ლონდონი 2021 წელს თუ რეიკიავიკი 2016 წელს – რას ასახავს ვიდეო?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

16
VIEWS

29 ივლისს ბექა ანჯაფარიძემ საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე ადამიანთა მრავალრიცხოვანი შეკრების ამსახველი  ვიდეო შემდეგი კომენტარით გაავრცელა: „ოხ ეს ,,ბნელი” ანტივაქსერები  ლონდონი“. ვიდეოში რაიმე სახის მოწოდება ვაქცინაციის წინააღმდეგ არ ისმის.

 

;
ბექა ანჯაფარიძის გავრცელებული პოსტი ვიდეომანიპულაციაა. რეალურად, კადრები არა ლონდონის აქციას, არამედ ისლანდიის ნაკრების გულშემატკივრების რეაქციას ასახავს. ვაქცინაციასთან დაკავშირებით ლონდონში აქციები მართლაც იმართება, თუმცა არა ისეთი მრავალრიცხოვანი, როგორც ეს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს.

რა ხდება ვიდეოში?

სინამდვილეში ვიდეო კოვიდ-19-ის პანდემიამდე არის გადაღებული და 2016 წლის 4 ივლისს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში საფრანგეთთან დამარცხების შემდეგ ისლანდიაში დაბრუნებული ეროვნული ნაკრების დასახვედრად შეკრებილი 10 000 გულშემატკივრის რეაქციას ასახავს. ისინი ნაკრებს პატივისცემის გამოსახატავად ე.წ. ვიკინგების ტაშით ეგებებიან.

;
აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში გაიმართა აქციები, რომელიც მიმართული იყო ვაქცინაციისა და კოვიდ 19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის, ლოკდაუნის წინააღმდეგ. გამოცემა Independent-ის ცნობით 9 მილიონიან ლონდონში დემონსტრაციებს ათასობით ადამიანი ესწრებოდა, მანჩესტერსა და ბირმინგჰემში კი – ასობით.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, ისლანდია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist