“მაიმუნის ყვავილის” ხელოვნურად გავრცელება თუ სეზონური გეგმიური სამუშაოები?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

275
VIEWS

22 მაისს ფეისბუკ გვერდებზე Imperator, კიკის გვერდი პოსტები შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა: “სავარაუდოდ “მაიმუნის ყვავილის” ხელოვნურად გავრცელება.” სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქეები ეკიპირებულ პირებს, რომლებიც თბილისში ერთ-ერთ სკვერს წამლავენ, ეკითხებიან, თუ ნივთიერება რომელსაც იყენებენ, საშიში არ არის, რატომ არიან ისინი ეკიპირებულები და შესაწამლი ნივთიერება ბალახისა და ხეების გარდა რატომ ხვდება სკამებსა და რკინის მილებზე.

Screenshot 14 5 “მაიმუნის ყვავილის” ხელოვნურად გავრცელება თუ სეზონური გეგმიური სამუშაოები?

იდენტური ვიდეო 23 მაისს ფეისბუკ გვერდებმა: კორონავირუსი/covid-19 ერთად დავამარცხოთ და ხატია სიჭინავა, ასევე ფეისბუქ ანგარიშმა Fantina Georgian გაავრცელეს. პოსტების თანახმად, უცნობი ადამიანები პესტიციდებით მოედნებსა და სკვერებს, სკამებსა და ირგვლივ არსებულ ყველა საგანს “საწამლავს ასხამენ.”

Screenshot 15 5 “მაიმუნის ყვავილის” ხელოვნურად გავრცელება თუ სეზონური გეგმიური სამუშაოები? Screenshot 16 5 “მაიმუნის ყვავილის” ხელოვნურად გავრცელება თუ სეზონური გეგმიური სამუშაოები?

ხატია სიჭინავას პოსტი საინფორმაციო სააგენტოებმა ალია, split.spnews.io, რეზონანსდეილი გაავრცელეს.

Screenshot 17 5 “მაიმუნის ყვავილის” ხელოვნურად გავრცელება თუ სეზონური გეგმიური სამუშაოები? Screenshot 18 5 “მაიმუნის ყვავილის” ხელოვნურად გავრცელება თუ სეზონური გეგმიური სამუშაოები?

ინფორმაცია “მაიმუნის ყვავილის” ხელოვნურად გავრცელებისა და “ყველა საგანზე საწამლავის მოსხმის” შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მცენარეების შეწამვლა ხე-მცენარეებსა თუ ბუჩქოვან მცენარეებს სხვადასხვა მავნებლებისგან და დაავადებებისგან დასაცავად მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომელიც ბოლო წლებია თბილისშიც რეგულარულად ხორციელდება.

თბილისის მერიის განმარტებით, ამ ეტაპზე თბილისში სეზონური გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს. მცენარეების შეწამვლა მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომელიც ხე-მცენარეებსა თუ ბუჩქოვან მცენარეებს სხვადასხვა მავნებლებისა და დაავადებებისგან იცავს. თბილისის მერიის თანახმად, შესაწამლად გამოყენებული ნივთიერებები საერთაშორისო დონეზე არის გამოცდილი და ეს პრეპარატები ასევე,  სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოში რეგისტრირებული პესტიციდების ნუსხაშია წარმოდგენილი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მცენარეების შეწამვლის პროცესის შეფერხება ან შეწყვეტა თბილისის მცენარეული საფარის დიდი ნაწილის განადგურებას  გამოიწვევს.

Screenshot 19 5 “მაიმუნის ყვავილის” ხელოვნურად გავრცელება თუ სეზონური გეგმიური სამუშაოები?
აღსანიშნავია, რომ 17 მაისს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ფეისბუკ გვერდზე შეწამვლის სამუშაოების ჩატარების შესახებ პოსტიც გამოქვეყნდა. პოსტში მითითებული იყო ის მისამართებიც, სადაც მწვანე ნარგავების შეწამვლის პროცესი უნდა განხორციელებულიყო.

Screenshot 20 4 “მაიმუნის ყვავილის” ხელოვნურად გავრცელება თუ სეზონური გეგმიური სამუშაოები?

რატომ არიან ვიდეოში ნაჩვენები პირები ეკიპირებულები და რატომ მიმდინარეობს შეწამვლის პროცესი ღამე?

ვიდეოში ნაჩვენებია „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები, რომლებიც სამუშაოების შესრულების დროს  სპეციალურ აღჭურვილობას იყენებენ. შეწამვლის პროცესში ჩართულ თანამშრომლებს როგორც შეწამვლის დროს, ასევე პრეპარატის გაზავებამდე, რა დროსაც ისინი მაღალი კონცენტრაციისაა, უშუალოდ აქვთ შეხება ამ ნივთიერებებთან, ამიტომ უსაფრთხოების მიზნით, მათთვის სპეციალური აღჭურვილობის გამოყენება სავალდებულოა. „ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ თბილისის მცენარეული საფარის შეწამვლა, გარდა ზამთრის სეზონისა, მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს. თბილისის მერიის განმარტებით, ამ დრომდე ადამიანისა თუ ცხოველის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეწამვლის პროცესი ღამის საათებში მიმდინარობს, მაშინ, როდესაც გამწვანებული ზონები ხალხისგან დაცლილია.

მაიმუნის ყვავილის შესახებ

მაიმუნის ყვავილი, იგივე Monkeypox ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ნაწილების ენდემური ვირუსია, რომელიც ყვავილის ვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 23 მაისს ორგანიზაციის წევრ 12 ქვეყანაში ამ ვირუსის 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა იყო დაფიქსირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ კორონავირუსისგან განსხვავებით, მაიმუნის ყვავილი ადამიანების ახლო ფიზიკური კონტაქტით ვრცელდება და ვირუსი ადამიანის სხეულში დაზიანებული კანიდან, რესპირატორული ტრაქტით, თვალის, ცხვირის ან პირის გავლით ხვდება.

მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია ქუჩებში პოლი-ჰექსა-მეთილ-გუანიდინს ასხამდა, რაც ფილტვების შეშუპებას და ქიმიურ პნევმონიას იწვევდა, სოციალურ ქსელში წარსულშიც გავრცელდა. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist