მანიპულაცია, თითქოს ამერიკის 40-მილიარდიანი დახმარებიდან უკრაინას მხოლოდ 15% მოხმარდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

355
VIEWS

24 მაისს რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ტელეგრამის ოფიციალურ არხზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 40 მილიარდიანი დახმარებიდან უშუალოდ უკრაინას მხოლოდ თანხის 15% ხმარდება. ვოლოდინი აღნიშნავს, რომ თანხის 35% აშშ-ს შეიარაღებული ძალების დაფინანსებაში მიდის, 45.2% “სხვა ქვეყნებზე” დაიხარჯება, ხოლო 4.8% ლტოლვილებს, უკრაინაში ამერიკის საელჩოს მუშაობასა და დიპლომატიურ მხარდაჭერას მოხმარდება.

3 მანიპულაცია, თითქოს ამერიკის 40-მილიარდიანი დახმარებიდან უკრაინას მხოლოდ 15% მოხმარდება

ვოლოდინის პოსტი შემდეგმა რუსულმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს: TASS, crimea.ria.ru, Russia Today, Комсомольская правда, Московский Комсомолец, ntv.ru, vedomosti.ru, rg.ru, smotrim.ru, regnum.ru. ამასთან ქართულ, აფხაზურ და ოსურ სპუტნიკზე გამოქვეყნდა სტატია სევეროდონეცკის რეგიონში მიმდინარე სამხედრო შეტაკებებზე, რომელშიც ვოლოდინის ეს განცხადებაცაა მოყვანილი. 

ვოლოდინის განცხადება ქართული მედიებიდან ტელეკომპანია სეზონმა და pia.ge-მ გამოაქვეყნეს.

ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადება მანიპულაციურია და ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს 40 მილიარდი დოლარის დახმარებიდან უკრაინას მხოლოდ მცირე ნაწილი (15%) მოხმარდება: 1. თანხის 35% კონკრეტულად იმ შეიარაღებულ ძალებსა და სამხედრო ტექნიკას ხმარდება, რომელიც უკრაინის დახმარებისთვის გამოიყენება და არა ზოგადად აშშ-ს შეიარაღებული ძალების დაფინანსებას; 2. თანხის უმეტესი ნაწილი არა “სხვა ქვეყნების” დასახმარებლად, არამედ უკრაინასთან ერთად სხვა ქვეყნებისთვისაცაა გამოყოფილი.

ვოლოდინის მტკიცება, თითქოს ამერიკის მიერ უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი 40 მილიარდი დოლარიდან უშუალოდ უკრაინას მხოლოდ 15% მოხმარდება, რაც 6 მილიარდია, მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანია. სავარაუდოდ, ვოლოდინი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გამოყოფილ დახმარებას გულისხმობს, რომელიც ზუსტად 6 მილიარდია და მასში გათვალისწინებულია როგორც იარაღისა და სხვა აღჭურვილობის, ისე ჯარის წვრთნისა და ხელფასების ხარჯები. 

40 მილიარდიდან თითქმის ნახევარი (19 მილიარდი) თავდაცვისთვისაა გამოყოფილი, აქედან 6 მილიარდი უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, 9.05 მილიარდი ამერიკის მიერ უკრაინაში გაგზავნილი შეიარაღების განახლებისთვის, ხოლო 3.9 ამერიკის ჯარებისთვის, რომლებიც ევროპაში არიან განლაგებული.

16 მილიარდი უკრაინის ეკონომიკურ მხარდაჭერაზე, გლობალურ ჰუმანიტარულ საჭიროებებზე, საერთაშორისო პროგრამებზეა გათვლილი, ხოლო 2 მილიარდი ნატოს მოკავშირეებისთვის და ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მოდერნიზაციის პროგრამების გრძელვადიანი მხარდაჭერისთვისაა გამოყოფილი.

  • თანხის 35% აშშ-ს კონკრეტულად იმ სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებულ ძალებს  ხმარდება, რომელიც უკრაინის დახმარებისთვის გამოიყენება

მტკიცება, თითქოს თანხის 35% აშშ-ს შეიარაღებული ძალების დაფინანსებაში მიდის, მანიპულაციაა, რადგან, რეალურად, ეს თანხა კონკრეტულად იმ შეიარაღებულ ძალებსა და სამხედრო ტექნიკას ხმარდება, რომელიც უკრაინის დახმარებისთვის გამოიყენება და არა ზოგადად აშშ-ს შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად. 

40 მილიარდის 35% 14 მილიარდია, სავარაუდოდ ვოლოდინმა ეს რიცხვი ამერიკის მიერ უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო შეიარაღების განახლებისთვის გამოყოფილი 9 მილიარდისა და ევროპის რეგიონში განლაგებული ჯარების დასაფინანსებლად გამოყოფილი 3.9 მილიარდის დაჯამებით მიიღო. 

9 მილიარდი დოლარი ამერიკის მიერ უკრაინისთვის აქამდე და სამომავლოდ გაგზავნილი სამხედრო ტექნიკის (არტილერია, ჯავშანტექნიკა, ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო შეიარაღება) ჩანაცვლებისთვისაა გამოყოფილი. რაც შეეხება 3.9 მილიარდს, ეს თანხა აშშ-ის მიერ ნატოს წევრი სახელმწიფოების მხარდასაჭერად რეგიონში გაგზავნილი 10,500 ჯარისკაცის ფინანსური მხარდაჭერისთვის გამოიყო.

4 მანიპულაცია, თითქოს ამერიკის 40-მილიარდიანი დახმარებიდან უკრაინას მხოლოდ 15% მოხმარდება

  • თანხის უმეტესი ნაწილი არა მხოლოდ “სხვა ქვეყნებისთვის”, არამედ სხვა ქვეყნებთან ერთად უკრაინისთვისაცაა გამოყოფილი

ვოლოდინი იმ თანხების პროპორციითაც მანიპულირებს, რომლებიც უკრაინასთან ერთად სხვა ქვეყნებისთვისაცაა გამოყოფილი. 

40 მილიარდიანი დახმარების პაკეტის მიხედვით, უკრაინისთვის გამოყოფილი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თანხა 8.776 მილიარდია, რომელიც უკრაინაში გადაუდებელ საჭიროებებზე რეაგირებაზეა (იგულისხმება ძირითადად ჰუმანიტარული საჭიროებები, ასევე ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა და უკრაინის მთავრობის მხარდაჭერა) ორიენტირებული. აქედან 760 მილიონი გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად ან მასზე რეაგირებისთვისაა გამოყოფილი. 

მთლიანი პაკეტიდან იმ თანხების უმეტესობა, რომლებშიც სხვა ქვეყნებიცაა ნახსენები, მათ გათვალისწინებას უკრაინასთან ერთად მოიაზრებს, მაგალითად საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამისთვის 4 მილიარდია გათვალისწინებული, თუმცა ეს თანხა უკრაინას და სხვა ქვეყნებს, რომლებზეც მიმდინარე ომმა გავლენა მოახდინა, ახალი სამხედრო ტექნიკის შეძენის საშუალებას აძლევს.

6 მანიპულაცია, თითქოს ამერიკის 40-მილიარდიანი დახმარებიდან უკრაინას მხოლოდ 15% მოხმარდება

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 5 მილიარდზე მეტი თანხა გლობალური სასურსათო კრიზისისა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო სურსათზე ფასების ზრდაზე გავლენის მოსაგვარებლადაა გამოყოფილი. გადაუდებელი სასურსათო დახმარების უზრუნველსაყოფად გამოყოფილ 4.35 მილიარდიანი დახმარების ნაწილში აღნიშნულია, რომ თანხა უნდა მოხმარდეს იმ ქვეყნებს, რომლებსაც შიმშილობა შეეხებათ და ასევე უკრაინის შიგნით მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარულ საჭიროებებსაც. როგორც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის სტატიაშია აღნიშნული, უკრაინიდან და რუსეთიდან საკვების ექსპორტის შეფერხებით განსაკუთრებით აფრიკის მოსახლეობა დაზარალდა, ამიტომ დახმარების დიდი ნაწილი სავარაუდოდ იქ წავა.

7 მანიპულაცია, თითქოს ამერიკის 40-მილიარდიანი დახმარებიდან უკრაინას მხოლოდ 15% მოხმარდება

8 მანიპულაცია, თითქოს ამერიკის 40-მილიარდიანი დახმარებიდან უკრაინას მხოლოდ 15% მოხმარდება

40 მილიარდიდან ასევე გამოყოფილია თანხები ამერიკის მეგობარი ქვეყნებისთვის, მაგალითად ამერიკას 500 მილიონით შეუძლია ლოჯისტიკური მხარდაჭერა გაუწიოს მეგობარ უცხო ქვეყნებს. როგორც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი წერს, ეს ნაწილი სავარაუდოდ, იმ ქვეყნებზეა გათვლილი, რომლებმაც უკრაინაში სამხედრო ტექნიკა გაგზავნეს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist