილიპინები, ალჟირი |
სქრინშოთი გაკეთებულია 21 მაისს |
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.