მალავს თუ არა რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა ნამდვილ რაოდენობას?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

rgrg
899
VIEWS

4 მარტს რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით ქვეყნის კომუნიკაციების უწყებამ  როსკომნადზორმა ახალი კორონავირუსის შესახებ ყალბი და დაუდასტურებელი ცნობები აკრძალული ინფორმაციის ნუსხაში შეიყვანა.

გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ Facebook-სა და Vkontakte-ში კორონავირუსზე გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაცია საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ახალი კანონის შესაბამისად, როსკომნადზორი მოქალაქეებს მითითებულ პლატფორმებზე წვდომას შეუზღუდავს, რის შესახებაც მათ მფლობელებსა და მომსახურების მიმწოდებლებს შეატყობინებს.

სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, კორონავირუსზე ყალბი ინფორმციის გავრცელების ბრალდებით მოსკოვში უკვე დააკავეს რამდენიმე ეჭვმიტანილი, თუმცა მათი ვინაობა უცნობია.

ცოტა ხნის წინ Group-IB-ს კიბერუსაფრთხოების ექსპერტები ყვებოდნენ, რომ ჩატებში, ფორუმებზე, სოციალურ ქსელებსა და მესენჯერებში ვრცელდებოდა ინფორმაცია მოსკოვში კორონავირუსით დაავადებულების შესახებ. რუსეთის პრეზიდენტი მსგავსი ინფორმაციის გავრცელებაში “საზღვარგარეთს” ადანაშაულებს.

ამ დროისათვის ოფიციალური მოსკოვი ახალი ვირუსით ინფიცირების მხოლოდ სამ შემთხვევას ადასტურებს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist