მედია მანიპულაციები „ღორების პასპორტიზაციის” შესახებ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

handsome-micro-pig-1
89
VIEWS

21 დეკემბერს, ტელეკომპანია „იბერია TV”-ს საინფორმაციო გამოშვებაში „ახალი ამბები” გავიდა მანიპულაციური სიუჟეტი სათაურით „რეგულაცია მეღორეებისათვის”. სიუჟეტში მოთხრობილია საქართველოს მთავრობის #548 დადგენილების შესახებ ღორების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის თაობაზე. სიუჟეტი გავრცელდა პორტალებზე kutaisitoday.com , News TV. ამ თემატიკაზე საინფორმაციო სააგენტო tb24.ge-მაც გამოაქვეყნა მანიპულაციური შინაარსის სტატია.

„იბერია TV”-ს საინფორმაციო გამოშვება „ახალი ამბების” წამყვანის თქმით, აღნიშნული წესის ქვეპუნქტებს მოქალაქეები საკმაოდ ემოციურად შეხვდნენ. მოყვანილია ფერმერების, გლეხების და ხორცის რეალიზატორის მოსაზრებები. გამოთქმულია ვარაუდები, რომ ინიციატივა გულისხმობს ღორებისთვის პასპორტების მინიჭებას, რომელიც შეიძლება ფასიანი იყოს და ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ხორცპროდუქტებზე ფასების ზრდა. სიუჟეტში არაა წარმოდგენილი იმ უწყებების პოზიცია, რომელიც მთავრობის დადგენილების განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. სიუჟეტში ბალანსი ფორმალურად არის დაცული, რადგან იმ პარლამენტარების კომენტარებია მოწოდებული (ზაქარია ქუცნაშვილი, ზაზა გაბუნია, გუგული მაღრაძე), რომელთაც კონკრეტულ დარგობრივ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენცია არ გააჩნდათ. სიუჟეტში წარმოდგენლია ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის ოთარ დანელიას კომენტარი, რომელმაც განაცხადა, რომ მას არ უნახავს ინიციატივა, თუმცა სავარაუდოდ საუბარია ღორის მიკვლევადობაზე.

რეალური ფაქტები

1. ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესი არ ითვალისწინებს ღორების პასპორტიზაციას

სიუჟეტში რესპოდენტები იყენებენ ფრაზას „ღორის პასპორტი”. სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესი არ ითვალისწინებს ღორების პასპორტიზაციას. შესაბამისად, აღნიშნულ წესშიც არსად არ არის ნახსენები ტერმინი „ღორების პასპორტიზაცია”.

2. ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის მიზნები

„ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” #548 დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 13 დეკემბერს მიიღო.

ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და ცხოველთა სადგომის წესი მომზადდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და DCFTA-ს ( მე-4 თავი) ფარგლებში აღებული ვალდებულების თანახმად (ევროკომისიის 2008/71/EC დირექტივის კოდიფიცირებული ვერსიის შესაბამისად).

აღნიშნული წესის მიზანია:

  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება ღორისგან მიღებული პროდუქტების წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ;
  • ღორის და მისი სადგომის შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა და მიკვლევადობა;
  • ღორის და მისი სადგომის შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და აღრიცხვიანობის რეგულირება;
  • ღორის ჯანმრთელობის დაცვა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვა და ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა;
  • ქვეყნის შიგნით ღორის გადაადგილებასა და ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელება.
  • სანაშენე საქმიანობის გაუმჯობესება-სრულყოფა.

რეგულაცია მნიშვნელოვანია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, ადგილობრივ ბაზარზე სურსათის უვნებლობის სტანდარტების დამკვიდრების და მიკვლევადობის უზრუნველყოფისთვის, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლის ინტერესების დაცვას.

წესის მიხედვით, ღორების იდენტიფიკაცია და ცხოველთა სადგომების -რეგისტრაცია 2018 წლიდან დაიწყება. ღორების იდენტიფიკაცია მოხდება დადგენილი წესის შესაბამისად ღორებისთვის სპეციალური საყურე ნიშნებით ან სვირინგით. თითოეულ ღორს საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭება (ეს წესი არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირზე, რომელსაც ყავს ერთი ღორი საკუთარი გამოყენებისა და მოხმარებისთვის, ვიდრე არ დაექვემდებარება გადაადგილებას).

3. ფერმერებისთვის დოკუმენტაციის აღება ფასიანი არაა და არც ხორცპროდუქტებზე ფასის ზრდას გამოიწვევს

ჟურნალისტის თქმით, ერთ-ერთი ხორცის რეალიზატორის აზრით, სამთავრობო დადგენილება ფერმერებზე უარყოფითად იმოქმედებს და არ არის გამორიცხული, რომ ახალმა ინიციატივამ პროდუქტებზე ფასის ზრდა გამოიწვიოს. ერთ-ერთმა რესპოდენტმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ „ღორების პასპორტის” აღება შეიძლება ფასიანი იყოს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ფერმერებისა და წვრილი გლეხური მეურნეობებისათვის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები იქნება უფასო. ამასთან, აღნიშნული აქტივობა (იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია) არ გამოიწვევს ღორის ხორცზე ფასის ზრდას, რადგან ღონისძიებები განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

 

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist