მანიპულაციები, თითქოს ასოცირების შეთანხმება საქართველოს სუვერენიტეტს ლახავს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

გტ
168
VIEWS

ქართულ მედიაში პერიოდულად ჩნდება განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს ინტეგრირება დასავლური ინსტიტუტებში ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის ტოლფასია. მაგალითად, 30 ოქტომბერს, ტელეკომპანია ობიექტივის გადაცემაში  ღამის სტუდია, წამყვანმა ნინო რატიშვილმა გადაცემის სტუმარ პოლიტოლოგ თამარ კიკნაძესთან პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებზე საუბრისას აღნიშნა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო ანგარიშს უწევს დასავლელი პარტნიორების მოსაზრებას, რაც შეიძლება საქართველოსთვის დამაკნინებლად ჩაითვალოს. თამარ კიკნაძის თქმით, საქართველომ ნებაყოფლობით თქვა უარი სრულიად სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებაზე, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება დადო, რაც დასავლეთის კანონების ჰარმონიზებას გულისხმობს.

მტკიცება, თითქოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველომ სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებაზე  თქვა უარი, მცდარია.  ასოცირების ხელშეკრულების დადება განაპირობა საქართველოს სურვილმა,  გაიზიაროს  საერთო ევროპული ღირებულებები,  რომლებიც  ადამიანის უფლებების და  ძირითად თავისუფლებათა დაცვას , დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემას გულისხმობს.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების პრეამბულაში განმარტებულია,  რომ შეთანხმების დადება მხარეებს შორის არსებულმა მჭიდრო კავშირებმა და საერთო ღირებულებებმა განაპირობა, რომლებიც პოლიტიკური ასოცირებისა და ინტეგრაციის ქვაკუთხედს წარმოადგენენ. საერთო ღირებულებებში იგულისხმება:

  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა, მათ შორის იმ პირების უფლებების, რომლებიც უმცირესობებს მიეკუთვნებიან.
  • დემოკრატიული პრინციპების და კანონის უზენაესობის აღიარება.

საქართველო და ევროკავშირი ვალდებულებას იღებენ გააძლიერონ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ფუნდამენტური თავისუფლებების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის პატივისცემა.

ასოცირების შეთანხმებაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ორივე მხარე ხელს შეუწყობს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების პატივიცემას.

ასოცირების შეთანხმებით, საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და შიდასახელმწიფოებრივი რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკის გაძლიერებისკენაა მიმართული. ევროპის ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ საქართველოში შესაბამისი რეფორმების განხორციელებას და წვლილი შეიტანონ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციონალური განვითარების პროცესში, მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის გზით.  კერძოდ,  სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კარგი მმართველობა, მათ შორის საგადასახადო სფეროში, სავაჭრო ინტეგრაცია და გაღრმავებული ეკონომიკური თანამშრომლობა, ინსტიტუციური განვითარება, საჯარო  მმართველობისა და საჯარო სამსახურის რეფორმა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სიღარიბის შემცირება და თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობა.

აღსანიშნავია, რომ ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან 1997 წელს საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე დაიწყო.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, იურისტ გიორგი მელაძის განმარტებით, სახელმწიფოს შეუზღუდავი ძალაუფლება არ გააჩნია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ახალი მსოფლიო წესრიგი გულისხმობს სახელმწიფოების ვალდებულებას, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და იყვნენ საერთაშორისო ურთიერთობების არა მხოლოდ თანასწორი, არამედ პასუხისმგებლიანი წევრები.  საქართველო უკვე 1999 წლიდან მონაწილეობს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციაში, რომელიც მას ევროპული ოჯახის წევრად აქცევს. ამ ოჯახის წევრობა გულისხმობს საქართველოს მხრიდან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს  გადაწყვეტილებების გათვალისწინებას, რაც  გარკვეულწილად სუვერენიტეტის შეზღუდვის ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს.  თუმცა, ამ შემთხვევაში სუვერენიტეტის შეზღუდვა არის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ თანამშრომლობით ჩარჩოში მოქცევა საკუთარი სურვილით და არა იმის გამო, რომ მას ვინმე აიძულებს.

ნარატივი, რომ დასავლეთი თავს გვახვევს საკუთარ ნებას და საქართველოს მხოლოდ ვალდებულებებს აკისრებს ანტიდასავლური რიტორიკის ნაწილია, რომელსაც პერიოდულად  ღიად კრემლისტური პარტიების, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლები აჟღერებენ. აღნიშნულ დისკურსში  ხშირად ევროკავშირთან ინტეგრაციის  რუსულ ოკუპაციასთან გაიგივება ხდება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას ამართლებს.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/P-GkkRszcqE.jpg?itok=5FNxSnSj”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=P-GkkRszcqE”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist