ლიეტუვის კლინიკაში ექიმების ინფიცირებასა და Pfizer-ის ვაქცინით აცრას შორის კავშირი არ დასტურდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

31
VIEWS

28 მარტს ფეისბუკის მომხმარებელმა შორე შანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ლიეტუვაში ფაიზერით ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსით 70 ექიმი დაინფიცირდა. პოსტის ავტორს კომენტარებში წყაროდ მითითებული აქვს nesnilo.com-ზე გამოქვეყნებული სტატია, სათაურით “ლიეტვუვის კლინიკაში 70-ზე მეტი ექიმი ფაიზერის ვაქცინაციის შემდეგ კორონაცირუსით დაინფიცირდა”.

 

;
რეალურად, ლიეტუვის კლინიკაში ექიმების კორონავირუსით ინფიცირებასა და მათ “ფაიზერით” ვაქცინაციას შორის კავშირი არ დასტურდება, რამდენადაც ექიმები, სავარაუდოდ,  ვაქცინაციამდე იყვნენ ინფიცირებულნი. ამავე დროს, ვაქცინაციის შემდეგ ორგანიზმში იმუნიტეტი მყისიერად არ გამომუშავდება და ორგანიზმის მომზადებას რამდენიმე კვირა სჭირდება.

ლიეტუვის კლინიკის ინფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ ლიგიტა იანჩორენეს მიხედვით, სავარაუდოდ, ექიმები ვაქცინაციის მომენტში კორონავირუსით ინფიცირებულნი უკვე იყვნენ. მისი განმარტებით, ვაქცინა მოქმედებას პირველი დოზის მიღებიდან  12 დღის შემდეგ იწყებს, რის შემდეგაც დაინფიცირების შანსი 20%-ით მცირდება. პროფესორის თქმით, მიიღებენ თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული ექიმები ვაქცინის მეორე დოზას, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მათ პირველ რიგში უნდა ჩაუტარდეთ ტესტი ანტისხეულებზე, მიღებული მონაცემების საფუძველზე კი მეორე დოზის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდება.

ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსის დადასტურების შემთხვევა 2020 წლის დეკემბერში აშშ-შიც დაფიქსირდა. კალიფორნიის შტატში  45 წლის მედდას ფაიზერით ვაქცინაციიდან ერთ კვირაში  კორონავირუსი დაუდასტურდა. სან-დიეგოს საოჯახო ჯანმრთელობის ცენტრის ინფექციონისტის, კრისტიან რამერსის მიხედვით, ეს შემთხვევა მოულოდნელი არ ყოფილა, რამდენადაც პაციენტებს იმუნიტეტი ვაქცინაციის შემდეგ მყისიერად არ უვითარდებათ. “ფაიზერის” ვაქცინის გაკეთების შემდეგ ორგანიზმი იმუნიტეტის გამომუშავებას 10-14 დღეში იწყებს. ინფექციონისტის განმარტებით, ვაქცინაციის პირველი დოზის შემდეგ ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებისგან 50%-ით არის დაცული, ხოლო ვაქცინაციის მეორე დოზა პაციენტებს 95%-ით იცავს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ იმუნიტეტის შექმნას “ჩვეულებრივ რამდენიმე კვირა სჭირდება”, ეფექტიანობის მისაღწევად კი “ფაიზერისა” და “მოდერნას” ვაქცინების ორი დოზის მიღება არის საჭირო.  “მოდერნას” ეფექტიანობა ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ, ხოლო “ფაიზერის” – 7 დღის შემდეგ მიიღწევა. ”ეს ნიშნავს, რომ ადამიანი შესაძლოა ვაქცინაციამდე ან ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირდეს”.

კლინიკური კვლევების დროს “ფაიზერმა” 95%-იანი, ხოლო “მოდერნამ” 94.1%-იანი დაცვა აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ეფექტიანობა 100%-ს არ შეადგენს და შესაძლოა ადამიანების გარკვეული ნაწილი ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგაც კი დაინფიცირდეს.


შორე შანიძის პოსტის არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ლიეტუვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist