ლიზა იასკო თუ ინგა გრიგოლია – ვინ უწოდა მიხეილ სააკაშვილს “ძვირფასი მამაკაცი”?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

432
VIEWS

2022 წლის 22 ოქტომბერს ხელისუფლების მხარდამჭერმა და ოპოზიციის მადესკრედიტირებელმა გვერდმა “არ აგარევინებთ” ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ტვ პირველის ჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას სიტყვებს “ჩემი ძვირფასი მამაკაცი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია” სასამართლო პროცესზე გისოსებს მიღმა მყოფი პრეზიდენტ სააკაშვილის კადრები მოსდევს, გადაფარული ხმით “ქალი მინდა, გაიგეთ” . ვიდეოს თან ახლავს წარწერა “ინგას ძვირფასი მამაკაცი ვინ ალისო ვინაო?!” ვიდეო, სადაც ინგა გრიგოლია იდენტურ ტექსტს ამბობს ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკური სამარე N5” გამოაქვეყნა. ვიდეოს შემდეგ კადრებში ინგა გრიგოლია მუსიკისა და ანიმაციური გულების ფონზეა გამოსახული. 

Screenshot 4 2 ლიზა იასკო თუ ინგა გრიგოლია - ვინ უწოდა მიხეილ სააკაშვილს “ძვირფასი მამაკაცი”?

გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია. რეალურად, ინგა გრიგოლია მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატის, სააკაშვილის პარტნიორის ლიზა იასკოს სიტყვებს ციტირებს. გადაცემის სრულ ჩანაწერში ასახულია, რომ ჟურნალისტი იასკოს ფეისბუქ პოსტს კითხულობს. მონტაჟის შედეგად კი რჩება შთაბეჭდილება, რომ “ჩემი ძვირფასი მამაკაცი” ექსპრეზიდენტს ჟურნალისტმა უწოდა, რაც ვიდეომანიპულაციასთან ერთად, თანმხლები აუდიო მონტაჟის გათვალისწინებით სლატშეიმინგის გამოვლენაცაა. 

ფრაგმენტი, სადაც ინგა გრიგოლია მიხეილ სააკაშვილს “ძვირფას მამაკაცად” მოიხსენიებს, გადაცემა “რეაქციის” 2022 წლის 4 ოქტომრბის გამოშვებიდანაა ამოჭრილი. სრულ ვერსიაში ჩანს, რომ ინგა გრიგოლია მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს სიტყვებს ციტირებს:

ინგა გრიგოლია, ჟურნაილისტი: “ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი ძვრიფასი მამაკაცი, მიხეილ საკააშვილი საქართველოში პოლიტპატიმარია. მაშინ რომ მცოდნოდა, რამდენი მოღალატეა მის ირგვლივ, მხარს არ დავუჭერდი მის გადაწყვეტილებას საქართველოში დაბრუნების შესახებ,” – ეს ლიზა იასკოს სიტყვებია.”

4 ოქტომბრის “რეაქციის” პირველი სტუმარი სწორედ ლიზა იასკო იყო. პირდაპირ ეთერში ჩართვამდე გადაცემის წამყვანმა იასკოს 1-ლი ოქტომბრის პოსტი წაიკითხა. 

Screenshot 5 2 ლიზა იასკო თუ ინგა გრიგოლია - ვინ უწოდა მიხეილ სააკაშვილს “ძვირფასი მამაკაცი”?

იასკო თავის პოსტში მიხეილ საკაკაშვილის საქართველოში დაკავებიდან გასულ 1 წელს აჯამებდა. 

მონტაჟის შედეგად სააკაშვილის პარტნიორის სიტყვების (“ჩემი ძვირფასი მამაკაცი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია”) ჟურნალისტისთვის მიწერა და თანმხლები აუდიო მონტაჟი (“ქალი მინდა, გაიგეთ”) ინგა გრიგოლიას მიმართ სექსისტური სიძულვილის ენის, კერძოდ სლატშეიმინგის მაგალითია.

Slut-shaming („სლატშეიმინგი“) მორალური კრიტერიუმებით თავდასხმის სექსისტური სიძულვილის ენის ფორმაა, რომელიც  სიტყვა-სიტყვით „ბოზობით შერცხვენას“ ნიშნავს. მას სტერეოტიპულ წარმოდგენებთან შეუსაბამო გარეგნობის, ჩაცმულობის თუ ქცევის გამო ადრესატების გასაკიცხად იყენებენ.

ფეისბუქ-გვერდს “არ აგარევინებთ” ყალბი ინფორმაცია და ვიდეომანიპულაციები წარსულშიც გაუვრცელებია, ის ხშირად დისკრედიტაციის კამპანიებშიცაა ჩართული. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist