მანიპულაცია, თითქოს გერმანიის გაერთიანება საბჭოთა კავშირის პოლიტიკის შედეგია

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

71216933_413691712685012_5770639830371270656_n
402
VIEWS

2019 წლის 6 სექტემბერს ობიექტივის გადაცემაში „ღამის ეთერი“ დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ გერმანიის გაერთიანება საბჭოთა კავშირის სწორი პოლიტიკის შედეგია.

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “გერმანია დღეს არის გაერთიანებული და გაერთიანებულია იმიტომ სწორედ, რომ თავის დროზე ძალიან სწორი პოლიტიკა გაატარა საბჭოთა კავშირმა და საბოლოო ჯამში გაერთიანდა.“

დავით თარხან-მოურავის განცხადება მანიპულაციურია. რეალურად, დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას შორის დაყოფასა და პოლარიზაციას სწორედ საბჭოთა კავშირი აღრმავებდა, რაც როგორც ბერლინის კედლის აშენებით, ასევე დასავლეთ მოკავშირეების მიერ დასავლეთ გერმანიისთვის ეკონომიკური დახმარების საპასუხოდ ბერლინის ბლოკადით გამოიხატებოდა. რაც შეეხება გერმანიის გაერთიანებას, ეს მოვლენა არა საბჭოთა კავშირის პოლიტიკის, არამედ გაერთიანებამდე განვითარებული მოვლენების შედეგი იყო, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში სოციალისტური პარტიის დასუსტების, აღმოსავლეთ გერმანიიდან გერმანელების დასავლეთში გაქცევისა და ბერლინის კედლის დაცემის. 

  • გერმანიის დაყოფა და ბერლინის ბლოკადა

მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ გერმანიის ტერიტორია გამარჯვებულმა სახელწიფოებმა ოთხ ნაწილად დაყვეს: დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის. ანალოგიური დაყოფა შეეხო ბერლინსაც. 1945 წლის ზაფხულიდან მოკავშირე ქვეყნებმა გერმანულ პოლიტიკურ პარტიებს ჩამოყალიბების საშუალება მისცეს ადგილობრივი და რეგიონალური წარმომადგენლობების შესაქმნელად. 1947 წლისთვის ნათელი გახდა, რომ საბჭოთა კავშირი თავისუფალ და პლურალისტურ არჩევნებს არ დაუშვებდა. შედეგად აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა შექმნეს ბიზონია, რომელიც ორი ზონის გაერთიანებას წარმოადგენდა და გერმანიის ამ ნაწილის ეკონომიკურ განვითარებას ისახავდა მიზნად. ამავე წლის ივლისში გერმანიის საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ს ნაწილებში არამდგრადი რაიხმარკა, მყარი და ახალი გერმანული მარკით ჩანაცვლდა, რამაც პროგრესს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, აშკარა ხდებოდა, რომ გერმანიის არასაბჭოთა ნაწილი ვითარდებოდა. საპასუხოდ საბჭოთა კავშირიმა მკაცრ ზომებს მიმართა.

1948 წლის 21 ივნისს საბჭოთა მმართველობამ გამოაცხადა, რომ მოკავშირეებს ბერლინთან დაკავშირებით აღარანაირი უფლება აღარ ჰქონდათ, შესაბამისად, ჩაიკეტა ქალაქამდე მისაღწევი ყველა სამანქანო და სარკინიგზო გზა. დაიწყო ბერლინის ბლოკადა. ქალაქი საკვებისა და სხვა აუცილებელი საჭიროებების გარეშე დარჩა. 26 ივნისიდან მოკავშირეებმა ქალაქის საჰაერო გზით მომარაგება დაიწყეს. 321 დღის განმავლობაში განხორციელდა 272000 ფრენა, რათა მოსახლეობას საკვები, საწვავი და სხვა აუცილებელი პროდუქტი მიეღო. მხოლოდ 1949 წლის 21 მაისს სტალინის ბრძანებით ბლოკადა მოიხსნა. საჰაერო მომარაგების შედეგად კი 24 ამერიკელი, 23 ბრიტანელი და შვიდი გერმანელი მფრინავი დაიღუპა.

  • გერმანიის ფედერაციული და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკების შექმნა

1948 წლის პირველ აგვისტოს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ბიზონიას ფრანგული ნაწილიც დაემატა, შედეგად შეიქმნა ტრიზონია, რომელსაც 1949 წლის 23 მაისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ეწოდა. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ნაწილს, აქ 1949 წლის მაისსში არჩევნები გაიმართა, თუმცა კანდიდატებს შორის არჩევანის გაკეთების ნაცვლად, ამომრჩევნლებს სიაზე მხოლოდ დათანხმება ან მისი უარყოფა შეეძლოთ. ოფიციალური შედეგების მიხედვით, მოსახლეობის ორმა მესამედმა მხარი დაუჭირა სოციალისტთა გაერთიანებული პარტიის დომინაციას. 1949 წლის ოქტომბერში, სახალხო კონგრესის მიერ რატიფიცირებული კონსტიტუცია ძალაში შევიდა და გერმანიის საბჭოთა ზონა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკად იქცა.

  • ბერლინის კედლის აგება

საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მის დასავლურ მეზობელს ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა, ამიტომ 1949-1961 წლებში მრავალი მოქალაქე, მათ შორის კვალიფიციური მუშაკები დასავლეთ ნაწილში გადადიოდნენ. მიგრაციის პრევენციისთვის საბჭოთა კავშირმა 1961 წლის 12-13 აგვისტოს ღამით ბერლინის კედლის მშენებლობა დაიწყო, რომლის პირველი ვერსიაც მავთულხლართებს წარმოადგენდა. სულ მალე 120 კილომეტრის სიგრძის კედელი ცივი ომისა და რკინის ფარდის სიმბოლო გახდა. დასავლეთ ბერლინის მოსახლეობა და მმართველობა მას სირცხვილის კედელსაც უწოდებდა, რადგან ის მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას უზღუდავდა. 1961-1989 წლებში ბერლინის კედლის გადალახვის მცდელობისას ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 5000-მა კი წარმატებით მოახერხა აღმოსავლეთ ნაწილიდან დასავლეთში გადასვლა.
"
ბრანდერბურგის კარიბჭე, 1961.

  • დასასრულის დასაწყისი

1989 წლის ზაფხულში უნგრეთის რეფორმისტულმა მთავრობამ აღმოსავლეთ გერმანიის მოქალაქეებს ავსტრიასთან ახლადგახსნილი საზღვრის საშუალებით დასავლეთ გერმანიაში გადასვლის საშუალება მისცა. უკვე შემოდგომაზე ათასობით აღმოსავლეთ გერმანელი იყენებდა ამ გზას, სხვა მრავალი კი თავშესაფრისთვის დასავლეთ გერმანიის ვარშავისა და პრაღის საელჩოებს მიმართავდა. მიგრაციის ტალღა თანდათან იზრდებოდა, ამავდროულად ლაიფციგსა და აღმოსავლეთ გერმანიის სხვა ქალაქებში რეფორმების მოთხვნით დემონსტრაციები იმართებოდა.

გდრ-ს მაშინდელი სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარე, ჰონეკერი, სხვა კომუნისტით, ეგონ კრენმა ჩანაცვლდა, რათა მიგრანტების გადინება მას შეეჩერებინა. თუმცა 1989 წლის 9 ნოემბერს მოულოდნელად და შეცდომით აღმოსავლეთ გერმანიის პოლიტბიურის წევრმა, გიუნტერ შაბოვსკიმ განაცხადა, რომ მიგრაციის პოლიტიკა შეიცვლებოდა, ხოლო შეკითხვაზე თუ როდის, უპასუხა, რომ დაუყონებლივ. რა თქმა უნდა, კომუნისტი პოლიტიკოსი ბერლინის კედლის დანგრევას არ გულისხმობდა, თუმცა მოსახლეობისთვის მისი ეს განცხადებაც საკმარისი იყო. კედელთან ათასაბოით ადამიანი მისი განადგურების მოთხოვნით მივიდა.

  • არჩევნები აღმოსავლეთ გერმანიაში

კედლის დაცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 28 ნოემბერს კი დასავლეთ გერმანიის ქრისტიან დემოკრატმა კანცლერმა ჰერმუტ კოლიმ გამოაქვეყნა გერმანიის გაერთიანების ათ პუქნტიანი პროგრამა, რომლითაც ქვეყნის ორივე ნაწილს გაერთიანებისკენ მოუწოდა. 1990 წლის 18 მარტს აღმოსავლეთ გერმანიაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. 1933 წლიდან ეს იყო პირველი თავისუფალი არჩვევნები გერმანიის ამ ნაწილში. გამარჯვება მოიპოვა ალიანსმა გერმანიისთვის, რომელსაც აღმოსავლეთ გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული პარტია ედგა სათავეში და რომელიც დასავლეთ გერმანიასთან გაერთიანებას ისახავდა მიზნად. ლიდერმა პარტიამ ხმების 40.8% მიიღო და სხვა პარტიებთან კოალიციაში გაერთიანების შედეგად პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტში ყველაზე მეტი წარმომადგენელი წარადგინა. ყოფილი სოციალისტური პარტიის დამარცხებით ნათელი გახდა, რომ აღმოსავლეთ გერმანიის მოსახლეობა გერმანიის გაერთიანებას უჭერდა მხარს. 1990 წლის 20 სექტემბერს სწორედ დემოკრატიული წესით არჩეულმა აღმოსავლეთ გერმანიის პარლამენტმა დაუჭირა მხარი გაერთიანების შეთანხმებას, რომელიც ძალაში 3 ოქტომბერს შევიდა.

  • ამერიკის პოზიცია

ჯერ კიდევ მანამ სანამ საბჭოთა კავშირში „პერესტროიკის“ ხანა დადგებოდა, 1982 წელს დასავლთ გერმანიაში ვიზიტისას რონალდ რეიგანმა აღნიშნა, რომ საბჭოთა ლიდერებს ჰკითხავდა რა საჭირო იყო ბერლინის კედლის არსებობა. 1987 წლის 12 ივნისს კი ბრანდერბურგის კარიბჭესთან რეიგანმა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა, რომლითაც გორბაჩოვს კედლის, როგორც გერმანიის დაყოფის სიმბოლოს, განადგურებისკენ მოუწოდა. გერმანიის გაერთიანებას შემდეგ უკვე მხარს უჭერდა თეთრი სახლიც: ჯორჯ ბუში ემხრობოდა NATO-ში ერთიანი გერმანიის ყოფნას, რაც 1990 წელს ასეც მოხდა.

ამერიკის როლზე საუბრისას უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სწორედ ამერიკული დიპლომატიის დამსახურებით შეიქმნა ‘2+4’ ფორმატი, რაც გულისხმობდა, რომ მოლაპარაკებების დროს ორი გერმანია გაერთიანების პირობებზე იმსჯელებდა, ოთხი მოკავშირე და გამარჯვებული სახელმწიფო კი საერთაშორისო საკითხებზე ორიენტირდებოდა. სწორედ ამ შეთანხმებების შედაგად მოხერხდა შეთანხმების მიღწევა: ერთიანი გერმანია იქნებოდა NATO-ს წევრი, თუმცა შეამცირებდა თავის სამხედრო შეიარაღებას, ასევე უარს იტყოდა ატომური, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის წარმოებაზე.

  • გორბაჩოვის პოზიცია

1987 წლიდან გორბაჩოვის საგარეო პოლიტიკას პოლიტბიურო იშვიათად განიხილავდა, გადაწყვეტილებებს  გორბაჩოვი თავის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად იღებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე პერიოდიდან საბჭოთა კავშირი თითქმის აღარ ერეოდა აღმოსავლეთ ევროპის საშინაო საქმეებში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ეკონომიკური კრიზისი იყო. 1989 წლის იანვარში გორბაჩოვმა გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა ძალები 14%-ით მცირდებოდა, ასევე 19%-ით იკლებდა სამხედრო შეიარაღების წარმოებაც. საბჭოეთში აღარ იყო საკმარისი თანხები აღმოსავლეთ ევროპაზე გავლენის მოსახდენად, კრემლის მესვეურთ უწევდათ შეგუებოდნენ, რომ ცენტარული და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობები დასავლეთს მიმართავდნენ კრედიტებისა და მხარდაჭერისთვის.

1989 წლის ზაფხულში უნგრეთის მიერ საზღვრები გახსნის შემდეგ საბჭოთა მმართველობა სიჩუმეს ინარჩუნებდა. შედეგად მიღებული მიგრანტთა კრიზისის შესახებ კი 27-28 სექტემბერს შევარდნაძის, ჯეიმს ბეიკერისა და გენშერის შეხვედრაზე მხოლოდ ის გადაწყდა, რომ აღმოსავლეთ გერმანელებს პრაღისა და ბუდაპეშტის საელჩოებში ვიზის მოლოდინში ყოფნა შეეძლოთ.

მოგვიანებით ამ  მოვლენებთან დაკავშირებით გორბაჩოვმა აღნიშნა, რომ უკვე 1989 წლისთვის მზად იყო ცენტრალური ევროპიდან ჯარების გასაყვანად, თუმცა ამის განხორციელება საშინაო პოლიტიკიდან გამომდინარე ნელა და ეტაპობრივად სურდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1989 წლის 11-15 ივნისს გორბაჩოვი დასავლეთ გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც ჰერმუნტ კოლის შეთვაზებას, შეთანხმებულად ჩართულიყვნენ გდრ-ს საქმეებში, რაც ჰონეკერის გადაყენებითა და ცვლილებებით გამოიხატებოდა, ტოლერანტულად შეხვდა. ამავე შეხვედრაზე გაჟღერდა ერთა თვითგამორკვევის პატივისცემის ცნება, რითაც ნათელი გახდა, რომ სსრკ ძალის გამოყენებით არ შეუშლიდა ხელს აღმოსავლეთ გერმანიაში ცვლილებების განხორციელებას. საპასუხოდ კოლმაც აღნიშნა, რომ გდრ-ში დესტაბილიზაცია არც მისი მთავრობის მიზანს წარმოადგენდა, ეს შენიშვნა საფუძველს ქმნიდა გერმანიის მშვიდობიანი გაერთიანებისთვის.

ჰონეკერის გადაყენების შესახებ გორბაჩოვმა გადაწყვეტილება 1989 წლის ოქტომბერში მიიღო, ნაცვლად პოლიტბიუროსთან შეხვედრისა, დისკუსია მისსავე ოფისში გაიმართა.  აღმოსავლეთ გერმანიის ახალი მმართველისგან, კრენცისგან, კი შეიტყო, რომ გდრ-ს 26.5 მილიარდი ჰქონდა ვალი, მოგვიანებით გორბაჩოვმა პოლიტბიუროს სხდომაზე აღნიშნა, რომ ამხელა ვალის პირობებში დასავლეთ გერმანიის დახმარების გარეშე აღმოსავლეთ ნაწილს ვერ გადაარჩენდნენ. საბჭოთა ლიდერი დაეთანხმა კრენცს ორ ქვეყანას შორის გადაადგილების გაადვილების თაობაზეც, თუმცა ბერლინის კედლის გახსნასა და რღვევაზე, რა თქმა უნდა, არ უმსჯელიათ.

9 ნოემბრის დილით კრემლში გაკვირვებით შეხვდნენ ბერლინის კედლის შესახებ სიახლეს, თუმცა გორბაჩოვს არ შეუქმნია კრიზისის მართვის არანაირი კომისია, მეტიც პოლიტბიუროს იმ დღის სესიაზე მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ბალტიის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს განიხილავდნენ.

გერმანიის გაერთიანებასთან დაკავშირებით სსრკ-ს პოზიციებზე საუბრისას აღსანიშნავია მალტის 1989 წლის დეკემბრის კონფერენცია, სადაც გორბაჩოვი ჯორჯ ბუშს შეხვდა და გერმანიის საკითხზე საუბრისას მკაცრად გააკრიტიკა კოლის 10 პუქტიანი გეგმა და მას გდრ-ს გადაყლაპვის მცდელობა უწოდა. გორბაჩოვის სიტყვებით იმ მომენტში ორი გერმანია არსებობდა და ისტორიას უნდა გადაეწყვიტა რა ბედი ეწეოდათ მათ და ახალ მსოფლიოს.

1989 წლის ნოემბრიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სსრკ-ს ელჩი, კვიცინსკი ედუარდ შევარდნაძესთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად აფრთხილებდა გორბაჩოვს, რომ მალე გდრ შესაძლოა გამქრალიყო და აუცილებელი ხდებოდა კოლთან მოლაპარაკებები გერმანიის ორი ნაწილის არა გაერთიანების, არამედ კონფედერაციის შექმნის შესახებ. თუმცა გორბაჩოვმა მხოლოდ 1990 წლის იანვრის ბოლოს 2+4 ფორმატზე დათანხმების შემდეგ აღიარა, რომ გერმანიის გაერთიანება გარდაუვალი იყო.

გორბაჩოვი პირადად შეხვდა ჰერმუნტ კოლს 1990 წლის ივლისში, ამ დროისთვის მათ შორის მეგობრული დამოკიდებულება არსებობდა, ორი ქვეყნის ლიდერს შეთანხმებისთვის უნდა მიეღწია, სსრკ-ს ეკონომიკა დღითიდღე ნადგურდებოდა, მის გადასარჩენად კი ფული იყო საჭირო, კრემლი გერმანიის გაერთიანებას სწორედ ამ მიზეზით დათანხმდა: კოლი გადაიხდიდა საბჭოთა ჯარების გერმანიის ტერიტორიიდან წასვლის ხარჯებს და ასევე დახმარებას გაუწევდა წითელ იმპერიის ფინანსურ სტაბილურობას.  ზუსტად უცნობია, რა თანხა გადაუხადა გერმანიის კანცლერმა კრემლს, თუმცა მისი სავარაუდო რაოდენობა 50-დან 80 მილიარდ გერმანულ მარკამდე მერყეობს.

movlenebi

 

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist