ლიდერი 41-ის PR მენეჯერი სააკაშვილის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

131
VIEWS

3 თებერალს ფეისბუქ მომხმარებელმა David Tordia საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციტატა გამოაქვეყნა. ციტატის მიხედვით, სააკაშვილმა თქვა, რომ პუტინს მისი ისტერიული შიში აქვს და მისი პატიმრობის დროს “მსოფლიოში ძალთა ბალანსი დაირღვა.” პოსტში გამოყენებულ სქრინს თან ონლაინ გამოცემა ambebi.ge-ს ვებ-მისამართი და ლოგო აქვს მითითებული. 

Screenshot 21 ლიდერი 41-ის PR მენეჯერი სააკაშვილის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილის გავრცელებული ციტატა ყალბია. Ambebi.ge-ს ვებ-გვერდზე ან სხვა ღია წყაროებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გაკეთებული იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადება არ იძებნება. 

Ambebi.ge-ს ვებ-გვერდზე ან სხვა ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილმა იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა. 

Ambebi.ge-ზე 3 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ პოსტის შესახებ მასალა გამოქვეყნდა. მასალის გარეკანის ფოტოდ ექსპრეზიდენტის ის ფოტოა გამოყენებული, რომელსაც Davit Tordia-ს მიერ გავრცელებულ სქრინშიც ვხედავთ. მიხეილ სააკაშვილის თავის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ამბობდა,  თუ რას მოიმოქმედებდა უკრაინის მხადარასაჭერად, თავად რომ ყოფილიყო ქვეყნის მმართველი. მასალაში პუტინის “ისტერიული შიში” ან “მსოფლიოში ძალთა ბალანსის” დარღვევა ნახსენები არ არის. 

Screenshot 22 ლიდერი 41-ის PR მენეჯერი სააკაშვილის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს

საინტერესოა, რომ Ambebi.ge-ს ფეისბუქ გვერდზე აღნიშნული მასალა 3 თებერვლის დღის 16:45 საათზე გამოქვეყნდა. Davit Tordia-მ სააკაშვილის ციტატა კი 23:13 საათზე გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, მან ambebi.ge-ს სწორედ ეს მასალა გამოიყენა გაყალბებული სქრინის შესაქმნელად. 

Screenshot 23 ლიდერი 41-ის PR მენეჯერი სააკაშვილის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს

გავრცელებულ სქრინში გამოყენებული კადრი მიხეილ სააკაშვილის 13 იანვრის სასამართლო პროცესზეა გადაღებული, ექსპრეზიდენტს უკრაინის დროშის ფერების ჯემპრი სწორედ ამ დროს ეცვა. თუმცა სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას, სააკაშვილის აღნიშნული ციტატა არ უთქვამს. 

Screenshot 24 ლიდერი 41-ის PR მენეჯერი სააკაშვილის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს

წყაროს შესახებ

ფეისბუქ მომხმარებლის David Tordia-ს ანგარიშზე მითითებულია, რომ ის ფეისბუქ გვერდის ლიდერი 41-ის პიარ მენეჯერია. 

Screenshot 25 ლიდერი 41-ის PR მენეჯერი სააკაშვილის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს

“ლიდერი 41” მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ფეისბუკ გვერდია, რომელსაც მცდარი ინფორმაციის  შემცველი პოსტები და ყალბი ციტატები არაერთხელ გაუვრცელებია. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისა და მისი დაპატიმრების შემდეგ “ლიდერი 41-ის მიერ გავრცელებული პოსტები ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს რუსეთი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია და მის გათავისუფლებას რუსეთის ინტერესების გამომხატველი პირები ითხოვენ.

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


არქივი – https://archive.is/ozMZF


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist