მანიპულაცია, თითქოს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის მიხედვით NATO-ში გაწევრიანება უკანონოა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

121
VIEWS

7 ივნისს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ამბობს, რომ 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე მოხდა, რომლის მეექვსე პუნქტში ნათქვამია, რომ საქართველო ნეიტრალური სახელმწიფოა, შესაბამისად, საერთაშორისო სამხედრო ბლოკებში, კონკრეტულად კი NATO-ში ქვეყნის გაწევრიანების მცდელობები უკანონოა.

Screenshot 3 4 მანიპულაცია, თითქოს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის მიხედვით NATO-ში გაწევრიანება უკანონოა

მტკიცება, რომ 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში ნეიტრალიტეტის ჩანაწერის გამო საქართველოს ნატოში გაწევრიანება უკანონოა, მანიპულაციურია. დამოუკიდებლობის აქტი ომიანობის დროს კონფლიქტში ჩართვაზე უარის თქმას გულისხმობდა. ნეიტრალიტეტის შესახებ ჩანაწერი არ გვხვდება არც 1921 და არც 1995 წლის კონსტიტუციებში. საგულისხმოა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის 1920 წელს ნეიტრალიტეტზე ხელმოწერილი შეთანხმება საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაციით დაარღვია. ასევე აღსანიშნავია, რომ 1993 წელს, ნატოში ინტერგაციის პროცესის დაწყებამდე საქართველო ОДКБ-ს წევრი იყო და 2007 წლამდე მის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზები იყო განლაგებული.

1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტის მესამე პუნქტში ვკითხულობთ:

“საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.”

აქტის პირველი დამატების მესამე პუნქტში კი ნათქვამია:

“საერთაშორისო კონფლიქტების დროს საქართველო ნეიტრალურია.”

არსებობს ნეიტრალიტეტის ორი სახეობა: მუდმივი და ვენტუალური, ანუ ომის დროს ნეიტრალიტეტი. მუდმივი ნეიტრალიტეტისგან განსხვავებით, ომიანობის დროს ნეიტრალიტეტი არ გულისხმობს სამხედრო კავშირებსა და ბლოკებში შესვლაზე უარის თქმას და ძირითადად მოიცავს კონკრეტულ კონფლიქტში ჩაურევლობას. როგორც დამოუკიდებლობის აქტის მესამე პუნქტში და დამატებაში ვხედავთ, ის ომიანობის, კონფლიქტების დროს ნეიტრალიტეტის გამოცხადებას მოიცავს.

გარდა ამისა საგულისხმოა, რომ 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტზე საუბარი აღარ არის. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის მიღების დროს თბილისის მისადგომებთან ქართულ შეიარაღებულ ძალებსა და რუსულ არმიას შორის ბრძოლა მიმდინარეობდა.

საქართველოში შეჭრამდე საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. 1920 წლის 7 მაისს დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგოლ ურატაძემ ხელი მოაწერა რუსეთსა და საქართველოს შორის საზავო ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეები პირობას დებდნენ “ურთიერთ შორის დაიცვან სასტიკი ნეიტრალიტეტი”, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია საბჭოთა ხელისუფლებისათვის მოეხდინა ქვეყნის ოკუპაცია.

ნეიტრალიტეტზე საუბარი არ არის არც 1995 წელს მიღებულ კონსტიტუციაში, რომლის 47-ე მუხლში ნათქვამია, რომ პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებას, მათ შორის იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების, რომლებიც

ა. ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში შესვლას

ბ. სამხედრო ხასიათისაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ ოფიციალური განაცხადი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2002 წელს გააკეთა. მანამდე, 1993 წელს საქართველო გახდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი, რომელიც მთავრობათაშორის სამხედრო ალიანსს წარმოადგენს. საქართველომ ორგანიზაცია 1999 წელს დატოვა მას შემდეგ, რაც 5 წლიან ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და მის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.

ასევე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის პროცესი მხოლოდ 1999 წელს დაიწყო სტამბოლის შეთანხმების ხელმოწერის საფუძველზე და საბოლოოდ 2007 წელს დასრულდა. რუსული სამხედრო ბაზები რჩება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ფეისბუქ პოსტის მომდევნო ნაწილში ირაკლი ზაქარეიშვილი მანიპულირებს იმ ფაქტით, რომ 2008 წელს ჩატარებულ პლებისციტში ნატოში გაწევრიანებას 77%-მა, სულ 1,355,328-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი. 3 527 964 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან პლებისციტში მონაწილეობა 1 982 318-მა მიიღო, თუმცა 203 325 ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა. ამის საფუძველზე ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის ⅓-ზე ნაკლები უჭერს მხარს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში ყოველწლიურად ტარდება გამოკითხვები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოსახლეობის პოზიციის შესახებ. 2022 წლის მარტში მსგავსი გამოკითხვა ჩაატარეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI). IRI-ს მიერ გამოკითხულთა 60%, ხოლო NDI-ს მიერ გამოკითხულთა 

71% ემხრობა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

Screenshot 4 5 მანიპულაცია, თითქოს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის მიხედვით NATO-ში გაწევრიანება უკანონოა
ფოტო: IRI
Screenshot 5 5 მანიპულაცია, თითქოს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის მიხედვით NATO-ში გაწევრიანება უკანონოა
ფოტო: NDI

NDI-ს კვლევა წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვას ემყარება, რომლის ცდომილების ზღვარი +/- 1.8%-ია, IRI-ს კველვა კი პირისპირ ინტერვიუს გზით ჩატარდა და მონაცემები ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის შესაბამისადაა შეწონილი. ცდომილების ზღვარი ამ შემთხვევაში +/- 2.5%-ია.

პარალელურად ღიად პრო-რუსული პარტია პატრიოტთა ალიანსი და მასთან დაკავშირებული ტელეკომპანია ობიექტივი ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ნეიტრალიტეტს უჭერდა მხარს, რის დასასაბუთებლადაც საზოგადოებრივი გამოკითხვა მოჰყავდათ, რომელიც ობიექტივის ეთერში გავიდა და მასში მხოლოდ ნეიტრალიტეტის მომხრეთა პოზიციები იყო წარმოდგენლი. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist