ლიბიელი ტერორისტი თუ აიფონ შვიდ სტანისლავოვიჩი? პოლონეთი თუ უკრაინა? – რამდენად რეალურია მტკიცებულებები?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

301
VIEWS

26 ივლისს რუსულენოვან მედიებში ( avia.pro, glavny.tv, smolnarod.ru)  გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ტელეგრამ-არხზე დაყრდნობით  აღნიშნულია, რომ უკრაინაში თურქეთის მიერ კონტროლირებადი სირიელი და ლიბიელი ტერორისტები შენიშნეს. იდენტური ინფორმაცია avias.pro-ზე დაყრდნობით ქართულმა კრემლისტურმა  ონლაინ გამოცემა – “საქართველო და მსოფლიომაც” გამოაქვეყნა.

სტატიებში აღნიშნულია, რომ ტერორისტების კვალის წასაშლელად მათ უკრაინული პასპორტები გადასცეს და ერთ-ერთი მათგანი მაშინ დააკავეს, როდესაც ის უკრაინიდან პოლონეთში გადასვლას ცდილობდა. დაკავება იარაღის უკანონო ვაჭრობისთვის მოხდა. ინფორმაციას თან ორი ფოტო ერთვის, რომელიც გამოცემების მიხედვით, აღნიშნული ფაქტის მტკიცებულებებს წარმოადგენს. ერთ-ერთ ფოტოზე პასპორტია გამოსახული, რომელიც აბუ ალ რაჰმან ფაიდს ეკუთვნის. მეორე ფოტოზე კი დაკავების ამსახველი კადრებია – დაკავებულის სახე დაბლარულია, ამიტომ მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია.

Screenshot 4 ლიბიელი ტერორისტი თუ აიფონ შვიდ სტანისლავოვიჩი? პოლონეთი თუ უკრაინა? - რამდენად რეალურია მტკიცებულებები?
სქრინშოთი: avia.pro
Screenshot 5 ლიბიელი ტერორისტი თუ აიფონ შვიდ სტანისლავოვიჩი? პოლონეთი თუ უკრაინა? - რამდენად რეალურია მტკიცებულებები?
სქრინშოთი: glavny.tv
Screenshot 6 ლიბიელი ტერორისტი თუ აიფონ შვიდ სტანისლავოვიჩი? პოლონეთი თუ უკრაინა? - რამდენად რეალურია მტკიცებულებები?
სქრინშოთი: smolnarod.ru

ინფორმაცია, თითქოს უკრაინაში სირიელი და ლიბიელი ტერორისტები შენიშნეს, ყალბ მტკიცებულებებს ეფუძნება. დაკავების ამსახველი ფოტო 2021 წელსაა გადაღებული და არა უკრაინას, არამედ პოლონეთის პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს მიერ  ფულის გამოძალვის ბრალდებით კრიმინალური დაჯგუფების წევრების დაკავებას ასახავს. გამოქვეყნებული პასპორტის ფოტო კი პროგრამულადაა დამუშავებული. პასპორტი იდენტური ნომრით ინტერნეტში 2016 წლიდან აიფონ შვიდ სტანისლავოვიჩის სახელით იძებნება.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინაში სირიელი და ლიბიელი ტერორისტები შენიშნეს, ყალბ მტკიცებულებებს ეფუძნება. ფოტო, რომელიც რუსული მედიების მიხედვით, ტერორისტის დაკავებას ასახავს, 2021 წლის 1 ივნისს პოლონეთის პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. კადრები ჯგუფური დანაშაულის ბრალდებით 5 ადამიანის (პოლონეთის, უკრაინის და ნიგერიის სამი მოქალაქის) დაკავებას ასახავს. მათ ბრალად გერმანული კომპანიისთვის თაღლითური სქემით 1,7 მილიონი აშშ დოლარის გამოძალვა ედებოდათ.

Screenshot 7 ლიბიელი ტერორისტი თუ აიფონ შვიდ სტანისლავოვიჩი? პოლონეთი თუ უკრაინა? - რამდენად რეალურია მტკიცებულებები?
წყარო: cbsp.policja.pl

კიდევ ერთი “მტკიცებულება”, რომელსაც გამოცემები აქვეყნებენ, არის პასპორტი ნომრით HE784147, რომელშიც ხელით სახელი აბუ ალ რაჰმან ფაიდი არის ჩაწერილი. Tineye -ის ფოტოს საძიებო სისტემით აღმოჩნდა, რომ პასპორტი იდენტური ნომრით ინტერნეტში 2016 წლიდან იძებნება. 

2016 წელს უკრაინულმა ელექტრონული ტექნიკის კომპანიამ Алло მომხმარებლებისთვის აქცია, სახელწოდებით ” რას გააკეთებდი აიფონ შვიდისთვის” გამოაცხადა. კომპანიის თანახმად,  პირველი ხუთი მომხმარებელი, რომელიც სახელს და გვარს აიფონ შვიდად გადაიკეთებდა, აიფონის აღნიშნულ მოდელს სიმბოლურ ფასად 1 გრივნად იყიდდა. ერთ-ერთი ასეთი მომხმარებელი სწორედ აიფონ შვიდი სტანისლავოვიჩი გახდა, პასპორტის ნომრით  HE784147 , რომელმაც რეალური სახელი ალექსანდრ პანინი დროებით აიფონის მოგების მიზნით გადაიკეთა.   პასპორტის ნომერი, რომელიც რუსული მედიის ცნობით, აბუ ალ რაჰმან ფაიდს ეკუთვნის, სინამდვილეში აიფონ შვიდ სტანისლავოვიჩისაა, რომელიც აქციის ერთ-ერთი მონაწილეა. 

Screenshot 8 ლიბიელი ტერორისტი თუ აიფონ შვიდ სტანისლავოვიჩი? პოლონეთი თუ უკრაინა? - რამდენად რეალურია მტკიცებულებები?
წყარო: tsn.ua

რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებულ პასპორტის ფოტოზე ჩანს, რომ პასპორტი მაგიდის ზედაპირზე დევს. აიფონ სიმ სტანისლავოვიჩის პასპორტიც,  რომელსაც იდენტური ნომერი აქვს, ასევე მაგიდაზე დევს. ორივე ფოტოზე დაკვირვებით აშკარაა, რომ რუსული მედიის მიერ გავრცელებული პასპორტი აიფონ სიმ სტანისლავოვიჩის პასპორტის ფოტომანიპულაციაა. 

Screenshot 9 ლიბიელი ტერორისტი თუ აიფონ შვიდ სტანისლავოვიჩი? პოლონეთი თუ უკრაინა? - რამდენად რეალურია მტკიცებულებები?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ლიბია, პოლონეთი, რუსეთი, სირია, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist