მალაიზიური Boeing 777-ის გამოძიების ფაილები BBC-ს დოკუმენტური ფილმის მიხედვით

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

13152608_10209461953768014_328991881_n
198
VIEWS

27 აპრილს, ინტერნეტ-პორტალმა “საქართველო და მსოფლიომ, ხოლო 5 მაისს “საქინფორმმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს BBC-ის დოკუმენტურ ფილმის თანახმად, 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიური თვითმფრინავის (Boeing 777, შემდგომში MH17) უკრაინის ტერიტორიაზე ავაიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზად ოფიციალურისგან განსხვავებული ვერსიაა წარმოჩენილი და თვითმფრინავის ჩამოგდებაში ბრალი უკრაინულ მხარეს ედება.

ინფორმაცია, თითქოს BBC ეჭვქვეშ აყენებს ჰოლანდიის მთავრობის საგამოძიებო დასკვნას და ბრალს სდებს უკრაინულ მხარეს არამხოლოდ რუსულ მედიასა (SputnikTACC) და პროკრემლინურ ქართულ გამოცემებში (საქინფორმი, საქართველო და მსოფლიო), არამედ – დასავლურშიც (Daily MailSunday Express) გავრცელდა. მსგავსი ინტერპეტაციის გამო BBC-მ ბრიტანული მედია საშუალება Sunday Express გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გამოცემა ტყუოდა, როცა ამტკიცებდა, რომ BBC -ს დოკუმენტური ფილმის მიხედვით, თვითმფრინავი უკრაინელების ჩამოგდებული იყო. პირიქით, დოკუმენტური ფილმი სწორედ რომ საეჭვოდ ხდიდა ამ ვერსიას.

BBC დოკუმენტური ფილმების სერია “საიდუმლო ფაილების” (The Conspiracy Files) ერთ-ერთ სერია- “ვინ ჩამოაგდო MH17?” (Who Shot Down MH17?) 3 მაისს გავიდა ეთერში. 25 აპრილს კი გამოქვეყნდა BBC -ის სტატია, რომელშიც აღწერილია აღნიშნული დოკუმენტური ფილმის შინაარსობრივი მხარე.

რეალურად ფილმში მიმოხილულია, ერთი მხრივ, MH17 ავიაკატასტროფის შესახებ ჰოლანდიის სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალური საგამოძიებო დასკვნა და მეორე მხრივ, ინციდენტთან დაკავშირებით არსებული კონსპირაციის თეორიები. სწორედ ამ კონსპირაციის თეორიის ნაწილი, რაც რუსულ წყაროებს ეყრდნობა, და არა მრავალმხრივი ვერსიებია წარმოდგენილი პროპაგანდისტულ მედიასა და ცალკეულ პუბლიკაციებშიდა არ ასახავს BBC-ის მცდელობას, საზოგადოებას ფაქტებზე დაყრდნობით სრულფასოვანი სურათი შესთავაზოს.

ქვემოთ მოცემულია სრული ინფორმაცია BBC-ის ფილმში ასახული გამოძიების ოფიციალური და 2 ალტერნატიული რუსული ვერსიის შესახებ:

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების ოფიციალური საგამოძიებო დასკვნა

ჰოლანდიის უსაფრთხოების საბჭოს გამოძიების დასკვნის მიხედვით, ავიაკატასტროფა გამოიწვია აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან ახლოს რუსული წარმოების სსკ Бук-М1-დან გაშვებულმა 9М38М1 ტიპის რაკეტამ. ის პილოტის კაბინასთან ახლოს აფეთქდა, რის შედეგადაც ბოინგი რამდენიმე დიდ ნაწილად დაიშალა. იმის თაობაზე, თუ ვინ გაისროლა სსკ Бук-М1-დან, ჰოლანდიურ მხარეს ორი ვარაუდი აქვს: უშუალოდ რუსი სამხედროები ან პრო-რუსი მეამბოხეები, რომლებმაც არასწორი სამიზნე შეარჩიეს. ამ ვერსიას ამყარებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული სატელეფონო საუბრები, რომლებშიც ერთ-ერთი მეამბოხე რუსეთის დაზვერვის წარმომადგენელს აცნობებს, რომ მეამბოხეებმა შეცდომით ჩამოაგდეს “ის, რაც უკრაინული თვითმფრინავი ეგონათ”. რუსულ მხარეს სწორედ ამ ტიპის იარაღით მეამბოხეების აღჭურვაში ედავებიან.

გარდა ოფიციალური, ჰოლანდიური დასკვნისა, BBC დოკუმეტურ ფილმში MH17 ავიაკატასრტოფის გამომწვევი ორი რუსული ვერსია და კონტრარგუმენტებიამოყვანილი, რომლებიც აბათილებენ რუსული მხარის პოზიციებს.

რუსული ვერსია N1 და კონტრარგუმენტები.

ამ ვერსიის თანახმად, მალაიზიური ბოინგი 777 (რეისი ამსტერდამი-კუალა ლუმპური, MH17) უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების 2014 წლის 21 ივლისის განცხადებით, სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინულმა მოიერიშე Су-25-მა გაანადგურა, რის მტკიცებულებად რუსული სამხედრო რადარის მონაცემები აქვთ მოყვანილი, რომელზეც სამგზავრო თვითმფრინავის გარდა სხვა მფრინავი ობიექტიც ჩანს.

რუსული ვერსიის გასამყარებლად, Russia Today-ს ჟურნალისტმა იანა ერლაშოვამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დახმარებით ექსპერიმენტი ჩაატარა. საცდელი ფრენისას Су-25 10 000 მეტრზე (MH17 ფრენის სიმაღლე კატასტროფისას) აფრინდა.

აღნიშნული ვერსიის საპირწონედ ფილმში შემდეგი კონტრარგუმენტებია წარმოდგენილი:

რადარზე გამოსახულ უცხო ობიექტთან დაკავშირებით ავია შემთხვევების ყოფილი გამომძიებელი დევიდ გლივი (David Gleave) მიიჩნევს, რომ როდესაც თვითმფრინავი ცაში ნაწილებად იშლება, დაცემამდე ის რადარებისთვის სიგნალის მიწოდებას აგრძელებს და თუკი თვითფრინავს მისი კუდი მოძვრება, შესაძლოა რადარზე სხვა ობიექტიც აისახოს.

არსებობს ტექნიკური სახის არგუმენტები, რომლებიც გამორიცხავენ უკრაინული Су-25-ის მიერ ბოინგის განადგურებას.ნიკ დე ლარინაგა (Nick de Larrinaga) , IHS Jane’s Defence Weekly ევროპული გამოცემის რედაქტორის თანახმად:

1. შეჯავშნული მოიერიშე Су-25 შექმნილია დაბალ სიმაღლეზე სამოქმედოდ და მისი დანიშნულებითი სამიზნე სახმელეთო ობიექტებია.

2. მას ფიზიკურად არ შეუძლია 10 000 მეტრის სიმაღლეზე შეასრულოს სამხედრო დავალება. ამ სიმაღლეზე იარაღის გამოყენება ძრავის გამორთვას იწვევს.

3. ვერ ავითარებს ისეთ სიჩქარეს, როგორსაც ბოინგი 777, შესაბამისად გაუჭირდებოდა ახლო მანძილზე მისვლა.

4. Су-25-ის ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტები მოკლე მანძილზე (3 მილი) სამოქმედოდ გამოიყენება.

რუსულ ვერსიას ასევე აქარწყლებს ჰოლანდიის უსაფრთხოების საბჭოს საგამოძიებო დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ MH17-ს დაზიანება Бук-М1-ის 70 კგ. საბრძოლო ქობინის მატარებელმა 9М38М1 ტიპის რაკეტამ მიაყენა.

ავიაკატასტორფიდან 4 თვის შემდეგ რუსეთის პირველმა არხმა, სატელიტის მიერ გადაღებული სურათი გამოაქვეყნა. რუსულმა ვერსიამ ამჯერად ოდნავ იცვალა შინაარსი: ავიაკატასტროფა ბრალდებოდა არა Су-25-ს, არამედ – МиГ-29-ს.რუსული მედიის მტკიცებით, სურათი სწორედ იმ მომენტშია გადაღებული, როდესაც МиГ-29 სამგზავრო ბოინგის მიმართულებით რაკეტის გაშვებას ახორციელებს. ონლაინ საგამოძიებო რესურს Bellingcat.com-ის დაფუძნებელმა ელიოტ ჰიგინსმა (Eliot Higgins), (Bellingcat) მოხალისე გამომძიებლებთან ერთად მოახდინაამ სურათის ანალიზი. მათი მტკიცებით, სურათზე გამოსახული სამხედრო თვითფრინავი არის არა МиГ-29,არამედ – Су-27. თუმცა მთავარი ნაკლი ამ სურათისა სხვა იყო: კამერისა და ხმელეთს შორის არსებული პერსპექტივის მიხედვით,MH17 4 მილის სიგრძის უნდა ყოფილიყო. ეს თვითფრინავი სტანდარტული ზომის იქნებოდა, თუკი მას სატელიტი 300 მეტრის მოშორებით გადაუღებდა სურათს.

ავიაკატასტოფიდან 5 თვეში გამოჩნდა მოწმე, რომლის მტკიცებით ის უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებში მსახურობდა. მოწმის განცხადების მიხედვით მან 17 ივლისს მფრინავ კაპიტან ვლადისლავ ვოლოშინის Су-25-ზე ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტები დაამონტაჟა. როდესაც მოიერიშე ბაზაზე დაბრუნდა, რაკეტები მას ზედ არ ჰქონდა.

კაპიტან ვოლოშინის თქმით, უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებს 17 ივლისს კონფლიქტის ზონაში გაფრენა არ უწარმოებიათ. უკრაინის საჰაერო ძალებმა ფრენები 23 ივლისს განახორციელეს.კაპიტანმა 23 ივლისს ჰაერი-ხმელეთის ტიპის რაკეტები გამოიყენა და არა ჰაერი-ჰაერი ტიპის.

რუსული ვერსია N2 და კონტრარგუმენტები:

მეორე რუსული ვერსიის თანახმად, სამგზავრო თვითფრინავი უკრაინულმა მხარემ სსკ Бук-М1-ის გამოყენებით გაანადგურა.

რუსეთის პირველმა არხმა სატელიტიდან გადაღებული სურათი გაავრცელა, სადაც უკრაინული სსკ Бук-М1სამხედრო ბაზაზე დგას, ხოლო ავიაკატასტროფის დღეს ის დაფიქსირებულია სოფელ ზაროშენკოესთან, ფრონტის ხაზთან ახლოს.

ინფოგრაფიკა იხილეთ ბმულზე.

inline images info ru2 მალაიზიური Boeing 777-ის გამოძიების ფაილები BBC-ს დოკუმენტური ფილმის მიხედვით

ამ მოსაზრებას ორი კონტრარგუმენტი აბათილებს:

1. ამერიკულ ფირმა Digital Globe-ს ასევე აქვს გადაღებული სატელიტური ფოტო, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ 17 ივლისის დღეს უკრაინული სსკ Бук ისევ ბაზაზე დგას.

2. 17 ივლისს სოფელ ზაროშენკოეს უკრაინელი სამხედროების ნაცვლად პრო-რუსი მეამბოხეები აკონტროლებდნენ.

სსკ Бук-ის მწარმოებელი რუსული კომპანია АО «Концерн ВКО „Алма́з-Анте́й” განცხადებით, სსკ Бук-М1-ის 9М38М1 ტიპის რაკეტა რუსულ არმიაშიარ გამოიყენება. ის 1999 წლიდან წარმოებიდან არის მოხსნილი და იმჟამად გამოშვებული ყველა რაკეტა უცხოელ დამკვეთებს გადასცეს.მათი მტკიცებით, ეს რაკეტები უკრაინული არმიის არსენალში ისევ გამოიყენება.

ამ მოსაზრებების გადასამოწმებლად Bellingcat-მა ჩაატარა ონლაინ გამოძიება. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოების, ფოტოების საშუალებით მათ დაადგინეს, რომ 2014 წლის 23-25 ივნისს, მალაიზიური ბოინგის კატასტროფამდე 1 თვით ადრე, რუსეთის 53-ე ანტი-საჰაერო სარაკეტო ბრიგადის კოლონა ქალაქ კურსკიდან უკრაინის საზღვრის მიმართულებითდაიძრა. კოლონაში დაფიქსირებული სსკ Бук-М1 აღჭურვილი იყო სწორედ ძველი 9М38М1 მოდელის რაკეტებით. იგივე 2014 წლის 16 აგვისტოს, როიტერის ფოტოგრაფმა როსტოვის მხარეში დააფიქსირა რუსული სამხედრო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დატვირთული იყო სწორედ 9М38М1 ტიპის რაკეტებით. ის რომ, რუსეთის შეიარაღებული ძალები 1999 წლის შემდეგ ფლობენ 9М38М1 ტიპის რაკეტებს,კიდევ სხვა ფაქტებითაც მტკიცდება:

1.2013 წლის 2 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთში განთავსებულ გიუმრის 102-ე რუსულ სამხედრო ბაზას ეწვია. ვიზიტის დროს გადაღებულ სურათზე ის სწორედ 9М38М1 ტიპის რაკეტით აღჭურვილი სსკ Бук-М1-ის ფონზე დგას.

2.2015 წლის 9 მაისს, ციმბირში, ჩიტაში გამარჯვენის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე გამოყენებულ იქნა სწორედ სსკ Бук-М1, იგივე 9М38М1 რაკეტებით აღჭურვილი. აღლუმზე ამ სამხედრო ტექნიკას ცეცხლი გაუჩნდა, რომლის ამსახველი ფოტო დავიდეო მასალა ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა.

2014 წლის ზაფხულში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების დროს პრო-რუს მეამბოხეებს არ გააჩნდათ სამხედრო საჰაერო ძალები, სანაცვლოდ მათ გააჩნდათ ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემა. 2014 წლის 14 ივლისს (MH17 ტრაგედიამდე 3 დღით ადრე) მათ 6 500 მეტრ სიმაღლეზე მფრინავი უკრაინული სამხედრო სატრანსპორტო Antonov-26 გაანადგურეს.

BBC დოკუმენტური ფილმში უკრაინაში აშშ ყოფილი ელჩი საუბრობს რუსული პროპაგანდის ფორმაზე. მისი თქმით, რუსული მედია კრემლის იარაღია, ხოლო მათი ტაქტიკაა არა ერთი, არამედ რამდენიმე ვერსიის შექმნა და გავრცელება. ეს ქმნის დაბნეულობის განცდას ადამიანებში, რათა მათ სიმართლის გაგება ვერ შეძლონ. გარდა ამისა, პროპაგანდის ერთ-ერთი ფორმა – ნახევრად მართალი ინფორმაციის ნაწილობრივი გაშუქება მანიპულაციის ეფექტური საშუალებაა, რომლის წყალობითაც ინფორმაციის მიმღებ ადამიანს ადვილად უყალიბდება ფაქტებს მოკლებული, ცალსახა წარმოდგენები.

მასალა მომზადებულია BBC სტატია Conspiracy Files: Who shot down MH17? და ამავე დასახელების დოკუმენტური ფილმის მიხედვით.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

საქ
საქინფორმი

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist