მანიპულაცია, თითქოს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ნატოს პროვოკაციაა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

64
VIEWS

2019 წლის 25 მარტს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ დამფუძნებელმა ჯონდი ბაღათურიამ ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემაში „ღამის სტუდია“ განაცხადა, რომ ნატო-ს ამბიციები შავი ზღვის რეგიონში საფრთხეებს ქმნის. ის ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს ნატო-ს მორიგი პროვოკაციის კონტექსტში განიხილავს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი ნატო-ს რეგიონში ძალთა წონასწორობის აღდგენისათვის სჭირდება. მისი მტკიცებით,  ყირიმის ანექსია, რომელიც რუსეთის მიერ განხორციელდა, შავ ზღვაში ნატო-ს პოლიტიკის შედეგია. ის ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტს, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის გემებს ცეცხლი გაუხსნეს, ნატოს პროვოკაციად მოიაზრებს და ანალოგიურ პროვოკაციებს ანაკლიის პორტის შემთხვევაშიც პროგნოზირებს.

ჯონდი ბაღათურია, „ქართული დასი“: „…დღეს საერთოდ წარმოდგენილი ნატო და შეერთებული შტატები შავ ზღვაში არ არის. შესაბამისად ისინი ცდილობენ ამ დაკარგული წონასწორობის აღდგენას და თურქეთის და რუსეთის საპირწონედ რაიმე ფეხმოსაკიდებელ ადგილის გაკეთებას. ამისი მცდელობა ადრე იყო ყირიმში და ყირიმი ამიტომ დაიკარგა. ამის მცდელობა რამდენჯერმე მერე აზოვის ზღვიდან და მოკლედ ამ პროვოკაციები იყო…მცდელობა იყო… უკრაინის გზით. ცდილობდნენ ასევე, ანუ შეერთებული შტატები ცდილობდა… რომ გერმანია და საფრანგეთი ჩაეთრია პროვოკაციაში და ის რაღაცა რეიდერული შტურმი, რაც ამ საცოდავმა უკრაინის გემებმა განახორციელეს პროვოკაცია, პირდაპირ პროვოკაცია რაც დაგეგმილი იყო, რომ რუსებს უნდა გაენადგურებინათ უკრაინული გემები და ამათ მერე სანქციები დაეწესებინათ ანუ უნდა დაეხოცათ რამდენიმე ასეული უკრაინელი ახალგაზრდა სამხედრო იმისთვის, რომ მერე ამათ რაღაც ეს პროვოკაციისთვის გამოეყენებინათ და მერე სანქციები დაეწესებინათ და ა.შ. ეს ყველაფერმა რომ არ გაჭრა, ეხლა საქართველოში არის არჩევანი გაკეთებული, რომ ანაკლიაში…“.

ჯონდი ბაღათურიას მიერ  ანაკლიის პორტის მშენებლობის  შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს მორიგ პროვოკაციად განხილვა და ამ პროექტის საფრთხედ წარმოჩენა პარალელების გავლებით ყირიმის ანექსიასა და ქერჩის სრუტის ინციდენტთან, რომლებიც თითქოს რეგიონში ნატო-ს ამბიციური პოლიტიკის შედეგი იყო, მანიპულაციაა. სინამდვილეში,  დასახელებული მაგალითები რუსეთის პასუხისმგებლობაა. ნატო-ს ინიციატივები შავი ზღვის უსაფრთოხების განმტკიცებისთვის კი სწორედ ყირიმის ანექსიის შემდეგ გააქტიურდა. ხოლო, ანაკლიის პორტის მშენებლობა სატრანზიტო და ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოს ინტერესებშია. ამასთანავე, მტკიცება, რომ ნატო შავ ზღვაში წარმოდგენილი არ არის უსაფუძვლოა, რადგან ნატოს 3 წევრი შავი ზღვის აუზის ქვეყანაა და რეგიონის მასშტაბით  ალიანსის სხვადასხვა სამხედრო ინიციატივები და ერთობლივი წვრთნები ხორციელდება.

    1. ყირიმის ანექსია და ქერჩის სრუტეში უკრაინის გემებისათვის ცეცხლის გახსნა რუსეთის პასუხისმგებლობაა.

რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წლის თებერვლის უკრაინის რევოლუციას, „ევრომაიდნის“ მოვლენებს მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევაა, რასაც რუსეთის წინააღმდეგ აშშ-სა და ევროკავშირის მიერ საქნქციების დაწესება მოჰყვა. საყურადღებოა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე პორტებს რუსეთისათვის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

ქერჩის სრუტის ინციდენტიც ყირიმის ანექსიის მსგავსად რუსეთის პასუხისმგებლობაა.   2018 წლის ნოემბერში რუსეთის სასაზღვრო დაცვამ ჯერ ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დააკავა უკრაინის სამი სამხედრო გემი და 24 მეზღვაური.  უკრაინის კუთვნილი კატარღები საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით, შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ გადაადგილდებოდნენ, სადაც რუსულთან ერთად უკრაინული პორტებიც მდებარეობს, თუმცა რუსეთმა ქერჩის სრუტე უკანონოდ ჩაკეტა. სრუტის ჩაკეტვის შემდეგ უკრაინული კატარღები უკან გაბრუნდნენ. რუსულმა სასაზღვრო ძალებმა კი  მათ სწორედ უკანა გზაზე, შავ ზღვაში გაუხსნეს ცეცხლი და დააკავეს.

    2. შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს ესკალაცია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მოხდა

ყირიმის ანექსიამ და მისმა შემდგომმა მილიტარიზაციამ რუსეთის მიერ ნატოს საპასუხო ზომების მიღებისკენ უბიძგა.  2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რეგიონში ახალი გამოწვევბი შექმნა და ნატოს მასზე რეაგირებისაკენ უბიძგა, რაც სიტყვა-სიტყვით არის ასახული 2014 წლის ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებულ დოკუმენტის საფძველზე შემუშვებულ ნატოს „მზაობის სამოქმედო გეგმაში“ .

აღსანიშნავია, რომ ალიანსის 3 წევრი (თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი) შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. თუმცა, ნატოს ნატო-ს ინიციატივები მოიაზრებს როგორც წევრი სახელმწიფოების ჩართულობას ასევე ალიანსის პარტნიორებთან საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობას.

   3. ნატოს სამხედრო წარმომადგენლობა შავ ზღვაში ალიანსის  სამხედრო ინიციატივებისა და ერთობლივი წვრთნების ფორმატში ხორცილდება

ნატოს სამი წევრი (თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი) შავი ზღვის აუზის ქვეყანაა, საქართველო და უკრაინა კი ალიანსის პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. შესაბამისად ნატო შავ ზღვაში ბუნებრივადაა წარმოდგენილი. რუმინეთში შეიქმნა მრავალეროვნული ბრიგადის სტრუქტურა და ლოგისტიკური ბაზა, რომელიც ასევე მრავალეროვნული დივიზიის შტაბ-ბინის დაქვემდებარებაში განთავსდა და ნატო-ს, ისევე როგორც პარტნიორი ქვეყნების ძალების, პერმანენტული წვრთნებით იქნება დაკავებული. ვარშავის სამიტის ფარგლებში მიღებული Tailored Forward Presence (TFP) ფორმატში აშშ-მ გადაისროლა 500 სამხედრო მოსამსახურე.  აღნიშნული ინიციატივები მოიცავს საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო კომპონენტებს.

ასევე, პერიოდულად მიმდინარეობს ნატოს საზღვაო წვრთნები შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში ალიანსის წევრი და მისი პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით.

   4. ანაკლიის პორტი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისთვის  მნიშვნელოვანი პროექტია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მიზნად ისახავს  ტვირთბრუნვის ზრდას. ის ეკონომიკურ პროექტს წარმოადგენს და სამხედრო ბაზის მშენებლობას არ მოიაზრებს. ღრმაწყლოვან პორტებს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყანას საკუთარი სატრანსპორტო, ფინანსური, სამრეწველო და ტურისტული პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, საქართველო ერთადერთი ქვეყნაა შავ ზღვაში, რომელსაც ღრმაწყლოვანი პორტი არ აქვს, რაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას დღეს მნიშვნელოვნად აფერხებს.

აღსანიშნავია,  რომ რუსი და პრორუსი აქტორები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ცდილობენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტების აშენება საფრთხედ წარმოაჩინონ. ამ თემის დღის წესრიგში გამოჩენა თიბისი ბანკის წინააღმდეგ გამოძების დაწყებასა და შავ ზღვაში ნატო-ს სამხედრო წვრთების ჩატარებას პარალურად მოხდა. ანაკლიის პორტი, რომელიც დიდი რაოდენობით ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობას იძლევა, ალტერნატიულ სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რაც რუსეთის ეკონომიკურ გავლენას და მის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ღრმაწყლოვანი პორტების შესახებ რუსი და პრორუსი აქტორების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ იხილეთ მითების დეტექტორის მიერ ადრე მომზადებული მასალა:


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist